როგორ მოვახდინოთ საზოგადოების ცვლილება?

  • annaqant
  • მარტი 19, 2018

საზოგადოება“პიროვნების შეერთების შედეგად არასოდეს მიიღება ჯამი, რომელიც მათი ერთეულების რიცხვის ტოლი იქნება” – წერდა ე. ფერი. აგრეგატის ხასიათი დამოკიდებულია მისი შემადგენელი ერთეულების თვისებებზე. ყველაზე შორეული დროიდან ადამიანებს განიხილავდნენ, როგორც აგრეგატებს, როგორც მიკროკომს.

საზოგადოება

ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, ერთნაირი ყველა თავის ნაწილში. ნიადაგობრივი ნალექების კონგლომერატი, რომელიც ნელა წარმოიქმნება არსებების უსასრულო რიგის ნარჩენებისგან, ის ორგანიზმია, რომელსაც ცხოველების სხეულის მსგავსად გააჩნია სტრუქტურით და მგრძნობიარობით განსხვავებული ქსოვილები. ეს ქსოვილები, ნალექები ან სოციალური ჯგუფები ნელ-ნელა წარმოიშვებიან მარტივიდან რთულისკენ, ერთგვაროვანიდან მრავალგვაროვნებისკენ, მუდმივი და პროგრესული გადასვლის შედეგად.

სწორედ ამაში მდგომარეობს ევოლუციის კანონი. ამ ქსოვილებს, სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული ქსოვილების მსგავსად თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი ორგანული და ტექნიკური თვისებები გააჩნიათ და კვლავ წარმოქმნიან მათი შემადგენელი ინდივიდების სპეციალურ თვისებებს.

ამით იმას ვამბობ, რომ განსხვავება ხალხს შორის როგორც ისტორიიდან მოყოლებული დღევანდელ დღესაც არსებობდა, თუნდაც ავიღოთ ისტორიიდან სოციალური განსხვავებები არისტოკრატებს, მაგისტრებს, სამხედროებს, უბრალო ხალხს შორის. ამრიგად, უმთავრესი სოციალური კანონები იმ ორგანიზმებზეც უნდა ვრცელდებოდეს, რომელთაგანაც ის შედგება.

კრისტალის მინერალოგიური თვისებები ყველაზე ტიპურად მის ნატეხებში აღდგებიან. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საზოგადოების შემადგენელი აგრეგატები ვართ და რომ წესები არსებობს, რომელთაც უნდა მივსდიოთ. მეტად მეამბოხე მოქალაქე გამოდგება და გამკიცხავს და ერთ ფრთიან გამონათქვამს აუცილებლად მეტყვის, რადგან ის ყველგან გავრცელებულია, ყველასთვის ნაცნობია  ზედმიწევნით არ მახსოვს თუმცა შინაარსობრივად ამბობს, რომ წესები იმისთვის დაიწერა, რომ დაირღვეს.

ამ ლოგიკით წიგნები იმისთვის იწერება, რომ დავწვათ და არა იმიტომ, რომ წავიკითხოთ და განათლება მივიღოთ მათგან. წესების დაუცველობა იწვევს ქაოსს, რომელიც გათელავს ყველას და არ განარჩევს ადამიანს, რომელმაც გაითვალისწინა წესი და პირიქით, რომელმაც უგულველყო ის. რაც არ უნდა განსხვავებულები ვიყოთ, მძიმე ჟამს ყველანი ვერთიანდებით.

საზოგადოება ხშირ შემთხვევაში არის ბრბო მაგრამ არა საზოგადოებრივი წესები, თავის ფარგლებში. თავის მხრივ საზოგადოება, რომელიც ბრბოს ემსგავსება თვითონვე არ მისდევენ დადგენილ წესებს. ძალიან მარტივია სხვისი განსჯა, პირადად ჩემთვის და ჩემი სუბიექტური აზრით განსჯა პროცესი იმდენად დანაშაული არ არის განხორციელების დროს ვიდრე მაშინ, როცა ის დაიბადა.

საზოგადოების ცვლილება

ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი არ დაინტერესდება სხისი ცხოვრებით და მით უმეტესს მისი განსჯით. ჩვენი გონება არ უნდა იყოს დაკავებული სხვაზე წარმოდგენებით და წინასწარმეტყველებით და ინტერპრეტაციით მათი საქციელისა, ჩვენი გონება უნდა გაიზარდოს რათა თვითვაქტუალიზდეთ მივაღწიოთ მაქსიმუმს ჩვენი ადამიანური არსისა. უმთავრესი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სურვილისდა მიხედვით, გახსოვდეთ, რომ საზოგადოებას არა მხოლოდ ბრბო არამედ თქვენც ქმნით, თქვენ თვითონ უნდა იყოთ პირველი გადადგმული ნაბიჯი ცვლილებისა.

წინა «
შემდეგი »