ბადრიჯანი იმაზე მეტი სასარგებლოა ვიდრე გვგონია

  • marinola
  • ივლისი 27, 2012

ბადრიჯანი სასარგებლოა მათთვის ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები, ღვიძლი, ასევე პოდაგრა აწუხებს. ექიმები ორსულებსაც ურჩევენ ამ პროდუქტს. რეკომენდირებულია სისხლნაკლებობის დროს და ამაგრებს ნერვულ სისტემას.

ეს პროდუქტი საუკეთესო საკვებია მათთვის ვისაც ზედმეტო წონა აწუხებს, ამავდროულად მდიდარია უჯრედებით, რომელსაც ორგანიზმიდან შლაკები და ჭარბი წყალი გამოაქვს. მაგრამ გახსოვდეთ, ბადრიჯანი ცხიმს ადვილად იწოვს და საბოლოო ჯამში ზედმეტად ცხიმიან პროდუქტად შეიძლება იქცეს. ის ცოტა ცხიმს შეიწოვს თუ რგოლებად დაჭრით და 10 წუთი ცივ წყალში გააჩერებთ.

და ბოლოს, ბადრიჯანი ქორფა შეიძინეთ. ნივთიერება სოლანინი, რომელიც მას მომწარო გემოს აძლევს, გადამწიფებულ პროდუქტში ჭარბადაა. ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება საყლაპავი მილი და კუჭი გაგიღიზიანოთ. თუ ბადრიჯანს დაჭრით და 3%-იან მარილწყალში ჩაყრით, სოლანინის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვა.

წინა «
შემდეგი »