დეტალები რომელიც კომპიუტერთან მუშაობისას უნდა იცოდეთ

  • ikaponka
  • ივლისი 31, 2012

კომპიუტერთან მუშაობისას აუცილებლად უნდა იცოდეთ, რამოდენიმე წესი რომელიც გაგიადვილებთ მასთან მუშაობას, ამ აუცილებელი წესიდან რამოდენიმეს გასწავლით ამ სტატიის მეშვეობით.

გასწავლით როგორ გავწმინდოთ კომპიუტერი უჩინარი ნაგავისგან

ოღონდ აღნიშნული მეთოდი მუშაობს მხოლოდ Windows XP-ზე მუშაობს, შევდივართ Start Menu-ში და ვპოულობთ “run”-ს ვაკლიკებთ მას და გამოსულ ველში ვწერთ temp-ს და ვაწვებით Enter-ს, გაიხსნება ფანჯარა სადაც იქნება ფაილები ეს ფაილები სულ უნდა წაიშალიოს, არის შემთხვევა როცა რაიმე ფაილი არ იშლება რადგან კომპიუტერი იყენებს მას და მათი წაშლა შესაძლებელია რესტარტის მერე. temp-ის გარდა კიდევ შეგვიძლია ჩავწეროთ  %temp% და აქაც იგივეს ვაკეთებთ.

ფაილების წაშლა

როგორ წავშალოთ ფაილი ისე რომ ნაგავში არ ჩავარდეს? მარტივად “shift”-ის დახმარებით წაშლის დროს ვაწვებით   “shift” + “delete” და შემდეგ “enter” და ფაილი იშლება ისე, რომ სანაგვე ყუთში არ ვარდება

დისკის დეფრაგმენტაცია

რა არის დისკის დეფრაგმენტაცია? გაწყვეტილი ფაილების აღდგენა და დისკის უფრო დალაგებულად მუშაობა.

მაშ ასე შევდივართ “My Computer“-ში ვაწვებით რომელიმე დისკს მაუსის მარჯვენა ღილაკით მაგალითად ც დისკზე ვირჩევთ properties და გამოტანილ ფანჯარაში ვირჩევთ tools შემდეგ defragment now და გამოტანილ ფანჯარაში ვაწვებით defragment. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყება პროცესი  და როდესაც შეივსება ას პოცენტამდე  ამოხტება პატარა ფანჯარა  დააკლიკეთ clise.

დისკის დაფორმატება

რა არის დაფორმატება? დაფორმატება არის იგივე წაშლა ანუ დისკზე არსებული ნებისმიერი ფაილის წაშლა

მაგალითად მინდა დავაფორმატო  დისკი დამისათვის მას მაუსით ვაკლიკებთ მარჯვენა ილაკით და ვირჩევთ format… გამოტანილ ფანჯარაში ვირჩევთ quick format და ვაწვებით start

როდესაც მორჩება ამოვა შეტყობინება, რომელიც გვამცნობს ოპერაციის წარმატებით დასრულებას დავეთანხმებით და სულ ესაა.

წინა «
შემდეგი »