როგორ გავითეთროთ კბილები რძის ფხვნილის დახმარებით

  • article
  • სექტემბერი 2, 2013

კბილების გათეთრებაკბილების გათეთრების უამრავი გზა არსებობს, დაწყებული რთული სამედიცინო პროცედურებით და დამთავრებული უამრავი ასე ვთქვათ ხალხური მეთოდით, ზოგიერთი მათგანი არც ისე ეფექტურია, მაგრამ მე ახლა გასწავლით ერთ მეთოდს, რომელიც გამოყენებული მაქვს პირადად მე და რამოდენიმე ჩემ ახლობელს.

პირველრიგში უნდა შევიძინოთ ერთი შეკვრა რძის ფხვნილი, ის ადვილი მოსაძებნია, იყიდება ნებისმიერ მაღაზიაში და ღირს დაახლოებით 2 ლარი. შემდეგ პროცედურის დაწყების წინ უნდა დავნამოთ რძის ფხვნილი, რადგან კბილების ჯაგრისზე ფხვნილის დაყრაზე მოხერხებული იქნება ოდნავ სქელი დანამული ფხვნილი.

ვასველებთ ჯაგრის წყალში და შემდეგ ვყოფთ დანამულ რძის ფხვნილში, ისე რომ ჯაგრისს ამოყვეს საკმარისი რაოდენობა, გამოიხეხეთ კბილები ისე როგორც იხეხავთ ჩვეულებრივ, გააგრძელეთ პროცედურა დაახლოებით 5 წუთი (არაუმეტეს).

სულ ეს იყო, ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ ყოველ მეორე დღეს, შედეგს იგრძნობთ პირველივე კვირას. გისურვებთ წარმატებებს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.