Google

მიმიკა და ჟესტები

დაწერილია:December 15, 2011
კომენტარები დახურულია

როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა გაიგო თუ რას ფიქრობს ადამიანი, მისი მიმიკებისა და ჟესტებიდან გამომდინარე ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გამოჩნდებიან როგორც მომხრეები, ასევე მოწინაღმდეგეებიც.

მიმიკა – უპირველეს ყოვლისა, ეს არის სახის კუნთების (მოძრაობა) გამომხატველი მოქმედებები, რაც თავის მხრივ არის გრძნობების, განცდებისა და აზრების გამოხატვის საშუალება.

როგორც წესი, სახის კუნთების ამ მოძრაობებს ადამიანი ვერ აკონტროლებს და ის ბუნებრივია, ამიტომ მომხრეები სხვა და სხვა თორიებით ამტკიცებენ, რომ თუ იცი მიმიკის განსაკუთრებულობები, შეიძლება გაიგო რა გრძნობებს განიცდის პიროვნება ამა თუ იმ მომენტისათვის და შეგიძლია განსაზღვრო სიმართლეს ამბობს ის თუ არა. იგივე ეხება ჟესტებსაც. ჩვენი ტანის მოძრაობისას ზოგიერთ ჟესტს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ყველაფერი ხდება ავტომატურად და ემოციებიდან გამომდინარე. მიმიკა და ჟესტები – ეს, თავის მხრივ, არის საშუალება გამოხატო ან ხაზი გაუსვა სხვადასხვა გრძნობას ან სიტყვას, რომლებიც  მათ გამოხატავს.


ფიზიოგნომია?

როგორც ცნობილია, დღესდღეობით არსებობს ბევრი თეორია, რომელიც გვიმტკიცებს რომ თუ კარგად გავეცნობით ადამიანის მიმიკას და ჟესტს, ავტომტატურად კარგად გავიცნობთ მის შინაგან სამყაროსაც. ერთ-ერთი ასეთი თეორიაა ფიზიოგნომია. აღნიშნული თეორია დღეს მეცნიერების რანგშიც ადის.

ფიზიოგნომიის ფესვები მიდის შორეულ იაპონიაში (ზოგიერთი მოსაზრებით ძველ ეგვიპტეში), სადაც ის დაიბადა. აღნიშნული მეცნიერება გამოჩნდა, ადამიანის სურვილთან ერთად, გაეგო მოსაუბრის ხასიათი, მისი გარეგნული ქცევის მიხედვით, საუბრის დროს. ძალიან ხშირად ადამიანი ამბობს ერთს და რეალურად კი ფიქრობს მეორეს. ჟესტები კი ხშირად გამოააშკარავებს ასეთ სიტუაციებს. ფიზიოგნომები ამ შემთხვევაში გამოყოფენ მიმიკას და ჟესტებს.


რისი მოყოლა შეუძლია ადამიანის სახეს?

ადამიანის მიმიკაზე დაკვირვების შემდეგ, ფიზიოგნომებმა დაჰყვეს ადამიანის სახე სამ ნაწილად (ზონად): ზედა, შუა და ქვედა ზონებად. ადამიანის სახის ქვედა მხარე გვიჩვენებს მოწონებას და მის დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. მაგალითად, კვადრატული და წინ გამოწეული ნიკაპი გვაუწყებს, რომ მისი პატრონი თავისუფლების მოყვარული ადამიანია. თუ ასეთ ადამიანს ერთდროულად ბევრი პრობლემა შეექმნება, ის მათ გაუმკლავდება. სახის შუა ნაწილი ძირითად განკუთვნილია ადამიანის ემოციის გასარკვევად. ლოყები, ცხვირი და პირი ყველაზე ძლიერად გამოხატავს თქვენს რეალურ გრძნობებს. ძალიან რთულია ძალით გაიცინო, ყველა მიგიხვდებათ არაბუნებრივ ღიმილს. ზედა ზონა პაუხობს ინტელექტუალურ ნაწილს. აქ გამოყოფენ თვალებს, წარბებს და შუბლს. მაგალითად, არსაითკენ მიმართული მზერა გვეუბნება იმას, რომ ადამიანი მეოცნებეა. თუ ამ ყველა განსაკუთრებულობას მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლებელია შექმნათ პატარა სურათი ადამიანის შინიგანი სამყაროს შესახებ, როგორც ამას ფიზიოგნომები ამტკიცებენ, მაგრამ დღეს არსებობს სხვადასხვა ხერხები ფიზიოგნომისტის მოსატყუებლად. ერთ–ერთი ასეთი ხერხია – პლასტიკური ქირურგია. საერთოდ ძალიან ძნელია გაიგო გაიკეთა ადამიანმა მსგავსი ოპორაცია თუ არა, შეიცვალა თუ არა სახეზე რომელიმე ნაწილი. ამ დროს ცხვირის და ნიკაპის ფორმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანის ამა თუ იმ გრძნობას, შესაძლებელია შეიცვალოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ხასიათიც იცვლება (თუმცა, ზოგჯერ ასეც ხდება).


