დიაბეტის ადრეული ნიშნები რომელიც საჭიროებს ყურადღებას

  • ihow.ge
  • February 11, 2016
  • 0

დიაბეტიშაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა (მას უფრო ხშირად უბრალოდ დიაბეტით მოიხსენიებენ). დიაბეტი მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება შაქრის (გუკოზის) მაღალი დონით სისხლში. 2014 წლის მონაცემებით 387 მილიონი არის დაავადებული დიაბეტით მსოფლიოს მასშტაბით.

დიაბეტი თავს იჩენს მაშინ, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს (შესაბამისად დიაბეტის უმთავრესი მიზეზი ამ ჰორმონის (ინსულინის) არასაკმარისი რაოდენობაა). დიაბეტის სამი ძირითადი ტიპი არსებობს:

დიაბეტის ტიპი 1: ასევე ცნობილია, როგორც იუვენილური (არასრულწლოვანთა) დიაბეტი. იგი გამოირჩევა ინსულინის აბსოლუტური დეფიციტით.

ის ითვლება აუტოიმუნურ დაავადებად. ფაქტორები რომლებიც ზრდიან ტიპი 1-ის მოხდენის ალბათობას არის: ოჯახის წევრების ისტორია (გენეტიკა), ვირუსული დაავადებების ზემოქმედება, დაზიანებული იმუნური სისტემის უჯრედების პროცენტულობა სისხლში, D ვიტამინის დაბალი დონე.

დიაბეტის ტიპი 2: ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპის დიაბეტის ფორმა. ამ დროს პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, რომელიც საჭიროა სისხლში შაქრის დასარეგულირებლად ან უჯრედებს არ შეუძლიათ აითვისონ გამომუშავებული ინსულინი სათანადოდ.

ჭარბი წონა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ოჯახის ისტორია (გენეტიკა), ასაკი, გესტაციური დიაბეტი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, მაღალი წნევა, პათოლოგიური ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდის მაღალი დონე მიეკუთვნებიან ამ ტიპის დიაბეტისთვის მაღალ რისკ ფაქტორებს.

ინსულინი

გესტაციური დიაბეტი: ის შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს ან მის შემდეგ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ქალებში რომლებიც არიან 25 წელს ზემოთ და ამავედროს წარმოადგენენ აფრო-ამერიკელებს, ამერიკელ-ინდიელებს, აზიელებს ან ესპანურენოვან  საზოგადოებას არსებობს მაღალი რისკი გესტაციური დიაბეტის გავრცელებისა.

ასევე გენეტიკური გესტაციური დიაბეტი და ჭარბი წონა ზრდის რისკებს, 2014 წლის მონაცემებით დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა 90%-ს ჰქონდა დიაბეტის ტიპი 2, რაც თავის მხრივ მსოფლიოს მთელი სრულწლოვანი მოსახლეობის 8,3%-ს შეადგენს. ქალები და მამაკაცები თითქმის ერთნაირად არიან დაავადებული დიაბეტის ტიპი 2-ით.

დიაბეტს ხშირად უწოდებენ ჩუმ მკვლელს, რადგან მისი სიმპტომები შეიძლება ძალიან მარტივად გამოგვრჩეს და ყურადღებაც კი არ მივაქციოთ. ძალიან ხშირად ადამიანებმა არც კი იციან რომ მათ დიაბეტი აქვთ რადგან ადრეული სიმპტომები დიაბეტის არც ისე მავნებელი და შემაწუხებელია.

დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი სერიოზული გართულებები, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, ნერვული აშლილობა, მხედველობის, თირკმელების, ფეხებისა და კანის დაზიანება, ასევე ორსულობის დროს გამოწვეული გართულებები.

diabetis-nishnebi-ihow.ge

1. ხშირი ან/და ჭარბი შარდვა

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი დიაბეტის არის ხშირი/ჭარბი შარდვა, იგი ახასიათებს როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 დიაბეტს. სამედიცინო ენაზე ამ სიმპტომს პოლიურიას უწოდებენ.

