კონვერტირებადი ერთეულები

  • ihow.ge
  • ნოემბერი 6, 2011

ბევრ ჩვენგანს ალბათ ხშირად დასჭირვებია სხვადასხვა ერთეულების კონვერტირება. მრავალი ნივთისა თუ ტანსაცმლის შეძენისას კი მათი სხვადასხვა ერთეულებში გადაყვანა ხშირად გვიჭირს თუ კომპიუტერთან (გუგლის სიახლოვეს) არ ვართ. ამიტომ, ერთად დავიმახსოვროთ ყველაზე ხშირად გამოყენებული კონვერტირებადი ერთეულები ისე, რომ ნებისმიერ დროს შევძლოთ მათი დამოუკიდებლად კონვერტირება.

სიგრძის ერთეულები

ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიგრძის ერთეულებია: მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი, ინჩი (დიუმი), ფუტი, იარდი, მილი.

1 სანტიმეტრი = 10 მილიმეტრს;
1 მეტრი = 100 სანტიმეტრს;
1 კილომეტრი = 1000 მეტრს.

1 ინჩი (დიუმი) = 2,54 სანტიმეტრს ინჩები ძირითადად გამოიყენება ტელევიზორებისა და მონიტორების დიაგონალის სიგრძის საზომად.

1 ფუტი = 30,48 სანტიმეტრს;
1 იარდი = 91,44 სანტიმეტრს;
1 მილი = 1609,36 მეტრს.

წონის ერთეულები

ყველაზე ხშირად გამოყენებული წონის ერთეულებია: მილიგრამი, გრამი, კილოგრამი, ტონა, ფუნტი (lbs), უნცია, კარატი.

1 გრამი = 1000 მილიგრამს;
1 კილოგრამი = 1000 გრამს;
1 ტონა = 1000 კილოგრამს.

1 ფუნტი = 453.5924 გრამს ფუნტი ხშირად გამოიყენება წონის საზომ ერთეულად, ხშირად როდესაც ნივთებს ვიწერთ უცხოეთიდან მითითებულია წონა ფუნტში (lbs), ამიტომ დაიმახსოვრეთ რომ 1 lbs არის დაახლოებით ნახევარი კილოგრამი.

1 უნცია = 28.349525 გრამს;
1 კარატი = 200 მილიგრამს.

ტანსაცმლის ზომები

ტანსაცმლის ზომები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, რომელსაც უფრო მარტივად გასაგებად შემოგთავაზებთ გრაფიკული ფორმით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ სურათზე მარტივად არის ნაჩვენები თუ როგორ კონვერტირდება ზომები ქვეყნების მიხედვით.

ფეხსაცმლის ზომები

ფეხსაცმლის ზომები ისევე, როგორც ტანსაცმლის ქვეყნების მიხედვით მითითებულია სხვადასხვა ერთეულებში. არის საერთაშორისო ზომა, რომელიც გამოიყენება საქართველოშიც, ასევე გავრცელებულია და თავიანთ ზომებს იყენებენ დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და ჩინეთი. გრაფიკულად გაჩვენებთ მათ შედარებას, როგორც ბავშვების ფეხსაცმლის ზომებს შორის, ასევე მოზრდილი ადამიანების ფეხსაცმელებს შორის.

სურათი აღებულია wikipedia.org-დან და ნათარგმნია ihow.ge-ს მიერ

სურათზე ნაჩვენებია ბავშვების ფეხსაცმლის ზომების შედარება სხვადასხვა სტანდარტების მიხედვით.

სურათი აღებულია wikipedia.org-დან და ნათარგმნია ihow.ge-ს მიერ

სურათზე ნაჩვენებია ზრდასრული ადამიანის ფეხსაცმლის ზომების შედარება სხვადასხვა სტანდარტების მიხედვით.

წინა «
შემდეგი »