რისი მოყოლა შეუძლიათ ჟესტებს?

ფიზიოგნომები დიდ ყურადღებას უთმობენ ჟესტებსაც. თუ ყველა მიმიკას ადამიანი გამოხატავს სახით, ჟესტი ეს არის მოძრაობა ხელის,ფეხის ან ტანის მდგომარეობა.

ამ განსაკუთრებულობებით, როგორც ბევრი თვლის, ასევე შეიძლება გაიგო ადამიანის ფიქრები. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი დახურული პაუზა: ხელები და ფეხები გადაჯვარედინებული, რაც ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ ადამიანს არ სურს საუბარი არცერთ თემაზე და არ აპირებს ყველა დეტალი თქვენთან გაამხილოს. ადამიანის ფიქრების გამოსაცნობად, ფიზიოგნომებმა ბევრი ასეთი პოზა გამოყვეს.

მაგრამ, მომხრეებთან ერთად ამ იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ  არ შეიძლება დაეყრდნო ასეთ ფიზიკურ მოქმედებებს, ადამიანის ხასიათის და ფიქრების გამოსაცნობად. ამან შეიძლება მიგიყვანოთ ცრუ დასკვნამდე. მიმიკის და ჟესტების გაკონტროლება შესაძლებელია და მაშინ ფიზიოგნომების მთელი უსაფრთხო მოქმედებები, უსარგებლო აღმოჩნდება. მაგალითად, ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს ან გავლენიან ადამიანს, რომლებიც სიტყვით გამოდიან საჯაროდ, სპეციალისტები უდგენენ სპეციალურ, აუცილებელ ჟესტებს და მიმიკებს და ასწავლიან მათ კონტროლს, რომ გამოიწვიონ ხალხში საჭირო რეაქცია.


როგორ გავაკონტროლოთ ჩვენი ჟესტები და მიმიკები?

საკუთარი ჟესტების და მიმიკის გაკონტროლების სწავლა ნამდვილად შესაძლებელია. ამისათვის რამოდენიმე მარტივი წესიც არსებობს, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ სწორად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, თან ისე რომ ამით არ გააღიზიანოთ ადამიანი. რეკომენდირებულია, თვალი ადევნოთ ხშირ ჟესტიკულაციას, რაც ხშირად აღიზიანებს ბევრ ადამიანს, თუკი ეს ხდება განუწყვეტლივ. ასევე, კარგი იქნება, თუ თქვენ შეიტანთ მრავალფეროვნებას თქვენს ჟესტეაში – ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე ჟესტს რამოდენიმეჯერ, ეს მონოტონურად გამოიყურება.

ჟესტების საშუალებით შეგიძლიათ დიდი შთაბეჭდილება მოახდინოთ თანამოსაუბრეზე. ამის კლასიკური ილეთია მისი პოზის კოპირება. ეს ხერხი გეხმარებათ თანამოსაუბრის გადმობირებაში.

ასევე შესაძლებელია მიმიკის გაკონტროლებაც. გაიხსენეთ, რა ხშირად გაგიკეთებიათ ეს თქვენც როცა არ გინდოდათ ხალხის წინაშე საკუთარი ემოციების და გრძნობების გამოჩენა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ხშირად გიწევთ გამოსვლა დიდი აუდიტორიის წინაშე. ღირს იმ ფაქტის გათვალისწინებაც, რომ სხვადასხვა კულტურაში მიმიკის გამოხატვას აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა და განმარტება. მაგალითად, ევროპელი, როცა საკუთარ თავზე საუბრობს, გვიჩვენებს თავის მკერდზე თითით, ხოლო იაპონელი თანამოსაუბრეზე. ჩანს თითქოს: ერთი და იგივე მნიშვნელობა, ხოლო ჟესტები განსხვავაებულია. იაპონელის ჟესტი, ჩვენ შეიძლება შეურაცხყოფად მიგვეღო, მაშინ როცა თავად იაპონელები ამას პატივად თვლიან. იგივე ეხება ჟესტებსაც. ზოგიერთი ერი ჟესტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ზოგიც მათ ძალიან იშვიათად და თავშეკავებულად იყენებს.

