გაიმაგრეთ გული ქიშმიშით

  • marinola
  • ივლისი 27, 2012

გულში უსიამოვნო ტკივილები და სისუსტე რომ გაქრეს საჭიროა გულის კუნთის გამაგრება. აიღეთ 1 კგ ქიშმიში (უწიპნო), ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ და სუფთა თეთრ ქსოვილზე გააშრეთ, გადაარჩიეთ. დილით უზმოზე 40 მარცვალი ჭამეთ, საუზმე ნახევარი საათის შემდეგ მიიღეთ. ასე მიირთვით მთელი კილოგრამი. მეორე კილოგრამი ,,დაკლებაში” ჭამეთ. პირველი დღე-40 მარცვალი, მეორე დღე-39 მარცვალი და ა. შ. გულის კუნთის გაჯანსაღება სასურველია წელიწადში 1-2-ჯერ ჩაიტაროთ.

გული უფრო მტკიცედ იმუშავებს თუ ძახველის ჩაის შაქრით ან თაფლით რეგულარულად დალევთ, მაგრამ ამავდროულად წნევას ყურადღება მიაქვიეთ – თუ მოიმატებს, ჩაის მიღება არ ღირს.

წინა «
შემდეგი »