ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად

  • lasha117
  • დეკემბერი 10, 2011

დღესდღეობით უცხო ენის შესწავლა აუცილებლობას წარმოადგენს: სამსახურის დაწყებისას ყოველთვის ისმის კითხვა, თუ რამდენ უცხო ენას ფლობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რუსული ენა იმდენად აღარ არის ხმარებაში და შესაბამისად უფრო დიდი მოთხოვნა ინგლისურ ენაზეა.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ენის დაუფლება სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. მაგალითად შეიძლება მას ამისათვის თავისუფალი დრო არ ჰქონდეს, ან ყველაზე მთავარი მიზეზი შეიძლება შესაბამისი ფინანსების არქონა იყოს.

ამ პოსტში მოგაწვდით ინფორმაცის რამდენიმე საიტის შეხახებ, რომელთა დახმარებითაც უფასოდ არის შესაძლებელი ინგლისური ენის შესწავლა. ასევე მიგითითებთ რამდენიმე ლექსიკონს, რომელიც დაგჭირდებათ უცხო სიტყვების გასაგებად. მაშ ასე დავიწყოთ:

1. learnenglishზე შესაძლებელია არა მხოლოდ სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა, არამედ შესაძლებელია გრამატიკული ნაწილის სწავლაც. ნორმალურად დაუფლების შემთხვევაში მოცემულია ტესტებიც, რომელთა დახმარებითაც აიმაღლებთ გამოცდილებას ინგლისურ ენაში. საიტის მთავარი დადებითი მხარე გამოთქმის სწავლაცაა, ანუ არის მოცემული გაკვეთილები, რომლებიც გეხმარებათ ინგლისური აქცენტის დახვეწაში. შედით საიტზე და ნახეთ სრული მენიუ, თუ რას გვთავაზობენ მასწავლებლები.

2. ასევე ანალოგიური უფასო საიტი english-at-home, რომელიც გთავაზობთ გრამატიკის და სალაპარაკო ინგლისურის შესწავლას. როგორც პირველ საიტს, ამ საიტსაც ანალოგიური დატვირთვა გააჩნია, თუმცა მე უფრო მეორე მომწონს.

3. ინგლისურის შესწავლის დროს აუცილებელია ლექსიკონის გამოყენება. დამეთანხმებით, რომ დიდი ლექსიკონის მაგიდაზე დადება და მისი ფურცვლა ძალიან დამღლელია. ამისათვის არსებობს ელექტრონული ლექსიკონები. ისეთები როგორებიცაა:

წინადადებების გადასათარგმნად კი გამოიყენეთ Google Translate.

ასევე გაეცანით სტატიას: როგორ ვისწავლოთ ინგლისური

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.