თანამედროვე ადამიანი

  • dedamiwa
  • დეკემბერი 23, 2013

თანამედროვე ადამიანითანამედროვე ადამიანი ოცდამეერთე საუკუნის აბსოლიტური ანარეკლია. მასში ღრმად სუფევს წარსული და გამუდმებით ისწრაფვის მომავლისაკენ.

რას ვაკეთებთ მაშინ როცა რაღაც არ მოგვწონს? ზოგიერთი იწყებს წუწუნს, ცდილობს თავი გაიმართლოს და გაურბის პასუხისმგებლობას, დანარჩენები კი იწყებენ საკუთარ თავში ჩაძიებასა და პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძიებას.

სწორედ ასეთები სვამენ კითხვას რატომ? რაც მატად ფიქრობს ადამიანი იპოვოს დასმულ კითხვებზე პასუხები, მით უფრო იჭრება იგი გონების ლაბირინთში და მეტი კითხვა ებადება.

კითხვები ცნობიერების ნაყოფია, ამიტომაც ინდივიდი სწორედ იმ დონით ახერხებს პასუხების პოვნას, რა დონითაც გაცნობიერებულია სამყაროში.

ბუნებაში არ არსებობს პასუხი კითხვის გარეშე, თუმცა კითხვები პასუხების გარეშე მრავლადაა. სწორედ ეს მოვლენა აყენებს ადამიანის გონებას თავდაყირა და უბიძგებს მას ცნობიერების ინფორმირებისაკენ.

გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაფერს წარმავალად მოიაზრებენ. შესაძლოა მართლაც ბევრი რამ უკვალოდ ქრება მაგრამ წარუშლელი რჩება ადამიანის გენეტიკაში ჩატვირთული ინფორმაციები ანუ კაცობრიობის ისტორია.

ის ინფორმაცია რომელსაც არავინ ასწავლის თანამედროვე ადამიანს, ის რაც მასში დაბადებიდან დევს, ის რაც საუკუნის მანძილზე აერთიანებს ადამიანთა შთამომავლებს.

და მაინც ვინ უფრო გონიერია დღეს, ადამიანი თუ ადამიანობა?

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.