მედიტაცია

  • ihow.ge
  • December 11, 2012
  • 0
მედიტაცია ეს არის გონებრივი დისციპლინა, რომლის მთავარი მიზანი ღრმა ფიქრის მეშვეობით ცნობიერების გაღმავება და განვითარებაა. ცნობიერებას განსაკუთრებული კავშირი აქვს ადამიანის გონებასთან და სულთან. მედიტაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს.

მეტიდაციის მთავარი მიზანია კონცენტრირება გონებაზე და მისი საბოლოო დამშვიდება, რითაც თავისუფლდება ცნობიერება. წარმატების შემთხვევაში თქვენ აღმოაჩენთ რომ შეგიძლიათ მედიტაცია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას, რითაც მიაღწევთ შინაგან სიმშვიდეს ირგვლივ არსებული სიტუაციის მიუხედავად ასევე აღმოაჩენთ რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი რეაქცია და აზრები, მაგრამ ამისათვის თავდაპირველად საჭიროა შეისწავლოთ თქვენი გონება და აკონტროლოთ სუნთქვა.

გამონახეთ დრო მედიტაციისთვის. გამოყავით საკმარისი დრო მედიტაციისათვის თქვენი რუტინული დღის განმავლობაში.ყველაზე კარგი და მისაღები დროა დილით ადრე და საღამოს. შედეგი გონების მედიტაციის დროს შესამჩნევია მაშინ როდესაც მას აკეთებთ რეგულარულად. ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია გონების გაწმენდა დღის ბოლოს, ხოლო ზოგიერთს ურჩევნია მედიტაციას მიმართოს დაძაბული დღის მიმდინარეობისას. თავდაპირველად მედიტაცია ყველაზე ადვილი არის დილით ადრე, რადგან ამ დროს თქვენი სხეული არ არის დაღლილი და თქვენ გონებასაც უფრო მეტი ფიქრი შეუძლია. საწყის ეტაპზე არ არის საჭირო მედიტაციას მიმართოთ 5-15 წუთზე მეტ ხანს.

იპოვეთ ან შექმენით მშვიდი და დასასვენებელი გარემო. დამწყებთათვის მნიშვნელოვანია მოვიცილოთ ყველა ის გარემოება, რომელმაც შეიძლება მიიქციოს ჩვენი ყურადღება. გათიშეთ ტელევიზორი, ხმა გამოურთეთ ტელეფონსა და სხვა ხმაურიან ტექნიკას. თუ უსმენთ მუსიკას შეარჩიეთ მშვიდი და ნაზი ჰანგები, რომელიც ხელს არ შეგიშლით კონცენტრირებაში.

შეარჩიეთ მშვიდი ადგილი მედიტაციისთვის. მედტაციისთვის ტავდაპირველად ნუ აირჩევთ ხალხმრავალ ადგილს სადაც ხმაურის დონე მაღალია, მედიტაციისათვის კარგია წყნარად ხის ქვეშ ყოფნა ან საყვარელი ბაღის კუთხეში ბალახზე დაჯდომა.

დაჯექით ჰორიზონტალურ მიწაზე. დაჯექით ბალიშზე თუ მიწა თქვენთვის არ არის კომფორტული. არ არის აუცილებელი მიიღოთ ნახევრად ლოტუსის ან სტანტარული ლოტუსის პოზა (ლოტუსი – პოზა რომელსაც იღებენ ძირითადად მედიტაციის დროს). თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი პოზა, მთავარია ზურგი იყოს გასწორებული, რაც შემდგომ დაგეხმარებათ შემდგომ სწორად სუნთქვაში.

გამოწიეთ თქვენი მენჯის ძვალი წინ და დაჯექით ბალიშის ან სავარძლის წინა ნაწილზე, ისე რომ უკანა ნაწილი მოშორდეს მიწას.

დავიწყოთ ქვემოდან, გაიშალეთ წელში ისე რომ მალები დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს ხერხემალში. ყურადღება მიაქციეთ ტქვენს ტორსს, კისერსა და თავს, რათა შეძლოთ ბალანსის დაცვა.

