ჩაანაცვლებს თუ არა ინტერნეტ მედია ტრადიციულ მედიას…

  • writer91
  • June 3, 2012
  • კომენტარები გათიშულია

პირველად ადამიანს აქვს საშუალება აირჩიოს ინფრომაციის მიღების წყარო, არა მხოლოდ ტელევიზორიდან ან გაზეთიდან, არამედ ინტერნეტიდანაც. ინტერნეტში კი პრინციპულად სხვა რეალობაა.

ზიხართ ტელევიზორთან და უყურებთ რომელიმე არხს, თქვენ უყურებთ იმას რასაც გიჩვენებენ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ გადართოთ და სხვა არხები დაათვალიეროთ, მაგრამ ინფორმაციის არჩევანი ყოველთვის იქნება კონკრეტული ტელეარხისგან მოწოდებული. სულ სხვა საქმეა, როდესაც ინეტრნეტთან გაქვთ შეხება, თქვენ გაცნობიერებულად ეძებთ კონკრეტულ ინფორმაციას, ეძებთ კონკრეტულ სიტყვას რის მიხედვითაც საძიებო სისტემა გიყრით სხვადასხვა ლინკებს და თქვენთვის ინტერნეტი ხდება უფრო სწრაფი ვიდრე სხვა მედია საშუალება.

ბევრი ალაპარაკდა უკვე იმაზე რომ ინტერნეტ მედია ჩაანაცვლებს ტელევიზიას, ბეჭვდით მედიას და რადიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გადავწყვიტე პატარა კვლევა ჩამეტარებინა, ბლოგერს და  ჟურნალისტს ვთხოვე პროგნოზი გაეკეთებინათ ამ თემასთან
დაკავშირებით.

პირველი ბლოგერი, გიორგი ხერგიანი თვლის რომ, ინტერნეტ მედიით ტრადიციული მედიის ჩანაცვლება უკვე დაიწყო, რადგან ახალგაზრდა თაობამ უარი თქვა ტელევიზორზე, გაზეთებზე და შეეკედლა ინტერნეტს, მაგრამ ბოლომდე ჩანაცვლება ჯერ ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან არსებობს უფროსი თაობა, რომელიც ისევ ტრადიციულ მედია საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.

მეორე ბლოგერი, გონზო თვლის რომ, არასწორი განმარტებაა ჩანაცვლების შესახებ.
ახალ მედიას აქვს თავისი ნიშა, რომელიც უნდა გამოიყენოს პრიორიტეტულად, ახალი მედია შეიძლება იყოს უფრო ოპერატიული, მაგრამ არის ერთმნიშვნელოვნად სუბიექტური. ახალ მედიას არ აქვს სტანდარტი.

ნიკო ნერგაძე (ჟურნალისტიტ):
– საკამათოა როდის ჩაანაცვლებს საბოლოოდ, 4-5 წელიწადში?! ყველა გაზეთს პრობლემა აქვს, ამერიკულს განსაკუთრებით. იმდენად დიდია ინტერნეტ მედიის ზეგავლენა, რომ ტირაჟის გაყიდვები მცირდება. საქართველოს ეს ჯერ არ ემუქრება, 3.000 და 5.000 ტირაჟიანი გაზეთისთვის ინტერნეტ მედია ჯერ დიდი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ეს ჩემი რესპონდენტების დამოკიდებულებაა. ჩანაცვლება-არჩანაცვლების საკითხთან ერთად კითხვის ქვეშ დგება ჟურნალისტის როლიც ახალ მედიაში.

მე შევეცადე მომეძია ინფორმაცია და საერთო სურათი დამეხატა.თუ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რომ ტრადიციული მედია კვდება – არასწორია, უბრალოდ ხდება მისი სხვა სისტემაზე გადასვლა. ბევრმა მედია საშუალებამ უკვე შეიცვალა პლატფორმა და ინტერნეტში საინფორმაციო გვერდები, ბლოგები გააკეთა, იმიტომ რომ უფრო ხელსაყრელი და უფრო სწრაფად მოეხდინათ ინფორმაციის მიწოდება.

როდესაც ვკითხულობთ კვდება თუ არა ტრადიციული მედია, გავურბივართ მთავარ შეკითხვას – სად არის ჟურნალისტის როლი ინტერნეტ მედია სივრცეში ? ის, რაც ხდება სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე არ არის აუცილებელი რომ კონკრეტულად ჟურნალისტმა წეროს, ნებისმიერ ადამიანსი მიეცა იმის საშუალება, რომ თვითონ განათავსოს ინფორმაცია.

ჩემი აზრით ჟურნალისტებს ახალი როლი დაეკისრათ, გააკეთონ სიაუჟეტები იმათთვის ვისთვისაც არაა ხელმისაწვდომი სხვადასხვა ადგილებში სიარული, ააწყონ მოვლენების სურათი.

რაიმე დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ახალი მედიის ფუნქციონირების შედეგი. ახალი ინფორმაციული საშუალება ჩვენ თვალწინ შენდება – განსხვავებული კანონებით და განსხვავებული რითმით, ის უფრო კოლექტიურია თავისი სტრუქტურის მიხედვით და გარკვეული პერიოდის გასვლის გარეშე,  შეუძლებელია შეჯამდეს მისი ფუნქციონირების ხარისხი.

რა იქნება შემდეგ?! ინტერნეტი სულ უფრო და უფრო განვითარდება, როგორც სოციალური და ინფორმაციული წყარო. ხოლო, იმისათვის, რომ მოხდეს ინტერნეტი რესურსის სწორი გამოყენება ჯერ ადაპტაცია უნდა გავიარით ახალი სივრცეში…

წინა «
შემდეგი »