ბადრიჯანი ბრინჯით

  • marinola
  • September 4, 2012
  • 0

ბადრიჯანი ბრინჯითმასალა: 1 კგ ბადრიჯანი, 100 გრ. ბრინჯი, 2-3 თავი ხახვი, ზეთი, 1 ქილა მაიონეზი, ქინძი, მარილი, კამა, ნიორი, 100 გრ. არაჟანი.

მომზადება: კერძის მომზადებამდე დაჭრილ ბადრიჯანს უნდა მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 10-15 წუთი. შემდეგ გავწუროთ, რათა გამოუვიდეს შავი მწკლარტე წვენი.

მთელ-მთელ ბადრიჯნებს ამოვუსუფთავოთ გული, ამოვავსოთ ბრინჯით (ბრინჯი ძალიან არ მოხარშოთ. გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავწუროთ და შევაზავოთ მოშუშული ხახვით და შავი პილპილით), დავალაგოთ სქელძირიან ტაფაზე, დავასხათ ზეთი, დავახუროთ ხუფი და შევდგათ ნელ ცეცხლზე. დროდადრო ბადრიჯანი გადავაბრუნოთ. შემწვარი ბადრიჯანი დავაწყოთ გაშლილ თეფშზე, გავაცივოთ. ყველას სათითაოდ გადავუსვათ მაიონეზი ან ქინძით და ნივრით შეზავებული არაჟანი და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი ან კამა.

წინა «
შემდეგი »