მესაქონლეობა – როგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხა)

  • ihow.ge
  • December 28, 2012
  • 0

Public domain image, royalty free stock photo from www.public-domain-image.comძროხა სხვა პირუტყვთან შედარებით ყველაზე გავრცელბული ცხოველია დედამიწაზე, ადამიანი ძროხისაგან იღებს რძის მთლიანი რაოდენობის 99 %-ს, ხორცის 30%, მისი ტყავისაგან ამზადებენ ფეხსაცმელებს, ჩლიქებისა და რქებისგან წებოს, სისხლისა და ჯირკვლებისგან სამკურნალო პრეპარატებს, ნაკელისაგან საუკეთესო ორგანულ სასუქს. ეს ცხოველი უძველესი დროიადან გამოიყენება, როგროც გამწევი ძალა სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოთა შესასრულებლად.

ძროხის სულადობა მსოფლიოში დახლოებით 1307 მლნ-ს აღემატება, ჭარბობს სარძევე მიმართულების ძროხები. სარძეო მიმართულების ქვეყნებიდან ერთ ფურზე საშუალო წველადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან ისრაელი – საშუალოდ 9105 კგ, აშშ 7464. და ა. შ. მოწინავე ქვეყნებში საშუალო წლიური წველადობა ერთ სულზე აღემატება 6000 კგ -ს, ანუ დღეში 20 კგ-ზე მეტს.

აშშ-ში, ბელგიაში, იტალიასა და ევროპის ზოგ სხვა ქვეყანაში ხორცის წარმეობის ინტენსიფიკაციის შედეგად ძროხის ყველა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფის 1 სულზე აწარმოებს 110-130 კგ ხორცს, ხოლო დაკლული პირუტყვის ტანხორცის საშუალო მასა იმავე წელს 310-335 კგ-ს აღწევს.

საქართველოში მეძროხების ინტენსიფიკაციის სერთო დონე ძალიან დაბალია. ყველაზე კარგი მაჩვენებლები აღრიცხული იყო 1988 წელს, როდესაც ძროხის რაოდენობა რესპუბლიკაში შეადგენდა 1548 ათას სულს, აქედან ფურები შეადგენდნენ 620 ათასს. სამწუხაროდ ოთხმოცდაათიან წლებში კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ მეძროხეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები ორჯერ და მეტად შემცირდა. მათი აღდეგენა და შემდეგომი სრულყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შევძლებთ გამოვიყენოთ საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური პირობები და დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ხელოვნური განაყოფიერება, ბაგური კვება, საძოვრების რეაბილიტაცია და ა. შ.)

საქართველოს მოსახლოების პირად საკუთრებაში მყოფი ფურების წველადობა მწირი კვებისა და ჯიშური სიჭრელის გამო ძალიან დაბალია და საშაულოდ შეადგანს 1100-1275 კგ-ს. თუმცა ცალეკულ შემთხვევებში (ცალკეულ, მცირე ზომის ფერმერულ მეურნეობებში) გვხვდება გაცილებით უკეთესი მაჩვენებლებიც.

ძროხის მოშინაურება და მოთვნიერება ადამიანმა 7000 წლის წინ დაიწყო, მისი წინაპარი იყო პირველყოფილი ძროხა, ანუ ტური, რომელიც მძალვრ და ფართოდ გავრცელებულ სანადირო ცხოველს წარმოდგენდა. მისი მონათესავე ცხოველები ზოოლოგიური კლასიფიკაციით ორ ჯგუფად იყოფა: ძროხისნაირებად და კამეჩებად, რასაც საფუძვლად უდევს მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური განსხვავებანი. ძროხისნაირნი ოთხჯგუფად იყოფიან: საკუთრივ ძროხა; ინდური სუბალ პირუტყვი, იაკი და ბიზონი (ამერიკული ბიზონი და ევროპული ბიზონი, ანუ დომბა). განსაკუთრებულ ადგილს მიაკუთვნებენ ზებუს, რომელსაც მკვლევართა უმრავლესობა ძროხის ნაირსახეობად მიიჩნევს. საქართველოში ძროხასთან ერთად გავრცელებულია კამეჩი და შემოყვანილია ზებუ.