როდესაც თქვენ გაქვთ დიაბეტი, სისხლში წარმოიშობა ჭარბი შაქარი (გლუკოზა), შესაბამისად თირკმელებს უწევთ მართლაც ძალიან ძლიერად მუშაობა რათა გაფილტრონ და აღიქვან ზემდეტი გლუკოზა.

 

მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ მოშარდვა გინდათ და თუ ეს შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როდესაც საღამოს შხაპს მიიღებთ – ეს არის იმის ნიშანი, რომ აუცილებლად მიაკითხოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევები.

2. მომეტებული წყურვილის გრძნობა

მომეტებული წყურვილის გრძნობა არის ერთ-ერთი პირველი შესამჩნევი სიმპტომი დიაბეტის. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად შარდავთ, სხეული განიცდის დეჰიდრადაციას და შესაბამისად თქვენ გაქვთ მომეტებული წყურვილის გრძნობა.

ასეთ შემთხვევაში თუ თქვენ დალევთ შაქრის შემცველ სასმელებს, როგორიცაა არომატიზატორებზე დამზადებული “ნატურალური წვენი”, გაზიანი სასმელები, შოკოლადიანი რძე და ა.შ ეს გამოიწვევს ორგანიზმში კიდევ უფრო მეტი შაქრის მოხვედრას და იმის მაგივრად, რომ წყურვილი მოგიკლათ, ის უფრო გაძლიერდება.

თუ თქვენი მომეტებული წყურვილი გამოწვეულია სისხლში შაქრის მაღალი დონით, მაშინ წყლის სმა შესაბამისად ვერ მოგიკლავთ წყურვილის გრძნობას, რადგან ეს გამოწვეული არ არის ისეთი დაავადებებით როგორიცაა: გრიპი, გაციება, ალერგია ან სიცხე, რომელსაც შეუძლია გაუწყლოება გამოიწვიოს ღებინებით ან დიარეით.

თუ თქვენ გაქვთ არანორმალური წყურვილის გრძნობა და წყლის დალევა ვერ გშველით აუცილებლად ეწვიეთ ექიმს (ალბათ ხვდებით, რომ ეს რეკომენდაცია გათვლილია ნორმალური კვების პირობებში და არა ზედმეტად მლაშე საკვების მიღების შემდეგ).

3. შიმშილის შემოტევა

შიმშილის ხშირი შემოტევა არის კიდევ ერთი თვისება დიაბეტის. როდესაც ადამიანი დაავადებულია დიაბეტით ის გამძაფრებულად გრძნობს შიმშლს და შესაბამისად მიდრეკილია ბევრი ჭამისკენ ვიდრე ჩვეულებრივ. ეს ხდება იმიტომ რომ ორგანიზმს არ შეუძლია რეგულირება იმ გლუკოზის, რომელსაც უჯრედები იყენებენ ენერგიისთვის.

შიმშილი

როდესაც თქვენი უჯრედები ვერ ითვისებენ შესაბამისად გლუკოზას, თქვენი სხეული ავტომატურად ითხოვს მეტ “საწვავს”, რაც თავის მხრივ იწვევს მუდმივ შიმშილის გრძნობას.

თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ დიაბეტის დიაგნოზი დასმული და არ აკონტროლებთ მას, ნებისმიერი ტიპის საკვები ვერ გიშველით შიმშილის გრძნობის მოკვლაში და პირიქით უმეტეს შემთხვევაში ამან შეიძლება სისხლში შაქრის დონის აწევას შეუწყოს ხელი.

ასე რომ ზედმეტმა ჭამამ კიდევ უფრო შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ მომეტებული შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ დიდი ხნის განმავლობაში.

მადის მომეტება შეიძლება, ასევე გამოწვეული იყოს სხვა პრობლემებით, როგორიცაა სტრესი და დეპრესია, რომელთაც ასევე მკურნალობა ჭირდება.

