მოკლე მისამართის მიღება Google Plus-ში.

  • lasha117
  • December 5, 2011
  • 0

როგორც იცით (ან არ იცით), კომპანია Google-მა რამოდენიმე თვეა აამოქმედა მისი ახალი პროექტი სახელად Google +. ეს არის სოციალური ქსელი, რომელიც პოპულარულ Facebook-ის კონკურენტად მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიაში ბევრი ჭკვიანი ადამიანი მუშაობს, ვერ გათვალეს ის ფაქტი, რომ პროფილის ლინკი არის ძალიან გრძელი. ანუ მაგალითად Facebook-ში ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მოკლე ლინკი ასეთი სახით: Facebook.com/name, ხოლო იმავეს გაკეთება Google +-ში შეუძლებელია. ამ პოსტში კი გასწავლით მარტივ მეთოდს, თუ როგორ უნდა დაამოკლოთ თქვენი Google-ს ლინკი.

  • პირველ რიგში შედით თქვენს ანგარიშში და გადადით თქვენს პროფილზე. პროფილზე გადასვლის შემდეგ გამოჩნდება ლინკი, რომელიც გამოიყურება ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. კარგად დააკვირდით ლინკის ბოლოში მოთავსებულია ციფრები ერთმანეთის მიყოლებით. ეს ციფრები წარმოადგენს თქვენს Google ID-ს. გაუკეთეთ აღნიშნულ ციფრებს Copy.

  • კოპირების შემდეგ შედით ამ საიტზე gplus.to და შეიყვანეთ მონაცემები.
    1.1 გრაფაში აირჩიეთ მეტსახელი, რომელიც თქვენ გინდათ. იგი უნდა შეადგენდეს მინიმუმ სამ სიმბოლოს და მაქსიმუმ 25 სიმბოლოს.
    1.2 გრაფაში ჩააკოპირეთ თქვენი Google ID.

ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკ ADD-ს. თქვენი შემოკლებული მისამართი შექმნილია.

ახლა უკე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოკლებული და თქვენთვის სასურველი მისამართით, რომლის გაზიარებაც ნებისმიერი ადამიანისათვის თუ რესურსისათვისაა შესაძლებელი.

წინა «
შემდეგი »