მცენარეები ჯანმრთელობისა და სიყვარულისთვის

  • tatatatusi
  • თებერვალი 7, 2014

ტიტატიტა – ამ ყვავილს ვენერა მფარველობს. ტიტა სიღარიბისა და უსიამოვნებებისგან გვიცავს, კეთილდღეობა და ბედნიერება მოაქვს.


 
 
 
 
 
 
 
ნარგიზინარგიზი – წრმატება მოაქვს: მისი გამხმარი ყვავილი ჩამოკიდებული უნდა ატაროთ.
 
 
 
 
 
 
 
პამიდორიპომიდორი – მასში პლანეტა ვენერას ენერგიაა თავმოყრილი. იგი ოჯახში ბარაქის მომტანი და ავი სულებისგან დამცველია.
 
 
 
 
 
 
 
კიტრი და გოგრა
კიტრი და გოგრა – მთვარის მცენარეებია. კიტრი ვნებას თოკავს, გოგრა პირიქით – აღაგზნებს. მამაკაცს თუ პაემანზე თავის გამოჩენა სურს, გოგრის კერძი უნდა მიირთვას, გოგრის წვენი დალიოს და გოგრის თესლი აკნატუნოს. გოგრა ავი თვალისაგან დამცავი საშვალებაცაა, კარგი იქნება თუ კარის თავზეც დაჰკიდებთ.
 
 
 
 
 
ლობიო
ლობიო – ავი თვალისაგან დამცველია. ადრე ლობიოს მარცვლებს ატარებდნენ ჯიბით ან ქისით. ლობიოში შემავალი ვიტამინი განსაკუთრებით სჭირდებთ მამაკაცებს.
 
 
 
 
 
 
 
კამა
კამა – ძველთაგანვე იყეებდნენ სამკურნალოდ და რა თქმა უნდა საკვებად. ძველ საბერძნეთში კამა დეკორატიულ მცენარედ მიაჩნდათ და მისგან ლამაზ გვირგვინებს წნავდნენ. იტალიაში საყვარელი ქალისათვის კამის ტოტოს მირთმევა სიყვარულის გამხელასაც ნიშნავდა. კამას მერკური, ე.წ ფულის პლანეტა იცავს და მას ფულის ,,მოსაზიდად” ხმარობენ – კამის თესლს საფულეში ყრიან. კამას დამცავი ძალაც აქვს – კარის თავზეც ჰკიდებენ. კამის აბაზანა ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ, მისი თესლის სუნი კი ვნებას აღძრავს.
 
ნიახურინიახური – ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ნიახურის ჭამა ნერვებს ამშვიდებს. გარდა ამისა იგი აძლიერებს ინტელექტუალურ თვისებებს, აღადგენს სულიერ ძალებს. ბედნიერების მომტანიცაა – შეყვარებულები ნიახურის ფესვს ჯიბთ დაატარებდნენ.

წინა «
შემდეგი »