დავალიანებების ნახვა ინტერნეტით

  • ihow.ge
  • November 19, 2011
  • 0

ინტერნეტის განვითარებამ მრავალი წარმოუდგენელი იდეა რეალობად აქცია – თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წამოუდგენელი იყო ჩვენი ნებისმიერი სახის დავალიანებისა თუ ინტერნეტის მეშვეობით დეტალური ინფორმაციის გაგება, დღეისათვის ეს ძალიან მარტივია და ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაძლებელი (თუნდაც მათთვის, ვინც დამწყების დონეზე მაინც ერკვევა კომპიუტერში ).

კომუნალური გადასახადებისა და სხვა დავალიანებების ნახვა და ამ დავალიანებების დაფარვა (ან დაფარვის ვადების დადგენა) შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, მაგრამ თუ თქვენ არ სარგებლობთ ამ საბანკო პროდუქტით არც ეს წარმოადგენს პრობლემას, არსებობს ისეთი საიტებიც, რომლებიც რეგისტრაციის და სხვა გართულებების გარეშე გიჩვენებენ თქვენს დავალიანებას (და ასევე საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ როგორც დაფარვის ვადები, ასევე დავფაროთ ისინი სახლიდან გაუსვლელად).

ასეთ საიტებს მიეკუთვნება: “საქართველოს ბანკის” – ipay.ge, “ლიბერთი ბანკის” – smartivi.ge, “ნოვა ტექნოლოჯის” – PayBox.ge  და “მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა” – osmp.ge ან gadaixade.ge. თითოეულ მათგანზე თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ (და სურვილისამებრ გადაიხადოთ):

კომუნალური გადასახადები

– “თელასი” – telasi.ge;
– “ყაზტრანსგაზი” – tbilgazi.ge;
– “თბილ.დასუფთავება”;
– “GWP – თბილისი წყალი” – georgianwater.com და ა.შ.

კომუნიკაცია და ინტერნეტი

– “კაუკასუს ონლაინი” – co.ge ;
– “სილქნეტი” – silknet.com ;
– “ახტელი” – akhteli.ge;
– “მაქსიმალი” – maximali.ge;
– “გლობალ ერთი” ;
– “09” – 09.ge და ა.შ

სხვადასხვა

– “სითი პარკის ჯარიმა” – ct-park.ge;
– “პატრულის ჯარიმა” – police.ge;
– “ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმა”;
– სხვადასხვა გადამზიდი კომპანიების ბალანსის გაგება და ა.შ

ეს არის ის არასრული ჩამონათვალი იმ გადასახადებისა, რომელთა გაგებაც შესაძლებელია ზემოთ მითითებული გვერდების მეშვეობით.

სხვადასხა გადასახადების გადამოწმების დროს სისტემა ითხოვს სხვადასხვა მონაცემს მაგ:

– კომუნალური გადასახადების შემოწმების დროს – აბონენტის ნომერს;
– ინტერნეტისა და ტელეფონის დავალიანების შემოწმების დროს – ტელეფონის ნომერს;
– სხვადასხვა დავალიანებების შემოწმების დროს ქვითრის ან მანქანის ნომერს, ან სულაც შეიძლება თქვენი სახელი, გვარი ან პირადი ნომერი მოითხოვოს.

– სურათზე აბონენტის ნომერი დაფარულია წითელი ფონით;
– ტელეფონის ნომერის შეყვანის წესები თავად საიტზეა მითითებული, მაგრამ სულ სამი განსხვავებული ფორმატი არსებობს: 322 XXXXXX, 32 XXXXXX, 2 XXXXXX;
– სხვადასხვა ქვითარს სხვადასხვა ნომერი გააჩნია, რომელიც მინიშნებულია თავად ქვითარზე და მისი მოძებნა არ წაროადგენს სირთულეს.

არსებობს სხვა ანალოგიური დამხმარე ვებ–გვერდები, მაგრამ განხილული გვერდები სრულად დააკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს, ხოლო თუ აღნიშნული ვებ–გვერდებით ვერ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, მაშინ გამოიყენეთ თავად ორგანიზაციის ოფიციალური ვებ–გვერდი (რომლებიც მათი ჩამონათვალის გასწვრივ არის მითითებული).

თქვენ ასევე შეძლებთ კომუნალური გადასახადების და პატრულის ჯარიმის გადახდას შემდეგი სტატიის დახმარებით : კომუნალური გადასახადები და პატრულის ჯარიმა

Previous «
Next »

Leave a Reply