მოადუნეთ მხრები და ფეხები, მათ არ ჭირდებათ სპეციალური პოზა, მთავარია იყვნენ მოდუნებულები და ხელი არ შეგიშალოთ ბალანსის დაცვაში, ხელები შეგიძლიათ დაილაგოთ თეძოებზე, მაგრამ თავდაპირველად უფრო ადვილია მათი მხრებზე დალაგება.

მოდუნდით ყველაფრისგან. ეძიეთ სხეულის ის ნაწილები, რომელიც არ არის მოდუნებული მოცემულ მომენტში, როდესაც იპოვით მათ (და თქვენ აუცილებლად იპოვით მათ) შეგნებულად მოადუნეთ ისინი. შეიძლებათ მიხვდეთ რომ ამა თუ იმ ორგანოს მოდუნებას ვერ შეძლებთ თუ არ შეიცვალეთ პოზა. ეს ძირითადად ხდება ხერხემალტან ახლოს მდებარე კუნთების შემთხვევაში. თქვენ ასევე შეიძლება შეიგრძნოთ, რომ ცოტა მოხრილი ხართ და გჭირდებათ გამართვა, ასევე ხშირია სახეზე არსებული პატარ-პატარა კუნთების დაძაბულობა.

ყურადღება მიაქციე სუნთქვას. მოუსმინეთ და მიყევით მას, ნუ განსჯით შემდეგნაირად: რა ხმაა მგონი ვხვრინავ, მგონი ვცივდები და ა.შ, მთავარი მიზანია თქვენი გონება მოშორდეს ამ აზრებს და თქვენ უნდა ეძებოთ თქვენში ის ძალა რომელიც დაამშვიდებს თქვენს გონებას.

სცადეთ წაიკითხოთ ე.წ “მანტრა” (წმინდა სიტყვის რამოდენიმეჯერ გამეორება), ყველასათვის კარგად ნაცნობი იქნება ამ მომეტში ‘ომმმმმ” გამოთქვა, რომელსაც ხშირად ვითომ მედიტაციის დროს გამოსცემენ ხოლმე და თან ახლობელს ეხვეწებიან, რომ სურათი (ან ვიდეო) გადაუღონ ამ პოზაში და ამ ხმით, ამის გაკეთება შესაძლებილია როგორ ხმამაღლა ასევე ჩუმათ საკუთარ გონებაში, მაგრამ როგორც წესი დამწყებთატვის ყველაზე კარგია საკუთარი სუნთქვის დათვლა ერთიდან ათამდე და შემდეგ დათვლის ხელახლა დაწყება ერთიდან.

იმ სურათებისა და წარმოდგენის მოსატყუებლად, რომელიც თქვენს თავში ტრიალებს მედიტაციის დროს და ხელს გიშლით მოდუნებაში, საჭიროა წარმოიდგინოთ თითქოს თქვენ ხართ ყველაზე მაღალ საფეხურზე და უნდა ჩამოხვიდეთ დაბლა რათა მიაღწიოთ მშვიდობიან და მომადუნებელ ადგილს.

დაამშვიდეთ თქვენი გონება. თუ თქვენ თავდაპირველად ცდილობთ, რომ მოახდინოთ თქვენი გონების ფოკუსირება ერთ რამეზე რამოდენიმე ხნის შემდეგ შეძლებთ არაფერზე არ იფიქროთ და უბრალოდ “გაწმინდოთ” საკუთარი გონება. ეს ყველაფერი უდიდეს დისციპლინას მოიტხოვ მაგრამ ამავდროულად ეს არის პიკი მედიტაციისა. ერთ საკითხზე ფოკუსირების შემდეგ თქვენ შეძლებთ, სურვილის შემთხვევაში მოიშოროთ ის თქვენი გონებიდან ან მიიღოთ და მარტივად გაარჩიოთ ცუდია თუ კარგი ის, თქვენ გექნებათ ანალოგიური მიდგომა ყველა საკითხის მიმართ სანამ შეძლებთ სიჩუმის შენარჩუნებას.

 

წინა «
შემდეგი »