4. ჭრილობის ნელი შეხორცება

ჭრილობები და ნაკაწრები ჩვეულებრივზე გვიან უხორცდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ დიაბეტი.

შაქრის მაღალი დონე სისხლში ამაგრებს არტერიებს და ავიწროებს სისხლძარღვებს, ეს იწვევს ნაკლები სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას ჭრილობამდე, რაც თავის მხრივ ართულებს მის შეხორცებას.

გარდა ამისა შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში პირდაპირ გავლენას ახდენს სისხლის წითელი უჯრედების ფუნქციაზე მიაწოდოს ნუტრიენტები ქსოვილებს, რაც ასევე ახანგრძლივებს შეხორცების პროცესს.

ნელი შეხორცების გარდა, ჭრილობში შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ ან გამოიწვიოს წყლულები, აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა პატარა იყოს ჭრილობა საჭიროებს დიდ ყურადღებას. აუცილებლად ეწვიეთ ექიმს თუ ჭრილობაში ინფექცია შეგეჭრათ ან არ გიხორცდებათ ის.

5. ხშირი ინფექციები

დიაბეტით დაავადებული ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა ტიპის ინფეციების მიმართ. ყველაზე მეტად გავრცელებული ინფეციის სახე არის კანისა და საშარდე გზების ტრაქტი.

დიაბეტით დაავადებული ადამიანები ხშირად ინფიცირდებიან და უმეტესად ეს ინფიცირება არის განმეორებადი, რაც ძირითადად გამოწვეულია შესუსტებული იმუნური სისტემიტ.

ინდური ჟურნალის “ენდოკრინოლოგია და მეტაბოლიზმის” 2012 წლის გამოცემაში დაიბეჭდა კვლევის შედეგები, რომელშიც ჩანდა რომ ინფექციური დაავადებები უფრო ვრცელდება იმ ადამიანებში, რომლებიც არიან დაავადებული დიაბეტით.

თუ თქვენ ხშირად ხარ სხვადასხვა ინფექციების მსხვერპლი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამისათვის მარტივი სისხლის ანალიზიც კი სრულიად საკმარისია.

6. წონის მოუოდნელი კლება

მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონა წარმოადგენს დიაბეტის რისკ ფაქტორს, ყველანაირი მცდელობის გარეშე წონის უეცარი კლება არის დაავადების ნიშანი. ამ დროს წონის კლება ძირითადად ხდება ორი მიზეზით

  • ზედმეტი სითხის დაკარგვით, რასაც ხშირი შარდვა იწვევს
  • ორგანიზმი ვერ იღებს კალორიებს სისხლში არსებული შაქრისგან

ასევე შეიძლება არასაკმარისმა ინსულინმა აიძულოს ორგანიზმი ცილა, როგორც ალტერნატიული წყარო ენერგიის, მიიღოს კუნთებიდან, რაც თავის მხრივ იწვევს ორგანიზმის მასის შემცირებას.

წონის კლება

უეცარი წონის კლება არ არის კარგი არცერთ შემთხვევაში და ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც დიაბეტისგან, ასევე სხვა დაავადებებისაგან, ამიტომ სწრაფი და მოულოდნელი წონის დაკლების შემთხვევაში სანამ ბედნიერებას მიეცემით არ დაგავიწყდეთ ექიმთან ვიზიტი.

7. დაღლილობა და სისუსტე

დაღლილობა არის დიაბეტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რასაც შეუძლია ხელი შეგიშალოთ ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში.

იმის გამო, რომ სისხლში გლუკოზის დონე მაღალია, ორგანიზმს არ შეუძლია შესაბამისად მიიღოს ინსულინი და ასევე უჯრედებიც კი ვერ იწოვენ კლუკოზას. ამ ყველაფრის შედეგი კი არის დაღლილობა და სისუსტე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ნორმალურად გძინავთ და იკვებებით.

