იცით, რა გინდათ?

  • Joy and abundance
  • აპრილი 14, 2013

ra-minda-iHOW.GEუცნაური კითხვაა, ხომ? უფრო უცნაური კი ჩემი პასუხი იქნება. ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რა უნდა. საკმარისია, საკუთარ თავს ჩაეძიოთ, ეს ნათელი გახდება თქვენთვის.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ სამყარო სარკისებურადაა მოწყობილი. სამყარო მეგობრული იქნება თუ მტრული, თქვენზე და თქვენს ფიქრებზეა დამოკიდებული. თუ ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში არაფერი არ გამოგდით, თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ, მართლაც არაფერი გამოგივათ. თუ იცით, რა გინდათ, მას თქვენ მიიღებთ.

მაშ, ასე, სამყარო არ არის არც კარგი და არც ცუდი. კარგად და ცუდად მას თქვენ ხდით. თქვენ იცით, რა გინდათ?

მეტყვით, რომ გინდათ წარმატებული კარიერა, ფული, ბევრი ფული, საყვარელი ადამიანი გვერდით, თქვენი რომ ესმის უსიტყვოდ, მეტყვით, რომ გინდათ კარგი ოჯახი, ჯანმრთელი და ლამაზი შვილები…

და რას ფიქრობთ თქვენ ყოველდღე? რისკენაა თქვენი ფიქრები მიმართული?
დიახ, თქვენ ფიქრობთ პრობლემებზე. ფული არ გყოფნით, ურთიერთობა ირღვევა, კარიერის საქმეც ვერ არის კარგად…

შეწყვიტეთ! ეს არის ის, რაც თქვენ არ გსურთ. რა გინდათ? აიღეთ კალამი და ჩამოწერეთ. ახლავე ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. დაიწყეთ ასე: 1) მინდა მქონდეს ფული… ან რაიმე სხვა სურვილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის…

შეგიძლიათ უსასრულოდ გააგრძელოთ სია, იოცნებეთ და არ შეზღუდოთ თქვენი თავი…
დახედეთ ნაწერს.

გააანალიზეთ. გინდათ ფული. რამდენი? მიაწერეთ კონკრეტული რიცხვი, ეს მნიშვნელოვანია! ახლა წარმოიდგინეთ, როგორ მოვა ეს თანხა თქვენთან. თუ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ (შეიძლება ჯეკპოტიც მოიგოთ), უბრალოდ გადადით შემდეგ საფეხურზე. ის კი შეგრძნებაში მდგომარეობს – წარმოიდგინეთ, როგორ გიხარიათ, შეიგრძენით ეს სიხარული, წარმოიდგინეთ, რას გააკეთებთ ამ თანხის მფლობელი რომ იტყოთ.

გაერკვიეთ თქვენს ემოციებში, არ დაუშვათ სინანული, რომ არ გაქვთ ეს თანხა და რა კარგი იქნებოდა, რომ… ეს შეცდომაა და თქვენ ამით მხოლოდ დანანებას, რომ ფული არ გაქვთ, მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში. არა, იფიქრეთ ემოციაზე, განიცადეთ ის. დაე, ეს არ იყოს ერთჯერადი, წარმოიდგინეთ ის ცხოვრების წესი, რომელსაც ეს თანხა დაამკვიდრებს თქვენს ცხოვრებაში. განიცადეთ ის. “დაინახეთ” როგორ ეხმარებით სხვას, ვისაც არ აქვს. განიცადეთ სხვისი დახმარებით მოგვრილი სიხარული. იცხოვრეთ ამით.

აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი–სამყაროს კანონი – რასაცა გასცემ, შენია! რაც გინდათ, რომ მოიზიდოთ თქვენს ცხოვრებაში, ჯერ უნდა გასცეთ! დაე, ეს იყოს თუნდაც ხურდა, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ეს იყოს ტანსაცმელი, მეზობლისთვის გადაწვდილი ნამცხვრის ნაჭერი, გაზიარებული სითბო და სიყვარული.