მოშინაურების შემდეგ ძროხის ჯიშები მნიშვენლოვნად შეიცვალა სხვადახვა მიმართულებით. მაგ: ტური ერთფეროვანი, მუქი წაბლა იყო, შინაური ძროხის ჯიშები კი მრავალფეროვანია. თუ მამრი ტურის საშუალო სიმაღლე მინდაოში იყო 180-200 სმ და ცოცხალი მასა 900-1000 კგ, თანამედროვე ჯიშებში კუროს საშუალო სიმაღლე მინდაოში 110-140 სმ-ს და ცოცხალი მასა 300-1400 კგ-ს ფარგლებში მერყოებს. მოშიანურებამ შეამცირა ცხოველთა მოძრაობის სისწრაფე, გააუარესა სმენა და მხედველობა, შეამცირა ჩონჩხის მასა და გამძლეობა, სამაგიეროდ მაღალპროდუქტიულ სარძევე ჯიშებში გაიზარდა ცურის მასა. გარეული ცხოველის 1-1,5 კგ-დან 20-30 კგ-მდე, აგრეთვე წლიური წველადობა 300-400 კგ-დან 600-9000 კგ-მდე, გახანგრძლივდა ლაქტაციის (წველადობის) პერიოდი 3-5 თვიდან 10 თვემდე და მეტად. სახორცე ჯიშებში გადიდდა კუნთების მასა, ცხიმის დაგროვების უნარი და ნაკლავის გამოსავალი.

ძროხის ჯიშები

მსოფლიოში ცნობილია 1000 –ზე მეტი ძროხის სხვადახვა ჯიში. საყოველთაოდ გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით მათ ყოფენ: სარძეო, სახორცე და კომბინირებული (სარძეო-სახორცე და სახორცე-სარძეო) მიმართულების ჯიშებად. საქართველოში სახორცე ჯიშები გავრცელებული არ არის, მაგრამ აქ გავრცელებულია სარძეო და კომბინირებული მიმართულების ჯიშები.

ქართული მთის ძროხის ჯიში – ეს ჯიში უძველესია. ეს ძროხა ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ დასავლეთ საქართველოში და მის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების წლებში უცხო ჯიშებთან ცხოველთა მასობრივი შეჯავრების შედეგად ადგილობრივი ძროხის გავრცელების არეალი ძალიან შემცირდა. ამჟამად ის შემორჩენილია კავკასიონის ქედის ფერდობებსა და მთიან აჭარაში.

ტანად ადგილობრივი მთის ძროხა ძლიერ პატარაა, ფურის საშუალო სიმაღლე მინდაოში 98-110 სმ-ს შეადგენს, ფერად სხვადასხვაა, უმეტესად შავი, ზოგჯერ მოწითალო-ჩალისფერი ან წაბლა, ჭრელი ცხოველებიც საკმაოდ ხშირად გვხვდებიან. ამ ჯიშის ცხოველები გამოირჩევიან შიმშილის, სიცივისა და სხვა ცუდი გარემო პირობებისადმი ამტანობით, რძის მაღალი ცხიმიანობით, ხორცის მაღალი კულინარიული თვისებებით და განწველის კარგი უნარით.cow-ihow.ge

პრიმიტიულ პირობებში დაბადებისას ხბოს მასა 13-15 კგ-ს შეადგენს, კუროს ცოცახალი მასაა 250 კგ, ფურისა 180-220 კგ, წლიური წველადობა მოვლის პირობებიდან გამომდინარე ძალზე მერყეობს 700 კგ-დან 1900 კგ-მდ (საშუალოდ 900-1200 კგ) ცხიმიანობა 4,2-4,5 %-მდე.