როგორც ჩანს, ამ კამათში ორივე მხარე მართალია: ფაქტია, რომ თუ კარგად დააკვირდები ადამიანის მიმიკებს და ჟესტებს, შეძლებ გაარჩიო თანამოსაობრის სიტყვების ჭეშმარიტება, მაგრამ არ ღირს ადამიანის ხასიათის გარკვევისას მხოლოდ მის ჟესტებს და მიმიკებს დაეყრდნოთ. როგორც ვახსენე, მათი გაკონტროლებაც სრულიად შესაძლებელია და თუ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჟესტებით და მიმიკებით ვიხელმძღვანელებთ, მცდარ დასკვნებს გამოვიტანთ და შთაბეჭდილებაც არასწორი იქნება.

ასევე წაიკითხეთ . . .

  • როგორ შევარჩიოთ როლიკებიროგორ შევარჩიოთ როლიკები დავიწყოთ ცოტაოდენი ისტორიით. როლიკების შესახებ ცნობილი გახდა 1760 წელს, თუმცა ბევრად უფრო ადრე  ისინი სწრაფად სირბილისთვის იაპონიაში […]
  • როგორ მოუაროთ სახის კანს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პრობლემებს ?როგორ მოუაროთ სახის კანს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პრობლემებს ? ორსულობის დროს ბევრ ქალს სახის კანი ეცვლება, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ქალის ორგანიზმი დიდი ფიზიკურა და ჰორმონულ დატვირთვას […]
  • როგორ გახდე კარგი მენეჯერი?როგორ გახდე კარგი მენეჯერი? როგორ გახდე კარგი მენეჯერი? დღეს მენეჯერის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია შრომის ბაზარზე. მენეჯერის გარეშე ვერცერთი კომპანია ვერ […]
  • როგორ ვიმკურნალოთ ხორცითროგორ ვიმკურნალოთ ხორცით ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სხვადასხვა პირუტყვის ხორცი სამკურნალოდ გამოდგება, თუკი გვეცოდინება როგორ გავანეიტრალოთ მისი მავნე […]
  • როგორ მოვახდინოთ ფოკუსირებაროგორ მოვახდინოთ ფოკუსირება აღნიშნული პრობლემა ხშირად ბევრს გვაწუხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისასაც კი რთულია შეინარჩუნო ყურადღება და იგი ბოლომდე […]
  • როგორ უნდა  გავხდეთ  მიმზიდველიროგორ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ყველა ქალი მიმზიდველია, მაგრამ ზოგმა არ იცის თუ, როგორ უნდა გაუსვას ხაზი ამ მიმზიდველობას, ეს არც თუ ისე რთულია. მთავარია შეასრულო […]
  • როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორსროგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს საქართველოში ძალიან პოპულარულია აზარტული თამაშები: ტოტალიზატორი, პოკერი, სლოტები, რულეტკა და ა.შ. აზარტული თამაშების პოპულარიზაციას ხელი […]
  • როგორ დავძლიოთ აეროფობია (ფრენის შიში)როგორ დავძლიოთ აეროფობია (ფრენის შიში) აეროფობია აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ს. მიზეზები, რომლის გამოც შეიძლება გაჩნდეს ფრენის შიში მრავალფეროვანია-პირველად გაფრენის […]
  • როგორ მივიღოთ Green Card – ი?როგორ მივიღოთ Green Card – ი? ბევრს სურს ამერიკაში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლა, ან სულ სამუდამოდ. ამ სტატიაში მე მოვიყვან ლეგალურ მაგალითებს, თუ როგორ უნდა მიიღოთ […]
  • როგორ გამოვიყენოთ ქათმის კვერცხის ნაჭუჭიროგორ გამოვიყენოთ ქათმის კვერცხის ნაჭუჭი ქათმის კვერცხის ნაჭუჭის - სკორპულას გამოყენების მეცნიერული დასაბუთება: ქათმის კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობა საოცრად ემთხვევა ადამიანის […]
  • როგორ დავწეროთ სტატია (iHOW.GE)როგორ დავწეროთ სტატია (iHOW.GE) საკმაოდ ბევრ ადამიანს გააჩნია სტატიის დაწერის და გამოქვეყნების სურვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკლებად ერკვევიან „კომპიუტერში“, ეს საკმაოდ […]
  • ექვსი ჩვევა ბედნიერებისათვისექვსი ჩვევა ბედნიერებისათვის ბედნიერება ყველას უნდა მათ შორის მეც და თქვენც. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ სტატიის წაკითხვას აპირებთ უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს. მე […]