მაგიდასთან ქცევის წესები (ეტიკეტი)

  • ihow.ge
  • თებერვალი 14, 2014

magidastan-qcevis-wesebi-iHOW.GEმაგიდასთან ქცევის სტანდარტები “პეროს” განვითარებამ ცოტა არ იყოს შეამცირა და დააკნინა, მაგრამ ჩემი აზრით ყველა ნორმალური კულტურის და შეგნების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს მაგიდაზე განთავსებულ ნივთთა დანიშნულება და გამოყენების წესები, ვინც არ იცის მაგრამ უნდა, რომ მიიღოს ინფორმაცია მაგიდასთან ქცევასთან და ზოგადად ეტიკეტის შესახებ სწორედ მათთვის გავირჯებით და შემოგთავაზებთ რამოდენიმე ნამდვილად ღირებულ სტატიას ეტიკეტის შესახებ.

მაგიდასთან ქცევის წესებზე ჩვენს ვებ-გვერდზე უკვე არის განთავსებული სტატია რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე – სუფრასთან ქცევის წესები. აუცილებელად გაეცანით ამ წესებს, რადგან იგი ამ სტატიის შემავსებელია და ბევრ ისეთ დეტალს ამოიკითხავთ, რომელზეც ამ სტატიაში არ დავწვრილმანდები.

აღარ შევუდგებით იმაზე საუბარს თუ რაოდენ საგრძნობია კლასში სხვაობა იმ ადამიანის რომელმაც იცის როგორ მოიქცეს მაგიდასთან, იმ ადამიანთან შედარებით რომელიც გონზე არ არის რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ჭიქას ან დანა-ჩანგალს.

დანა-ჩანგლისა და კოვზის გამოყენება

უმეტესად გაწყობილი მაგიდა თავად გკარნახობთ თუ რომელი დანა, ჩანგალი ან კოვზი უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ამისათვის უნდა იცოდეთ შემდეგ რამ: როგორც წესი ჭურჭლის გამოყენება იწყება უშორესიდან და მთავრდება უახლოესით (ანუ თუ დევს 3 ჩანგალი პირველ კერძთან იყენებთ იმ ჩანგალს რომელიც არის თქვენი თეფშიდან ყველაზე შორს, ხოლო ბოლოს დესერტისათვის იყენებთ თქვენს თეფშთან ყველაზე ახლოს მდებარე მომცრო ჩანგალს). sufris churcheli_ჭურჭელი_სუფრისათვის_ihow.ge დანა-ჩანგლის გამოყენების განსხვავებული წესი აქვთ ამერიკელებს საერთაშორისო მიდგომისაგან, მაგრამ მოდით ამ სტატიაში უგუვნებელყოთ ამერიკელები და საერთაშორისო მიდგომაზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, დანას ვიჭერთ მარჯვენა ხელში ხოლო ჩანგალს მარცხენაში. ჩანგალი უნდა დაიკავოთ ისე, რომ მისი კბილები თეფშისკენ იყოს მიმართული

ჩანგლის დაჭერა

ამგვარად დაიჭირეთ ჩანგალი

რაც შეეხება დანას მას ვიჭერთ მარჯვენა ხელით დაახლოებით 3-5 სანტიმეტრის დაშორებით თეფშისგან. და საჩვენებელ თითს ვანთავსებთ მის ზედა ნაწილზე.

დანის დაჭერა

ამგვარად დაიჭრეთ დანა

ჩანგალი იცით ალბათ რომ გამოიყენება საკვების პირში მოსათავსებლად, ხოლო დანა საჭირო ნაწილის ჩამოსაჭრელად, თუ დანა არ არის საჭირო მისი ხელში დაჭერა აუცილებელი არ არის. როდესაც დაასრულებთ ამა თუ იმ კერძის ჭამას განათავსეთ დანა ჩანგალი თეფშზე პარალელურ მდგომარეობაში ოთხი საათის მიმართულებით.