კავკასიური წაბლა ჯიში – ეს ჯიში საქართველოსთან ერთად გამოიყვანეს სომხეთში, აზერბაიჯანშა და დაღესტანში, ადგილობრივი ძროხის შეჯვარებით უმთავრესად შვიცურ ჯიშთან. კავკასიურ წაბლა ჯიშში ხელსაყრელად არის შეხამებული ადგილობრივი ძროხის გამძლოება საქართველოს მთისა და ბარის პირობებისადმი შეგუებულობა და ცხიმრძიანობა, შვიცური ჯიშის მაღალ ცოცხალ მასასა და წველადობასთან. ამ ჯიშის ცხოველები ფერად წაბლაა და ჰარმონიული აგებულებით გამოირჩევა. მას თავი საკმაოდ მსუბუქი აქვს, გულმკერდი კარგად განვითარებული, ზურგი და გავა გრძელი და განიერი, შვიცურ ჯიშთან შედარებით ის უფრო დაბალ და ღონიერ კიდურებზე დგას, ჩლიქები მაგარი აქვს, ხოლო ტანი უფრო მოკლე და მკვრივი.

დაბადებისას დეკეულების საშუალო მასაა 28 კგ, მოზვრებისა 30 კგ. კუროების მასა 700 -750 კგ-ია, ფურების 400-450 კგ, წველადობა 3100 კგ რძე, ცხიმიანობა 3,7 %. ამასთანავე საქართველოში მცირე ფერმერულ მეურნეობებში კვების დაბალი დონის გამო ცხოველთა ცოცხალი მასისა და წველადობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

კავკასიური წაბლა ჯიში კომბინირებული (სარძეო-სახორცე) მიმართულებისაა. დაბადებიდანვე კარგად ნაკვები ამ ჯიშის მოზვრების დღეღამური წონა მატი ხშირად 900-1000 გ-ს აღწევს, ხოლო საშუალო ცოცხალი მასა 345 კგ-ს, ნაკლავის გამოსავალი 57-60 %, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

შვიცური ჯიში – ეს ჯიში დაახლოებით 1000 წლის წინ, შვეიცარიის მთებშია გამოყვანილი. ის სარძეო-სახორცე მიმართულებისაა და წაბლა ფერით ხასიათდება, აქვს მაგარი პროპრციული აგებულება და აკლიმატიზაციის კარგი უანრი. მაღალი პროდუქტიულობის გამო ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელბული, სადაც მისი მონაწილობით გამოყვნილია ახალი ჯიშები.

კუროების ცოცხალი მასა 900 კგ, ფურისა 550 კგ, წველადობა 3600 კგ, ცხიმიანობა 3,6 %, რიგ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო დიდია.

შავჭრელი ჯიში – ამ სახელწოდების მქონე ჯიში გამოყვანილი იქნა რუსეთში, იმავე ფერის ჰოლანდიურ ძროხასთან შეჯვარების გზით. ეს ჯიში შემოყვანილი იქნა საქართველშო სადაც კარგად შეეგუა ადგილობრივ პირობებს და საკმაოდ ფართოდ გავრცელდა (ფაქტიურად ის მეორე ადგილზეა კავაკსიური წაბლას შემდეგ).

სრულასაკოვანი კუროს მასა 880 კგ, ფურისა 550 კგ, წლიური წველადობა 4000 კგ რძე, 3,6 % ცხიმის შემცველობით.

ჰოლშტეინური ჯიში – შავ-ჭრელ პირუტყვს ამერიკაში და რიგ სხვა ქვეყნებში ამჟამად ჰოლშტეინურს უწოდებენ. ის მიღებულია ჰოლანდიიდან შემოყვანილი პირუტყვის ხალასი მოშენებით, უხვი და სრულფასოვანი კვების ფონზე წარმოებული სელექციით, ეს ჯიში წველადობით ყველა სხვა ჯიშს აღემატება. კუროს საშუალო ცოცხალი მასა 900-1000 კგ-ს უდრის, ფურისა 680-700 კგ-ს, ცხიმიანობა არ არის დიდი და 3,6%-ს არ აღემატება.

