როგორ გავიკეთოთ სახეზე იაპონური მასაჟი

  • ninimate
  • მაისი 19, 2013

shiatsu-iHOW.GEტრადიციული იაპონური მასაჟის ტექნიკას შიაცუ ეწოდება, რომელიც გამოჯანმრთელების საუკეთესო მეთოდია. ესაა თერაპია თითების დაწოლით, ადამიანს ანიჭებს სასიცოცხლო ძალებს და ახდენს მის სტიმულაციას. ამ შემთხვევაში გთავაზობთ სახის მასაჟს, რომელიც ათი წლით ახალგაზრდა და მიმზიდველს გახდის თქვენს კანს.

1. სუფთა მშრალ კანზე წაისვით ნატურალური ზეთი ან ბავშვის კრემი.

2. დაიდეთ თითები საფეთქლებზე და ნელა მყარი დაწოლით ჩამოაცურეთ ყელზე.

3. ორივე ხელის თითები დაიდეთ შუბლზე, ერთმანეთის პირისპირ და ნელა გააცურეთ საფეთქლებისკენ. შემოაბრუნეთ და ისევ ჩამოაცურეთ ყელზე.

4. საფეთქლის მხრიდან თვალის კუთხეებთან დაიდეთ თითები და ცხვირის მიმართულებით       შემოიტარეთ წრე. შემდეგ გამოაცურეთ ისევ ცხვირისკენ, გააცურეთ უკარ და საფეთქლებიდან ჩააცურეთ ყელზე.

5. ნიკაპზე დაიდეთ ორივე ხელის თითები და ქვედა ტუჩიდან ზედასკენ შემოიტარეთ წრე. შეაჩერეთ ცხვირთან. შემდეგ გააცურეთ ლოყებზე საფეთქლებისკენ და ისევ ჩააცურეთ ყელზე.

6. საჩვენებელი და შუა თითები მიიდეთ ნესტოებზე და ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით დაიმასაჟეთ. აჰყევით მაღლა და ცხვირის ძვალიც ასევე დაიმასაჟეთ. გააცურეთ თითები ლოყაზე საფეთქლებისკენ და ჩააცურეთ ყელზე.

7. ცხვირის აქეთ-იქიდან დაიდეთ თითები ღაწვებზე, გააცურეთ საფეთქლებისკენ და ჩააცურეთ ყელზე.

8. დაიდეთ თითები ნიკაპზე ნელა ააცურეთ თვალებამდე, გააცურეთ საფეთქლებისკენ და ისევ ყელზე ჩამოაცურეთ.

9. ერთი ხელი დაიდეთ ლოყაზე. მეორე ხელის თითები თავისუფალ ლოყაზე ყურიდან ცხვირის მიმართულებით გააცურეთ წაიღეთ საფეთქლებისკენ და ჩააცურეთ ყელზე სამჯერ. შეცვალეთ ხელი და მეორე მხარესაც იგივე გააკეთეთ.

10. ცერა თითების ქვემოთ ხელის გულები მიიდეთ ცხვირთან, გააცურეთ საფეთქლებისკენ და ჩააცურეთ ყელზე.

11. ერთი ხელის გული მიიდეთ ნიკაპის ქვეშ ააცურეთ ყურთან და ჩამოაცურეთ ყელზე. მეორე ხელითაც გაიმეორეთ იგივე.

12. ხელები შეაერთეთ ისე, რომ ცერა თითები ამოიდოთ ნიკაპის ქვემოთ. ცხვირი კი მოაქციოთ ხელებს შორის. ნელა გახსენით ხელები ისე, რომ გააცუროთ საფეთქლებისკენ და ჩააცუროთ ყელზე.

13. თითები მიიდეთ შუბლზე და ზედა-ქვედა მოძრაობით დაიმასაჯეთ. ბოლოს ორივე ხელის თითები დაიდეთ შუბლზე, ერთმანეთის პირისპირ და ნელა გააცურეთ საფეთქლებისკენ. შემოაბრუნეთ და ისევ ჩამოაცურეთ ყელზე.

ეს 13 მოძრაობა გააკეთეთ დღეში სამჯერ და თქვენი კანი იქნება, უფრო ცოცხალი, ჯანსაღი და მიმზიდველი.

წინა «
შემდეგი »