როგორ ვხდებით დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე?

  • ninka_2323
  • აპრილი 28, 2014

სოციალური მედიავფიქრობ, სოციალური ქსელები რომ არ იყოს, ხალხი უფრო ბედნიერი იქნებოდა. ამ ბოლო პერიოდში, თითქმის ყველა, მოზრდილი თუ უკვე თითქმის ხანში შესული, დროის უმეტეს ნაწილს ატარებს იქ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Facebook-ი. ძირითადი ნაწილი ამ “მოცლილი” ადამიანებისა, შედიან იმისათვის რომ გაერთონ. რაღაც მხრივ კარგია მათი არსებობა. მაგალითად ადამიანებისათვის რომლებსაც ბიზნესი აქვთ. მაგრამ ვფიქრობ ყველფერს ზღვარი აქვს და უნდა ვიცოდეთ მათი სწორად გამოყენება.

მინდა შევეხო ონლაინ გაცნობასაც. ბევრისთვის ეს მიუღებელია, მათ შორის ჩემთვისაც. ბევრს ვიცნობთ, რომლებმაც სოციალური ქსელებით (Facebook, Odnoklassnik) ვიღაც გაიცნო და ამბობენ რომ შეუყვარდათ. სინამდვილეში ფაქტი იმაში მდომარეობს, რომ ხშირი მიწერით 2 ადამიანი ერთმანეთს ეჩვევა. მიმაჩნია, რომ უაზროა ის “ჩატი” სადაც სმაილებს იყენებენ ემოციების გამოხატვის მაგივრად. ნამდვილი ურთიერთობები ხომ მეგობრობიდან იწყება და შემდგომ გადაიზარდოს რაიმე სერიოზულში. ონლაინ გაცნობით წყვილი არასრული იქნება. თუ გინდათ თქვენი ურთიერთობები უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახადოთ, მაშინ იმ საათების მაგივრად,როცა “ჩატი” გაქვთ, შეგიძლიათ ერთმანეთი ნახოთ და ისე ისაუბროთ ამა თუ იმ თემაზე. აღფრთოვანებული არ ვარ სოციალური ქსელებით და იქ საუბრისას მხოლოდ მინიმალურ, მოკითხვის დონეზე ვცდილობ დავამთავრო ლაპარაკი. როცა გწერენ “რა ხდება ახალი, მომიყევი”, ობიეექტურად რომ ვიმსჯელოთ თუ იმ ადამიანს იქვე მოვუყვებით ყველაფერს, მაშინ შეხვედრისას რა თემაზე ველაპარაკოთ?

რაც შეეხება იმ საზარელ მდგომარეობას როცა Facebook-ზე შევდივართ; ჩვენ წავაწყდებით ბევრი ბავშვის ფოტოს, რომლებიც თვითონ იჩენენ ინიციატივას რომ გადაიღონ ფოტოები შემდეგი შინაარსის: ტონა მაკიაჟი, გამობზეკილი ტუჩები, გამოწეული მკერდი, შესუნთქული ცხვირი (რომ პატარა გამოჩნდეს), ქუსლიანები, მოკლე შორტები, დეკოლტეები და კიდევ ათასი “პოზა”, რომლითაც ცდილობენ მოზარდებმა თავი დაიმკვიდრონ.

საქართველოში 60 % უკვე შიშვლდება სურათებისთვის და ესეთი სახის ფოტოები მალევე ვრცელდება. ეს ხომ დაბალი დონეა. ბევრი თვითონ დებს თავის ფოტოს სხვადასხვა “Page”-ზე , “Group”-ში და აწერენ “შემაფასეთ”-ო. მომრავლდა ისეთი სურათებიც, რომლებიც “პოპულარული ტექნიკითაა” გადაღებული, მაგალითად Iphone და მისი 2 ცნობილი პროგრამა: Camwow და Retrica.
დრო დიდი განძია, რომელსაც დღევანდელობის უმეტესობა უაზროდ ფლანგავს. ის ყველანაირად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ შევისწავლოთ მეტი და მეტი. შიში მაქვს რომ  ამ ცხოვრებაში დაიკარგებიან ესეთი ადამიანები, თუ ესე გაგრძელდება ყველაფერი. ისიც საწყენია რომ ბევრი სოციალურ ქსელზე დამოკიდებული გახდა. უმრავლესობა ვერც კი ხვდება, თუ რამდენ დროს კარგავს იქ ყოფნისას. სოციალურმა ქსელმა “ჩათრევა” იცის. გაიხედები საათისკენ და აღმოაჩენ რომ დიდი დრო გასულა. ბევრი ადამიანი შეიცვალა. ამჯობინეს Online Friendship ნამდვილ მეგობრობას. ეს რეალობაა. ჩემი პირადი რჩევაა რომ მიხედოთ საკუთარ თავებს და დრო სხვა რამისთვის გამოიყენოთ.

P.S.იმედია ამ სტატიის დახმარებით, ბევრი დაფიქრდება და შეეცდება შეცვალოს რაღაც თავის ცხოვრებაში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.