გაფართოების დამალვა და გამოჩენა

  • lasha117
  • დეკემბერი 5, 2011

სათაურიდან გამომდინარე უცებ შესაძლებელია ვერ მიხვდეთ, თუ რაზე იქნება ამ პოსტში საუბარი. თუმცა, დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად საჭირო პოსტს კითხულობთ. ამ პოსტში მე თქვენ გასწავლით ისეთი გაფართოების ჩვენებას, როგორიცაა მაგალითად: EXE, RAR, MP3 და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ოპერაციული სისტემის ახლიდან ჩაწერის შემთხვევაში ფაილებს და დოკუმენტებს ბოლოში გაფართოებები არ უწერია. თუმცა, შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ მათი ხელით შეცვლა. ამიტომ, ეტაპების მიხედვით გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოაჩინოთ იგი.
1.შედით Mycomputer-ში და სწრაფი გამოძახების პანელზე ჩამოშალეთ მენიუ Tools.

2.Tools მენიუში აირჩიეთ Folder Options.
3.Folder Option-ის გახსნის შემდეგ გადართეთ View მენიუზე.

4.ფუნქციების ჩამონათვალში იპოვეთ ტექსტი: Hide extensions for known file types.

თუ თქვენ გაფართოების დამალვა გსურთ, მაშინ მონიშნეთ სურათზე ხაზგასმული ველი და დააჭირეთ OK-ს, ხოლო, თუ პირიქით – გამოჩენა გსურთ, მაშინ მოხსენით მონიშვნა და დააჭირეთ OK-ს.

წინა «
შემდეგი »