კუჭის პრობლემა

  • marinola
  • August 12, 2012
  • 0

კუჭის ტკივილითუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილს გრძნობთ, პერიოდულად გაწუხებთ ტკივილის შეგრძნება, გაქვთ ძმარვა, გასტრიტის მსხვერპლი ყოფილხართ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, სტრესი, ნიკოტინი ალკოჰოლი და მედიკამენტები. მთავარია არ დაუშვათ გასტრიტის გამწვავება (გაზაფხულზე და შემოდგომაზე).

ამისათვის ერიდეთ მშრალ საკვებს, ნუ მიეძალებით მწარე და ცხარე პროდუქტებს. ეცადეთ მიირთვათ რეგულარულად დღეში სამჯერ.

დილაობით მიირთვით გერკულესის ფაფა, თუ არ გიყვართ საკმარისია 2-3 კოვზი. მას აქვს ლორწოვანი კონსტიტენცია და კუჭის კედლებს იცავს მავნე ზემოქმედებისგან.

არ გაეკაროთ სპირტიან სასმელებს, საჭიროა დიეტა. ამიტომ ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი და მოხარშული კვერცხი დროებით ამოიღეთ მენიუდან.

ექიმმა დიეტოლოგებმა განსაზღვრეს ყველაზე საშიში კვების პროდუქტები.

ნუსხის თავში მოხვდა ტკბილი, გაზიანი სასმელები, ხუთეულში შევიდა შოკოლადის ბატონი – იგი უხვად შეიცავს შაქარს და სხვადასხვა ქიმიურ დანამატს.

ასევე მავნებელია ძეხვეული და მოხარშული სოსისი. ისინი შეიცავენ 40%-მდე დაფარულ ცხიმებს და ბევრ დანამატს. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ჩიფსებიც ძალიან მავნებელია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

წინა «
შემდეგი »