ასევე სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო, უჯრედები ვერ იღებენ ჟანგბადისა და ნუტრიენტების საჭირო რაოდენობას ორგანიზმის ენერგიით მომარაგებისათვის.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს დაღლილობას და კონსულტაციები გაიარეთ თქვენს ექიმთან, რათა გამორიცხოთ დიაბეტი ან სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო დაავადებები.

8. ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება

ცხვლეტის შეგრძნება ხელებზე, თითებზე, ფეხებზე და ტერფებზე, ისევე როგორც დაბუჟება არის დიაბეტის თანმსდევი სიმპტომები. გლუკოზის მაღალი დონე სისხლში, ხელს უშლის სათანადო სისხლის ნაკადების მიწოდებას კიდურებში, რაც თავის მხრივ იწვევს ნერვული ბოჭკოების დაზიანებას. ეს პრობლემა შეიძლება გახდეს ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილი და ასევე ღამე ძილის დროსაც იჩინოს თავი.

თუ თქვენი შაქრის დონე არ იქნება დროულად გაკონტროლებული, ამან შეიძლება სისხლის ცუდი ცირკულაციის გამო, გამოიწვიოს პერიფერიული არტერიების დაავადება ან დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია, ნერვის დაზიანების გამო.

თუ თქვენ სისტემატიურად გაწუხებთ ცხვლეტა და მგრძნობელობის დაკარგვა (დაბუჟება), ხელებსა და ტერფებზე ჩაიტარეთ გამოკვლევები დროულად, თორე შემდგომ ის გადაიზრდება მწვავე ტკივილში, რომელსაც იგრძნობთ მხებში, ხელებში და ფეხებში.

9. ქავილი და გამომშრალი კანი

დიაბეტის თანმდევი არის ცუდი ცირკულაცია და საოფლე ჯირკვლების დისფუნქციურობა, რაც საბოლო ჯამში იწვევს კანის გამოშრობას. გამოშრობასთან ერთად შეიძლება დაგეწყოთ ქავილიც, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ინფექციით (რომელიც დაკავშირებულია კანთან).

დიაბეტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მუქი კანის ლაქები იღლიის ირგვლივ, კისერზე ან საზარდულებთან. ხშირი შარდვა და წყურვილის მუდმიი შეგრძნებაც არის გამომწვევი ქავილისა და გამომშრალი კანისა.

თუ თქვენ იყენებთ დამატენიანებელ ლოსიონებსა და კრემებს, მაგრამ კანი მაინც გამომშრალია და გაქვთ ქავილის შეგრძნება, მაშინ ესტუმრეთ ექიმს, რათა გაირკვეს ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

10. ბუნდოვანი და დაბინდული მხედველობა

თუ უეცრად თქვენი მხედველობა გახდა ბუნდოვანი და არ შეგიძლიათ ფოკუსირება დეტალებზე, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში გლუკოზის მაღალ შემცველობის გამო.

ბუნდოვანი მხედველობა

 

შაქრის მაღალი დონე იწვევს სითხის დონის ცვლილებას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ თვალის ლინზის შეშუპებას და ფოკუსირების დარღვევას იწვევს, ხოლო როგორც კი შაქრის დონე ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება მხედველობის პრობლემებიც მასთან ერთად ქრება.

თუ ამ პრობლემას დროულად არ მიხედავთ, დიაბეტს შეუძლია ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა ბადურაში, რაც გამოიწვევს უფრო სერიოზულ თვალის დაავადებებს: გლაუკომას, კატარაქტას და რეტინოპათიას.

მიუხედავად იმისა რომ ბუნდოვანი ხედვა შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით ან სხვა ნებისმიერი დაავადებით მაინც აუცილებელია ის გამოიკვლიოს სპეციალისტმა, რადგან არსებობს სხვადასხვა დაავადებათა რისკი, როგორიცაა: გლაუკომა, თავლების სიმშალე, ახლომხედველობა, დაბალი არტერიული წნევა, თვალის ინფექცია და ა.შ

წინა «
შემდეგი »