Google

ორსულობის ნიშნები და სიმპტომები

დაწერილია:October 16, 2011

დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში წყვილი ინტერესდება იმ შედეგით, რაც შეიძლება ამ აქტს მოჰყვეს. როგორც წესი, დაუცველ სექსის შემდეგ ერთ–ერთი პარტნიორი ორსულად რჩება (XXI საუკუნემდე მდედრობითი სქესის ადამიანს ემუქრებოდა ეს “საფრთხე”, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების და ადამიანის ფანტაზიის განვითარებასთან ერთად დანამდვილებით ვერაფერს იტყვი).

ზოგიერთი წყვილისთვის ეს სასიხარულო ფაქტია, ხოლო ზოგიერთისათვის დამატებითი პრობლემა. ორივე შემთხვევაში წყვილები დაინტერესებულები არიან ამ ამბის იმაზე ადრე გაგებით, ვიდრე ამას კრიტიკული დღეები, ორსულობის ტესტი ან გინეკოლოგი ამცნობთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც დამახასიათებელია (მდედრობითი სქესის) ორსულობის საწყის დღეებში.

ორსულობის ნიშნები ინდივიდუალურია, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მენსტრუალური ციკლის გადაცდენა.

ორსულობის გავრცელებული ნიშნები:

იმპლანტაციის სისხლდენა – იმპლანტაციის სისხლდენა შეიძლება ჩაითვალოს ერთ–ერთი ყველაზე ადრეული სიმპტომად, რომელიც შეიძლება მენსტრუალურ ციკლში აგერიოთ;

მკერდის ტკივილი და შესიება – ეს სიმპტომი იწყება ორსულობიდან 1-2 კვირის შემდეგ, ამ დროს ინდივიდი გრძნობს ცვლილებებს და მკერდზე შეხებისას ტკივილს შეგრძნება მძაფრდება;

დაღლილობა/მოთენთილობა – დაღლილობა და მოთენთილობა ორსულობის ის სიმპტომია, რომლებიც იწყება პირველივე კვირას;

გულისრევა – ეს კარგად ნაცნობი ორსულობის ნიშანი გამოვლინებას პოვებს საწყის 2–8 კვირაში. ძირითადად გულისრევა ხდება დილაობით.

წელის ტკივილი – მცირედი წელის ტკივილებიც შეიძლება აღმოჩნდეს ორსულობის ნიშანი საწყის ეტაპზე.

თავის ტკივილი/თავბრუსხვევა – ჰორმონების უცაბედი ზრდა თქვენს სხეულში იწვევს ხშირ თავის ტკივილს ორსულობის საწყის სტადიაზე.

ხშირი შარდვა – თუ თავს შეატყობთ, რომ უფრო დიდ დროს ატარებთ საპირფარეშოში და გაწუხებთ ხშირი შარდვა, სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ორსულობის დასტური.

კერტების ჩალურჯება – თუ თქვენ ორსულად ხართ, კანი ძუძუს თავების ირგვლივ მიიღებს მუქ შეფერილობას.

საჭმლის შეყვარება ან შეძულება – ორსულთათვის საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია ამა თუ იმ საჭმლის უაზროდ შეყვარება ან შეძულება.

ჩამოთვლილთა გარდა ორსულობის ნიშნები ან სიმპტომები შეიძება იყოს: სქესობრივი ლტოლვის ცვლილება, საჭმლის მონელების დარღვევა, მუდმივად გაღიზიანებული ყოფნა, სუნის გამძაფრებული აღქმა და რა თქმა უნდა, პოზიტიური ორსულობის ტესტი.

ზოგადად ორსულობის საწყისი ნიშნები და სიმპტომები არ არის უნიკალური და ის შეიძლება გავდეს და გამოწვეული იყოს სხვა დაავადებისაგან, რამაც შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. შესაბამისად მხოლოდ ამ სიმპტომების მეშვეობით ვერ დაასკვნით დანამდვილებით ხარ თუ არა ორსულად, მაგრამ ვფიქრობ ეს სტატია გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნიდათ ორსულობის საწყისი ეტაპის შესაძლო სიმპტომებისა თუ ნიშნების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ . . .

  • როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი წამლის გარეშეროგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი წამლის გარეშე ეს ძველებური მეთოდია, განსაკუთრებით ორსულებისთვისაა კარგი, გსმენიათ ალბათ, რომ ორსულებისთვის არ შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტების მიღება, […]
  • როგორ მოუაროთ სახის კანს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პრობლემებს ?როგორ მოუაროთ სახის კანს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პრობლემებს ? ორსულობის დროს ბევრ ქალს სახის კანი ეცვლება, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ქალის ორგანიზმი დიდი ფიზიკურა და ჰორმონულ დატვირთვას […]
  • ფრანგული კოცნაფრანგული კოცნა ფრანგული კოცნა გამოცდილი თუ არა, იმედი მაქვს ყველას ნანახი მაინც გაქვთ. არა აქვს მნიშვნელობა კოცნა იხილეთ ფილმში, ბნელ კუთხესა თუ […]
  • ქალმა როგორ უნდა გაახანგრძლივოს სექსუალური სიამოვნება?ქალმა როგორ უნდა გაახანგრძლივოს სექსუალური სიამოვნება? თანამედროვე ხალხის უმრავლესობა ამუშავებს თავის ტვინს, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ ვინმე ამუშავებდეს სექსუალურ კუნთებს. დაოსურ ჩინეთში, […]
  • როგორ დავკარგოთ ქალიშვილობა?როგორ დავკარგოთ ქალიშვილობა? ქალიშვილობის დაკარგვის გაგონებაზე ერთგავრი ასოციაცია ჩნდება თავისებური შიშის და ტკივილის, პირველ რიგში რაც უნდა დაიმახსოვროთ ნუ დაიჯერებთ […]
  • როგორ ვიქონიო სექსი ციკლის დროს?როგორ ვიქონიო სექსი ციკლის დროს? მენსტრუალური ციკლის დროს სექსს შეუძლია მოიტანოს ბევრი საოცარი შეგრძნება (ისეთიც კი, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ პერიოდში ვერ მიიღო […]
  • როგორ გამოვიყენო ”ტამპონი”?როგორ გამოვიყენო ”ტამპონი”? თქვენ შეიძლება ჯერ ისეთ ასაკში ხართ, რომ არავის უსაუბრია თქვენთან მენსტრუალური ციკლის შესახებ ან შეიძლება უკვე გსმენისათ და გამოგიცდიათ […]
  • როგორ დავისვენოთ ბორჯომში?როგორ დავისვენოთ ბორჯომში? როდესაც საუბარი დასვენებას ეხება, ალბათ ხშირად გვსმენია: ,,ზღვას მთა მირჩევნია". მეც სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთნები, რადგან ზღვაზე […]
  • როგორ უნდა სწორად კოცნა?როგორ უნდა სწორად კოცნა? როგორც კოცნა ასევე სექსი შეგიძლიათ შეისწავლოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რა თქმა უნდა მუდმივი ვარჯიშის საფუძველზე. ყოველი ახალი კოცნთი […]
  • როგორ მოვუაროთ ცხიმიან სახის კანს?როგორ მოვუაროთ ცხიმიან სახის კანს? სულ ცოტა, დღეში ორჯერ მაინც უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით. შეგიძლიათ საპნის მაგივრად გამოიყენოთ შემდეგი ნარევი: ერთნაირი […]
  • როგორ გავირუჯოთ სწორადროგორ გავირუჯოთ სწორად პირველ რიგში სანამ სახლიდან გამოხვალთ გასარუჯად 15-20 წუთით ადრე წაისვით გასარუჯი კრემი. აუცილებლად დაიცავით ის წესი, რომ დილის 11 […]
  • უსაფრთხო ცხოვრებაუსაფრთხო ცხოვრება ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ვერანაირი ფული ვერ შეგიცვლით ჯანმრთელობას. მერე რომ "იდაყვების ჭამა" არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ […]
Translate »