პირველადი დახმარების “ABC” გეგმა

  • salio
  • სექტემბერი 5, 2013

daxmareba“ABC” პირველადი დახმარების მარტივად დასამახსოვრებელ გეგმას წაროადგენს. მასში შედის დაშავებულის მკურნალობის თანმიმდევრობითი ეტაპები. განსაკუთრებით საყურადღებოა ორგანიზმისთვის ჟანგბდის მიწოდება, რაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

“A”გულისხმობს სასუნთქ გზებს. პირველადი დახმარების გაწევისას მთავარია სასუნთ გზებში ჟანგბადი მოხვდეს, რადგანაც დიდი შანსია ისინი გაუვალი იყოს. საჰაერო გზებს წარმოადგენენ ცხვირი, პირი, ხახა და ფილტვებისაკენ მიმავალი ტრაქეა. თუ იგი გაუვალი (გადაკეტილია), დაშავებული იგუდება, რადგანაც სასიცოცხლოდ საჭირო ჟანგბადს ვერ იღებს. ხმაურიანი და გართულებული სუნთქვა სასუნთქი გზების ჩაკეტვის მიმანიშნებელია. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია დაშავებულის ზურგზე დაწვენა ისე, რომ საჰაერო გზა სწორ მდგომარეობაში იყოს და გადცდენილი საგნის თითებით ამოღება.

“B” გულისხმობს სუნთქვას. ორგანიზმი სუთქვით მოძრაობებს უნდა ახორცილელებდეს, სხვა შემთხვევაში, ფილტვებში არსებული ჰაერი განახლებას ვეღარ ახერხებს. ჟანგბადის ნაკლებობა კი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ადამიანი, რომელიც სუნთქვას წყვეტს, მხოლოდ ოთხი-ექვსი წუთის განმავლობაში ცოცოხლობს.პირველადი დახმარება

“C” გულისხმობს ცირკულაციას. თუ გული გაჩერდა, სისხლი სხეულში აღარ იმოძრავებს და შესაბამისად ორგანოებსაც ჟანგბადი გმოელევა. გული შესაძლოა დაზიანდეს უბედური შემთხვევის ან მიღებული ემოციური შოკის დროს.გულის გაჩერების გამომწვევი მიზეზი ზოგჯერ ვენების თრომბოზია, რომლის დროსაც სისხლძარღვების ბლოკირება ხდება. როდესაც გული ჩერდება, ადამიანი აღარ სუნთქავს. პულსი არც მაჯაზე და არც ყელთან არ ესინჯება ,თვალის გუგები კი უფართოვდება. პირველადი დახმარების გამწევმა უნდა შეძლოს ცირკულაციის აღდგენა. ეს გულისხმობს დაშავებულის ზურგზე დაწოლას და ქვედა მკერდის ძვალზე დაწოლით რიტმული მოძრაობის შესრულებას. ეს მოქმედება გულიდან სისხლის ამოტუმბვას იწვევს. ეს მეთოდი შემდეგ ხელოვნური სუნთქვით უნდა შეიცვალოს, რადგანაც ზოგიერთ შემთხვევაში მას ზიანის მიყენება შეუძლია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.