ველის წითელი ჯიში მიღებულია უკრაინაში სხვადასხვა ჯიშების შეჯვარების შედეგად. ამ ჯიშის ძროხები ხასიათდებიან კარგად გამოხატული რძიანობის ნიშნებით, საშუალოზე სუსტად განვითარებული მუსკულატურით, დიდი ამტანობით, ფერად წითელია. სრულასაკოვანი კუროს ცოცხალი მასა 800 კგ, ფურისა 520 კგ, წველადობა 3700 კგ რძე, 3,7 % ცხიმინობით. ჯიშის სახორცე პროდუქტიულობა არ არის მაღალი, სუქებისას მოზვრის დღეღამური წონამატი 800-950 გ-ს აღწევს, ნაკლავის გამოსავალი 52-55 %-ს შეადგანს. ეს ჯიშიც საკმაოდ ფართოდააა გავრცელებული საქართველოში.

ძროხის შენახვა

საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითრებული მოვლენების შედეგად დაინგრა არსებული ფერმები და საშენები, ამის გამო დღესდღეობით მესაქონლეობის განვითრების დონე საკმაოდ დაბალ დონეზეა. წვრილ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებულია ძროხის შენახვის ექსტენსიური სისტემა, რომლის დროსაც მეცხოველეობის ყველა სამუშაო სრულდება ხელით, პრიმიტიული იარაღების გამოყენებით. წარმოების პროცესი გამოირჩევა პრიმიტიულობით და უმთავრესად ბუნების მიერ ნაბოძებ რესურსებს იყენებენ. ზამთრობით პირუტყვს მწირი და ერთგვაროვანი საკვები ეძლევა (წვნიანი და კონცენტრირებულის გარეშე), რაც საკმაოდ დაბლა სცემს საქონლის პროდუქტიულობას.

საქართველოში გვხვდება მომთაბრე მეძროხეობაც, რომლის დროსაც პირუტყვი ზაფხულში მთის საძოვრებზე მიჰყავთ და შემოდგომით ისევ ბარში აბრუნებენ.

ძროხის შენახვის სტაციონალური ტიპი იყოფა ბაგურ-საძოვრულ, ბაგურ-ბაკურ, საძოვრულ და ბაგურ სისტემებად. ბაგუ-საძოვრული სისტემების დროს პირუყტყვს შენობებში ინახავენ და ბაგაზე კვებავენ, ზაფხულში კი-საძოვარზე გაჰყავთ, რაც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ხშირად საძროხის ახლოს არ არის საძოვარი და იყენებენ ბაგურ-ბაკნურ სისტემას: მოშორებით იმავე მეურნეობის ტერიტორიაზე აწყობენ ბანაკს, სადაც პირუტყვი გადაჰყავთ, იქ აძოვებენ, დამატებით კვებავენ, წველიან და საზამთრო ბინებში მხოლოდ ბაგური კვების დასაწყისში აბრუნებენ. საძოვრული ტიპი გულისხმობს მთელ წელიწადს პირუტყვის საძოვარზე შენახვას, რაც შედარებით ნაკლებად გამოიყენება. ბაგური სისტემის დროს პირუტყვი მთელი წელიწადს შენობაში და სეირნობაზე ატარებს, საძოვრის გამოყენების გარეშე (შენახვის ეს ტიპი დამახასიათებლია ევროპისა და ამერიკის თანამედროვე მეცხოველეობის ფერმებისათვის).

