კონფიდენციალურობის პოლიტიკა

iHOW.GE უზრუნველყოფს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვას მაღალი ხარისხით.

მონაცემების შენახვა/გამოყენება

ჩვენ არ ვახდენთ მომხმარებელთა იდენტიფიკაციას, მომხმარებელთა მონაცემები, რომელიც ვებ-სერვერზე გროვდება ლოგების სახით გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის და ვებ-ადმინისტრირებისათვის.

ვებ-გვერდის მიერ დამუშავებული არცერთი კონკრეტული მონაცემი, სადაც პიროვნების იდენტიფიკაციაა შესაძლებელი არ გადაეცემა მესამე მხარეს.

მომხმარებლის ვიზიტისას სერვერზე აისახება ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, დათვალიერებული რესურსის მისამართი, თარიღი, დრო, რეფერალი და მეთოდი.

ქუქი ჩანაწერები (Cookies)

მომხმარებლისთვის საიტზე ნავიგაციის, ძებნისა და ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების მიზნით ჩვენ ვიყენებთ ე.წ ქუქი ჩანაწერებს.

ქუქი ჩანაწერების მეშვეობით დგინდება თუ რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი მომხმარებლის ვიზიტისას, ასევე ამ ჩანაწერების მიხედვით დგინდება ვიზიტორის მიერ საიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან ხდება ვიზიტი და რა ენაზეა სასურველი ინფორმაციის მიწოდება და მიიღო თუ არა ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა.