თოვლი Google.com-ზე

  • lasha117
  • December 20, 2011
  • 0

Google რა თქმა უნდა, არ ჩამორჩა მიმდინარე მოვლენებს და ახალი 2012 წლის მოახლოვებას გვაგრძნობინებს. წინასაახალწლოდ კომპანია Google-მა სახალისო ფუნქცია დაამატა მის გვერდს. შემჩნეული გექნებათ ვებ-გვერდებზე როდესაც შედიხართ საახალწლო მორთვის სტილში თოვს ეკრანზე. ანალოგიური გააკეთა Google-მაც.

თოვლის გააქტიურების ინსტრუქცია:

1. შედით Google.com-ზე.

2. ძიების ველში ჩაწერეთ სიტყვები Let it Snow და დააჭირეთ Enter-ს.

3. დაინახავთ, რომ დაიწყებს თოვას და ეკრანის დაორთქვლას. ეკრანის გამოსაჩენად დააჭირეთ ლურჯ ღილაკს, რომელსაც Defrost აწერია. მაუსის საშუალებით შეგიძლიათ ხატოთ დაორთქლილ ეკრანზე.

როგორც კი, let it snow-ს წაშლით და სხვა ფრაზას მოძებნით თოვაც მაშინვე შეწყდება.

წინა «
შემდეგი »