მცენარეები დაგვიცავს

  • marinola
  • July 27, 2012
  • 0

მცენარეები უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც დამცავი ან თილისმა. ყოველი მცენარე ფლობს ენერგიას, რომელსაც ადამიანის ენერგიასთან ურთიერთმოქმედება შეუძლია, მაგრამ დამცავი თვისება რამდენიმეს გააჩნია. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

1. ალოე – მას სახლის კარებსა და ფანჯრებზე კიდებენ. სწამთ, რომ ოჯახის წევრებს დღეგრძელობასა და აყვავებას მოუტანთ.

2. ნემსიწვერა – ამ ოთახის მცენარეს თავის ტკივილისა და დაღლის მოხსნა შეუძლია. ვარდისფერ ნემსიწვერას სახლში სიმშვიდე შემოაქვს. წითელი ნემსიწვერა პოროტი ძალებისგან იცავს.

3. ასფურცელა – მოჭრილი ყვავილები გაახმეთ და სახლში მთელი წელი გქონდეთ.

4. სამფერი ია – სულის ხუთვის, კანის დაავადებებისა და კრუნჩხვების დროს ეხმარება.

5. ნიორს – წმინდა მცენარედ მიიჩნევენ. ის ნებისმიერი ბინძური ძალებისგან დაგიცავს. სასარგებლოა ერთი თავი ნიორი ბავშვის საწოლში იდოს.

წინა «
შემდეგი »