Google

ბლოგის ვიზიტორების გაზრდა Networkedblogs-ის დახმარებით

დაწერილია:December 18, 2011
კომენტარები დახურულია

დღევანდელ დღეს ბლოგის შექმნა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა მკითხველისთვის მისი მიწოდება კი ცოტა რთული საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსაციის სახით თქვენი პოსტები ინტერნეტში ხვდება, შესაძლოა, რომ მკითხველმა იგი მაინც ვერ წაიკითხოს. სწორედ ამის გამო შეიქმნა ასე ვთქვათ ბლოგ-ბიბლიოთეკები, სადაც თავმოყრილია ყველა პოსტი და რესურსი, რაც ამ საიტებზეა დარეგისტრირებული.

ამ პოსტში მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა დააინდექსოთ თქვენი პოსტი რამდენიმე წუთში. საუბარი მაქვს Networkedblogs სისტემაზე. შეიძლება მის შესახებ სულაც არაფერი გაგიგიათ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს სისტემა იდეალურია ბლოგისთვის. მას მრავალი ფუნქცია გააჩნია და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ის აქვს, რომ საიტზე შეგიძლიათ ჩასვათ მისი ბლოკი, საიდანაც მომხმარებელს შეეძლება Follow-ს გაკეთება. ვისაც ეს გაკეთებული ექნება, ავტომატურად ყველა მიიღებს თქვენს პოსტს დაწერისთანავე მაგალითად Facebook-ზე.

ინსტრუქცია ბლოგის სინქრონიზაციისათვის:

 

1. შედით თქვენს Facebook ანგარიშში და ძიების ველში ჩაწერეთ NetworkedBlogs.

2. გადადით მის გვერდზე.
ყველაზე კარგი ისაა, რომ რეგისტრაცია არაა ახლიდან საჭირო, თქვენ თქვენი Facebook-ის ანგარიშით გაივლით ავტორიზაციას.

3. გვერდზე შესვლის შემდეგ დააჭირეთ მარჯვნივ მაღლა კუთხეში Register a Blog ღილაკს.

4. შეიყვანეთ თქვენ ბლოგის მისამართი და დააჭირეთ Next-ს.

5. შეიყვანეთ ბლოგის მონაცემი და დააჭირეთ Next-ს.

6. დაეთანხმეთ, რომ თქვენ ხართ ამ ბლოგის ავტორი.

7. დააჭირეთ install widget და ჩასვით ბლოკი თქვენს საიტზე.

8. აირჩიეთ ბლოკის დიზაინი.

9. დააჭირეთ მარცხნივ მენიუში მდებარე ღილაკ Syndication.

10. დააჭირეთ Grant Permissions.

11. აირჩიეთ სოციალური ქსელი, თუ რომელზე გსურთ ავტომატურად გამოქვეყნდეს თქვენი პოსტები.

მოკლედ, სულ ეს იყო ეს ეტაპები თუ წარმატებით გაიარეთ თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ Networkedblogs–ით .

ასევე წაიკითხეთ . . .