ძროხის გამრავლება

ფურს და დეკეულს აგრილებენ იმავე ან მეორე დღეს, როგორც კი მისი ხურვობა გამოვლინდება, უმჯობესია ორჯერ დაგრილება 12-18 საათის შუალედით. ეს უფრო მეტად უზრუნველყოფს განაყოფიერებას ანუ ჩანასახის წარმოშობას. თუ ცხოველი არ დამაკდა ხურაობა განმოერდება 18-20 დღის შემდეგ. ზოგჯერ ფური ბერწად რჩება და მეურნეობას ეკარგება როგორც ხბო, ისე ფურისაგან მისაღები რძის რაოდენობა. სიბერწეს იწვევს პირუტყვის უკმარი, არასრულფასოვანი კვება, არასწორი მოვლა-შენახვა, დაგრილების არასწორი ორგანიზება და ა. შ. ფურის მაკობა საშუალოდ 280-285 დღეს გრძელდება. ხბოს მოგებამდე რამდენიმე დღით ადრე ფური გადაყავთ განცალკევებით, ათვასებენ წინასწარ გასუფთავებულ, დეზინფიცირებულ ცალკე ბაგასთან და უზრუნველყოფენ ქვეშსაფენით (თივით ან ნამჯით). მოგება უმთავრსად ნორმალურად მიმდინარეობს, დახამრება საჭიროა მხოლოდ გართულებული მშობიარობის შემთხვევაში. ახალშობილ ხბოს ცხვირიდან და პირიდან ლორწოს გამოუსუფთავებენ, თუ ნახირში არ არის გავრცელებული გადამდები დაავადება, ფურს თავის ხბოს გაალოკვინებენ ან კიდევ სუფთა ტილოთი ან ნამჯით გულდასმით გაწმინდავენ. თუ ჭიპლარი არ არის გაწყვეტილი, მას სტერილური მაკრატლით მოაჭრიან სხეულიდან 10 სმ მანძილზე და გაუკეთებენ დეზინფექციას იოდით.

რძის წარმოება

წველადობის პარიოდი (ანუ ლაქტაციის პერიოდი) ხბოს მოგებისასა იწყება და 305 დღეს გრძელდება, შემდეგ იწყება 60 დღიანი მშრალობის პერიოდი, რომლის დროს ფურის ორგანიზმი ახალი ხბოს მოგებისა და ლაქტაციისათვის ემზადება.

ფურის წველადობაზე ჯიშობრივის გარდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოვლის პირობები. არასრულაფასოვანი კვება 2-3 ჯერ ამცირებს წველადობას. გარდა ამისა, საჭიროა საძროხეში ოპტიმალური მიკროკლიმატის დაცვა: ჰაერის ტემპარატურა 5-10 გრადუსი, შეაფრდებითი ტენიანობა 75 %, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე ზამთარში 0,5 მ/წამში, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია არაუმეტეს 0,25 %-სა და სხვა. ამ ნორმატივების დარღვევა განსაკუთრებით მაღალპროდუქტიულ ცხოველებზე მოქმედებს.

ზაფხულის პერიდში ფურის საკვებად უხვად გამოიყენება მწვანე ბალახი (საძოვრის სახით ან მოთიბული). ფურის მაღალი წველადობისას საზრდო ნივთიერებათა დანაკლისის შესავსებად ფურს ეძლევა კონცენტრატების სათანდო რაოდენობა, ხოლო იმ პერიოდში როდესაც მწავნე ბალახი შემცირებულია, დამატებით ეძლევა აგრეთვე სილოსი და სხვა წვნიანი საკვები. აუცილებელია საჭირო რაოდენობით მარილის მიცემა, 10 კგ-ზე მეტი წველადობისას სალოკი მარილის მიცემა არ კმარა, ფურს დამატებით უნდა მიეცეს კონცენტრატებში არეული მარილის ფხვნილი ყოველდამტებით მოწველილ 5 კგ რძეზე 20 გ-ს რაოდენობით.