დაიმახსოვრეთ, რაც გჭირდებათ, თქვენ უნდა გასცეთ, სხვანაირად, ვერაფერს მიიღებთ. გაცემა კი სიხარულით და მადლიერების გრძნობით უნდა მოხდეს…

სხვა დროს უფრო დეტალურად შევჩერდები მადლიერების გრძნობის აუცილებლობაზე და გაცემის კანონზე.

cxovreba-iHOW.GE

ახლა კი ისევ თქვენს სურვილებს დავუბრუნდეთ. აუცილებელია, მათში სიცხადე შეიტანოთ. თქვენ გსურთ საიდუმლო ცოდნაში დახელოვნება? იყავით მზად ცხოვრებისეული სიძნელეებისთვის. თქვენ გსურთ დიდი სიყვარული? იყავით მზად საკუთარი ეგოს დასათრგუნად. გსურთ დიდი და ლამაზი სახლი? ჯერ მადლობა იმისთვის თქვით, რაც გაქვთ და წარმოიდგინეთ დეტალებში თქვენი ახალი სამყოფელი. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ის დგას, წარმოიდგინეთ კედლები, სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე ყვავილების ქოთნები, დაინახეთ ისინი…

ავად ხართ? დაინახეთ თქვენი თავი ჯანმრთელი, გსურთ თქვენი ნახევრის პოვნა? ჩამოაყალიბეთ, როგორი ადამიანი გინდათ გვერდით, რა პიროვნული თვისებებით და ისიც გააანალიზეთ, ასეთი ადამიანის გამო თუ ხართ მზად, დათმოთ თქვენი ეგოიზმი, რადგან დიდი სიყვარული სხვის პირად თავისუფლებას არასდროს არ ზღუდავს. შეგიძლიათ, ის ისეთად მიიღოთ, როგორიც არის? შეგიძლიათ, მის გადაკეთებას არ ეცადოთ? წარმოიდგინეთ ეს ურთიერთობა, განიცადეთ ეს გრძნობა… ჩაწერეთ ყველაფერი… და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენი ტვინი ოცნებას რეალობისგან ვერ ანსხვავებს. ის, რასაც თქვენ “დაინახავთ” წარმოსახვით, შემდეგ მატერიალიზდება თქვენს ცხოვრებაში. თქვენი აწმყო წარსული ფიქრების შედეგია, მომავალს კი ქმნით ახლა. შექმენით იგი ისეთი, როგორიც გინდათ, რომ ის იყოს!

ახლა კი ისევ თქვენს ჩანაწერს მივუბრუნდეთ. შეეცადეთ და გააკეთეთ პატარა განმარტებები ყველა ჩამონათვალთან, შეეცადეთ, ყველა სურვილში “შეაღწიოთ”…
თუ ბევრია, გაცხრილეთ ისინი და თქვენთვის მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი რამოდენიმე სურვილი დაიტოვეთ.

ჩაუღრმავდით მათ, იფიქრეთ მათზე. ძალიან კონკრეტულად აღწერეთ რა და როგორ გსურთ, ზერელე სურვილი, რომელიც ჩამოუყალიბებელია და ჩანასახის ფორმაშია, როგორც წესი, ან არ სრულდება, ან “ცუდად” სრულდება.

არ შეცვალოთ თქვენი სურვილი. დაიმახსოვრეთ, რომ სამყარო მის ასასრულებლად დაძრავს ადამიანთა ჯგუფს, მოვლენებს განავითრებს, რათა იგი ასრულდეს და თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. ნუ იტყვით “ეს არ მუშაობს” – თუ ამას დაიჯერებთ, ის მართლაც “არ იმუშავებს”. მთვარია აზრის კონცენტრირება ერთ კონკრეტულ სურვილზე და მისი გამუდმებით “დანახვა–განცდა”. და თქვენ თავად ნახავთ, რომ შედეგი განსაცვიფრებელი იქნება!

წყარო: thesecretandlife.blogspot.com

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.