მოვამზადოთ “ბურიტო” ძალიან მარტივად

  • Littlerock
  • აგვისტო 29, 2013

burito_iHOW.GEმექსიკაში ძალიან ცნობილი საჭმელია ბურიტო და ალბად თქვენც გსმენიათ ეს სახელი გამოგიტყდებით არც მეგონა თუ ასეთი ადვილი მოსამზადებელი იყო.

 

მაშ ასე შევუდგეთ მომზადებას, ბურიტოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:

 

-სომხური ბრტყელი ლავაში 6 ცალი

-ქათმის ფილე 600 გრამი;

-ბრინჯი 200 გრამი;

-პომიდორი 4 ცალი;

-ხახვი 2 თავი;

-ბულგარული წიწაკა 3 ცალი;

-მწვანილი 100 გრამი;

-ყველი 150 გრამი;

-კეჩუპი 100 გრამი.

ბურიტოს მომზადების ინსტრუქცია:

1. ქათამი დავჭრად წვრილად დავაყაროთ მარილი და ცხარე წიწაკა ამის შემდეგ ტაფით დავდგად ცეცხლზე 10 წუთი და თანდათან ვურიოთ, 10 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი პომიდორი,ხახვი,ბულგარული წიწაკა და დავასხათ კეჩუპი და მოვთუშოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი
2. მიღებულ მასაში ავურიოთ მოხარშული ბრინჯი და გახეხილი ყველი. და დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი
3. ეს ყველაფერი ცოტა გავაცივოთ და გავახვიოთ ლავასში შემდეგ ჩვენი მომზადებული ბურიტო შეევდგად მიკროტალღურ ფეჩში ან ღუმელში რომ ყველი გადნეს.

გემრიელად მიირთვით . . .

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.