ფურის წველა

გამოიყენება წველის ორი ხერხი. ხელით და მანქანით. ხელით წველის უპირატესობა ცურისადმი ინდივიდუალური, სათუთ მიდგომა და რძის გაცემის უფრო მეტად სტიმულირებაა, ვიდრე მანქანით წველის დროს.

milk-ihow.ge

მანაქანით წველა ამჟამად საყოველთადო არის გავრცელებული, რადგან ხელით წველასთან შედარებით ის 3-5 ჯერ ადიდებს მწველავის შრომის ნაყოფიერებას. სამწუხაროდ ისეთი ფერმერეული მეურნეობები რომლებიც წარმოების ინტენსიურ ტექნოლოგიებს იყენებენ საქართველოში სულ რამდენიმეა.

რძის პირევალდი გადამუშავება

ახლად მოწველილ რძეს გაფილტვრით ასუფთავებან, ამისათვის იყენებენ საწურს, რომელშიც ჩაფენილია რამოდენიმე შრედ დაკეცილი მარლა, ბამბა, ორმაგი ტილო, ან სხავ ქსოვილი. მექანიზირებულ ფერემბში იყენებენ სპეციალურ აპარატებს.

ახლადმოწველილი რძე ბაქტერიოციდულია, ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზღუდავენ მიკრობთა განვითრებას და ამცირებენ მათ რაოდენობას. ამ ნივთიერებათა აქტივობა ჩვეულებრივ ორ საათს გრძელდება, რის შემდეეგაც მიკრობები სწრაფად მრავლდებიან და რძის ხარისხი უარესდება. ამიტომ მოწველის შემდეგ საჭიროა რძის სწრაფი გაციება +5 გარდუსამდე (ამიტომ რძე მოწველისთანავე სწრაფად უნდა გავაციოთ სპეციალურ მაცივარში, ყინულში ან ცივ წყაროს წყალში), ან მისი თერმული დამუშავება. რძის პასტერიზაცია ხდება მისი გაცხელებით 72-76 გრადუსამდე 15-30 წამის განმავლობაში.

რძე შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ყველა საზრდო ნივთიერებას, ადვილად შეასათვისებლი ფორმით. ძროხის რძის საშუალო შედეგნილობა ასეთია: ცილები 3,3%, ცხიმი 3,8%, რძის შაქარი ლაქტოზა 4,7%, ნაცარი 0,7% და წაყლი 87,5%, იგი შეიცავს აგრეთვე ვიტამინებს და ფერმენტებს.

ძროხის სახორცე პროდუქტილობის მაჩვენებლებიდან საყურადღებოა ცხოველის ცოცხალი მასა დაკვლის წინ, რაზედაც დიდადაა დამოკიდებული დაკვლის შემდეეგ მიღებული ხორცის რაოდენობა.

სახორცე პროდუქტიულობაზე მოქმედი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ჯიში, სქესი, ასაკი და სხვა შინაგანი და გარეგანი ფაქტორები. მოზვრებთან შედარებით დეკეული უფრო ნაკლებ წონამატს, მაგარმ უფრო ნაზ ხორცს იძლევა. უხვად ნაკვები მოზარდისაგან ორჯერ მეტი ხორცი მიიღება ვიდრე უკმარისად ნაკვებისაგან, ხოლო ასაკის გავლენით, 24-26 თვის ცხოველი ბევრად უფრო სწრაფად აგროვებს ორგანიზმში ცხიმს, ვიდრე 4-6 თვის ასაკში.

სახორცედ უპირატესად იყენებენ მოზვრებს. სახორცედ გადარჩეულ ცხოველთა სუქება აუმჯობესებს მათი ხორცის ხარისხს და ადიდებს მის რაოდენობას. იმის მიხედვით თუ სასუქი ცხოველი რომელ საკვებს იღებს მეტი რაოდენობით განისასზღვრება სუქების ტიპები: სუქება სილოსით, სენაჟით, ჟენჟოთი, ბუყით, საძოვრით და მაღალკონცენტრირებული ტიპის სუქება; ეს უკანასკნელი ყველაზე ინტენსიურია, მაგრამ საქართველოში არ გამოიყენება კონცენტრატების ნაკლებობისა და სიძვირის გამო.

წინა «
შემდეგი »