ჭამის დასასრული

დავასრულე კერძის ჭამა

თუ ჭამის დროს მცირები პაუზის აღებას გადაწყვეტთ, მაშინ განათავსეთ თქვენი დანა-ჩანგალი გადაჯვარედინებულად. ჩანგალი 8 საათის მიმართულებით, ხოლო დანა 4 საათის მიმართულებით.

დასვენება ჭამის დროს

უბრალოდ ვისვენებ

ხელსახოცის ეტიკეტი

 ხელსახოცის განთავსება კალთაზე. სტუმრად ყოფნის დროს უნდა დაელოდოთ მასპინძელს სანამ ის არ გაშლის თავის ხელსახოცს მანამდე არც შენ არ უნდა დაიფინო ხელსახოცი (გამონაკლისია ბუფეტის ტიპის დაწესებულებები სადაც ხელსახოცს ჭამის დაწყებისთანავე იფენთ კალთაზე). ხელსახოცის გაშლა. ხელსახოცი უნდა გაშალოთ ერთი მარტივი და წყნარი მოძრაობით ყოველგვარი ფრიალის და ჭიდაობის გარეშე.

თუ როგორ დაიფინოთ ხელსახოცი კალთაზე ამას დიდ წილად მისი ზომა განსაზღვრავს. როგორც წესი დიდი ხელსახოცები წარმოდგენია შედარებით უფრო ფორმალურ სადილებზე, შესაბამისად ის უნდა გაშალოდ ნახევრად (სამკუთხედის ფორმისებურად) და ისე დაიფინოთ კალთაზე, ხოლო შედარებით პატარა ხელსახოცები უნდა გაშალოთ ბოლომდე და მისი მეშვეობით უნდა დაფაროთ თქვენი კალთა.

ქცევის ზოგადი წესები 

გახსოვდეთ, რომ საჭმელს ყოველთვის მოგაწვდია/გადმოგიღებენ მარცხნიდან, ხოლო გამოყენებულ ჭურჭელს აიღებენ მარჯვნიდან.

ყოველთვის როცა რამეს მოითხოვთ გამოიყენეთ სიტყვები უკაცრავად, თუ შეიძება ან გთხოვთ (და არა აფიციანტ, ოეე ბიჭი, მიმტანიი და ა.შ) და ასევე ყოველთვის გადაუხადეთ მადლობა მომსახურე პერსონალს, როდესაც ის მოგემსახურებათ.

საჭმელი, საწებელი, კარაქი ან კიდევ ნებისმიერი რამ ჯერ უნდა გამოიტანოთ თქვენ თეფშზე და შემდეგ მიირთვათ (არის შემთხვევები როდესაც კიტრი და პომიდვრის სალათაში გააქანებენ პირად ჩანგალს და აიღებენ ერთ ნაჭერ კიტრს ან პომიდორს და პირდაპირ მიირთმევენ ან კარაქს პურზე დებენ პირდაპირ საერთო თეფშიდან რაც ძალიან ცუდი ქცევაა).

ნუ დაიწყებთ საჭმლის დასუნვას (დაყნოსვას), ასევე ძალიან უხეში შეცდომაა მარილის ან პილპილის გამოყენება საჭმლის გასინჯვამდე.

როდესაც რაიმეს ჭრით და ისე ჭამთ ეცადეთ ჩამოჭრათ პატარა ნაწილები და ჭამოთ აუჩქარებლად, ასევე არ შეიძლება ორ ნაჭერზე მეტის ერთ დროულად ჩამოჭრა, ჯერ ის ორი ლუკმა შეჭამეთ და შემდეგ ჩამოჭერით სასურველი ნაწილი, ერთგვარ უმეცრებად ითველება 5-10 ლუკმის წინასწარ მომზადება შესაჭმელად.

