ნომრის მიბმა Facebook-ის ანგარიშზე

  • lasha117
  • დეკემბერი 6, 2011

ამ პოსტის მეშვეობით თქვენ ისწავლით, თუ როგორ უნდა მიაბათ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი თქვენი Facebook-ის ანგარიშს. ძალიან გამოსადეგი ფუნქციაა, რადგან თქვენ შეძლებთ განახლებების და სტატუსების მიღებას მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოყენებით. ანუ გამოდის, რომ თქვენ თქვენი მობილური ტელეფონით მუდმივად ხაზზე იქნებით. ყველაფერს აგიხსნით ეტაპების მიხედვით:

1. ჩამოშალეთ მარჯვნივ მაღლა მდებარე სწრაფი გამოძახების მენიუ და აირჩიეთ ბრძანება Account Settings.

2. მენიუს გახსნის შემდეგ აირჩიე მენიუ Mobile.

3. შეიყვანეთ თქვენი პაროლი.

4. აირჩიეთ ქვეყანა, რომელშიც იმყოფებით და მობილური ოპერატორის ქსელი.

5. გააგზავნეთ შეტყობინება ტექსტით F ნომერზე 3223 იმ ნომრიდან, რომლის მიბმაც გინდათ ანგარიშთან. თქვენ მოგივათ აქტივაციის კოდი, რომელსაც მოცემულ გრაფაში შეიყვანთ

6. აქტივაციის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც უკვე ჩაწერილი იქნება თქვენი ნომერი. განახლებების ფუნქციის ჩასართავად და გამოსართავად გამოიყენეთ Notifications-ს ველი, რომელიც სურათზეა მონიშნული.

ახლა უკვე შეგიძლიათ facebook – ზე გამოქვეყნებული ყველა სიახლე, რომელიც თქვენ გეხებათ გამოქვეყნებისთანავე შეიტყოთ და შესაბამისად უპასუხოთ ან უყურადღებოთ დატოვოთ.

წინა «
შემდეგი »