როდესაც რომელიმე კერძი არ მოგეწონებათ, არ არის აუცილებელი ამის ემოციით გადმოცემა უბრალოდ შეინარჩუნეთ სიჩუმე და დატოვეთ კერძი თქვენს თეფშზე. კერძის დატოვება არ არის სირცხვილი მაგრამ იმის კითხვა თუ “რატომ არ ჭამ ბოლომდე?” ან “ფუუ ეს რა საშინელება იყო” არ არის მიზანშეწონილი.

ნუ “ითამაშებთ” ჭურჭლით. როდესაც საუბრობთ დანა-ჩანგალი უნდა დადოთ, რადგან მიმიკების გადმოცემა ან რაიმეზე მითითება დანა-ჩანგლის გამოყენებით მინიმუმ უკულტურობაა.

დრესკოდი: მასპინძელისგან ორგანიზატორისაგან გაარკვიეთ რაიმე მოთხოვნა/შეზღუდვა თუ არის ჩაცმასთან დაკავშირებით, თუ არ არის არანაირი მოთხოვნა მაშინ ჩაიცვით წვეულების შინაარსის შესაბამისად.

საჩუქარი მასპინძელს: ყოველთვის კარგ ტონად ითვლება მცირედი საჩუქრის გაკეთება მასპინძლისათვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საჩუქარი არ უნდა იყოს ისეთი, რამ რაც მასპინძელს დაავალდებულებს ან აფიქრებინებს მის გამოყენებას იმავე საღამოს (ყვავილები, ღვინო, ტკბილეული, დესერტი და ა.შ ეს იმ საჩუქართა ჩამონათვალია, რომელიც არ უნდა აჩუქოთ მასპინძელს როდესაც თქვენ მიდიხართ სტუმრად).

დასხდომა: მასპინძლის დაჯდომამდე არ უნდა მივუსხდეთ სუფრას, როდესაც მასპინძელი შემოგთავაზებთ დაჯდომას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავსხდეთ. მცირე წვეულებებზე სადაც ადგილებზე არ არის მითითებული სახელები, არ უნდა დავსხდეთ მანამდე სანამ მასპინძელი არ მიგვითითებს ჩვენს ადგილზე. ტიპიურად კი დასხდომას აქვს შემდეგი სახე კაცი-ქალი-კაცი-ქალი, ქალი უნდა იჯდეს მამაკაცის მარჯვნივ.

ლოცვა: ვახშამის წინ, როგორც წესი საქართველოში თითქმის არ ლოცულობენ, არც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ეს ტრადიცია დიდად შემონახული, მაგრამ თუ მოხვდით ისეთ ადგილას, სადაც საჭმლის მიღებამდე ლოცვას დაიწყებენ, კარგი იქნება თუ ლოცვას შეუერთდებით თუ არადა უბრალოდ შეინარჩუნეთ სიჩუმე ლოცვის დასრულებამდე.

სადღეგრძელო: აი სადღეგრძელო და თამადა კი ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. ხშირად ევროპაშიც ლოცვის ნაცვლად სადღეგრძელოს წარმოსთქვამენ, ეს კი ყველა ქართველმა იცის, რომ სადღეგრძელოს სადღეგრძელოთივე უნდა შეუერთდე და თუ მასპინძელი/თამადა სადღეგრძელოს დროს ფეხზე წამოდგება სუფრის (მამაკაცი) წევრებიც უნდა წამოდგნენ.

ვახშამის დასასრული: ჩაისა და ყავის შემოთავაზების შემდეგ შეგიძლიათ თავი თავისუფლად იგრძნოთ და დატოვოთ მაგიდა, რადგან ეს მანიშნებელია იმისა რომ ვახშამის ფორმალური ნაწილი დასრულებულია.

მადლობის გადახდა: როგორც უშუალოდ ვახშმის შემდეგ, ასევე მეორე დღეს კარგი იქნება მადლობას თუ გადაუხდით მასპინძელს, ამის გაკეთება შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობითაც.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.