პორტის გახსნა Router ZTE F620 – ზე და რა არის TCP და UCP

  • giogiogio111
  • აპრილი 23, 2015

პორტის გახსნაპორტი არის პროგრამის მიერ გამოყენებადი დაგენერირებული სარკმელი, რომელშიც მიედინება ან გაედინება ქსელიდან ინფორმაცია და იგი იმისთვისაა საჭირო, რომ ინფორმაციათა ცვლამ ერთმანეთს არ შეუშალოს. სხვადასხვა პროგრამები იყენებენ სხვადასხვა პორტებს და ამით ხდება გამავალი და შემომავალი ინფორმაციის კლასიფიკაცია.

როგორ გავხსნათ პორტი Router ZTE F620 – ზე Port Forwarding – ის მეშვეობით?

1. საჭიროა გავიგოთ ჩვენი კომპიუტერის შიდა და გარე IP Address. (აიპი მისამართი)
შევდივართ Start Run.

ვწერთ CMD და იხსნება ფანჯარა.

ფანჯარაში კი ვწერთ ipconfig.

მოგვაწვდის ინფორმაციას IP მისამართების ცხრილის შესახებ.

გავიგეთ ჩვენი კომპიუტერის შიდა და გარე IP  მისამართები.


 2. გავხსნათ პორტი.

მოვაკოპირებთ ჩვენი კომპიუტერის გარე IP მისამართს და ჩავწერთ ჩვენს ბრაუზერში.

შევდივართ სისტემაში,
ZTE F620 – სთვის  Login არის admin
ZTE F620 – სთვის  Password არის admin

გადავდივართ Application > Port Forwarding > Advanced

ვავსებთ ყველა ველს.

Enable მონიშნული
Name სახელი
Protocol TCP AND UDP
WAN Host Start IP Address ვტოვებთ ველს ცარიელს
WAN Host End IP Address ვტოვებთ ველს ცარიელს
WAN Connection ავტომატურად იქნება შერჩეული
WAN Start Port პორტი რისი გახსნაც გსურთ
WAN End Port პორტი რისი გახსნაც გსურთ
Enable MAC Mapping არ უნდა იყოს მონიშნული
LAN Host IP Address თქვენი შიდა IP მისამართი
LAN Host Start Port პორტი რისი გახსნაც გსურთ
LAN Host End Port პორტი რისი გახსნაც გსურთ

და დავაწვებით Add.

პორტი გახსნილია ! ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი თამაშის  სერვერი, ამ პორტის მეშვეობით.

რა არის TCP და UDP

TCP იგივე რაც Transmission Control Protocol. ამ მეთოდის გამოყენებისას, ერთი კომპიუტერი უკავშირდება მეორე კომპიუტერს, აგზავნის ინფორმაციას უშუალოდ კომპიუტერის გავლით და რჩება კავშირზე, სანამ ხდება ინფორმაციის გადაცემა. ასეთი კავშირისას, ჩვენს კომპიუტერებს გარანტია აქვთ, რომ ინფორმაცია დანიშნულ ადგილამდე მივა უსაფრთხოდ და ასევე სწორად. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ შეწყვიტონ კავშირი. მართალია, მონაცემთა გადაცემის ეს მეთოდი უზრუნველყოფს, რომ ინფორმაცია იყოს სწრაფად და საიმედოდ მიწოდებული. მაგრამ ამავე დროს, ტვირთავს კომპიუტერს, რამდენადაც იგი აკონტროლებს კავშირს და ინფორმაციის გადაცემას თავიდან ბოლომდე. ცხოვრებისეულ მაგალითს თუ მოვიშველიებთ, TCP პროტოკოლით ინფორმაციის გადაცემა გავს იმ შემთხვევას, როდესაც თქვენ იღებთ ტელეფონს, ურეკავთ მეგობარს, საუბრობთ გარკვეული დრიოს მანძილზე და დიალოგის დასრულებისას ორივე კიდებთ ყურმილს.

UDP იშიფრება როგორც User Datagram Protocol. ამ მეთოდის დახმარებით ინფორმაცია „იფუთება“ პატარ-პატარა პაკეტებში და იგზავნება ქსელში, იმ იმედით, რომ ინფორმაცია ზუსტად და სწორად მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე. ეს ნიშნავს, რომ UDP პირდაპირ არ უკავშირდება მიმღებ კომპიუტერს, როგორც ეს ხდება TCP-ის შემთხვევაში, მაგრამ აგზავნის მონაცემებს და ეყრდნობა გამგზავნ და მიმღებ კომპიუტერებს, რათა მოხდეს მონაცემთა მიღება იმ წერტილში, სადაც მისი სწორად მიღება ყველაზე მეტადაა შესაძლებელი. მონაცემთა გადაცემის ეს მეთოდი არ გაძლევთ გარანტიას, რომ მონაცემები, რომლებსაც აგზავნით, ყოველთვის მიაღწევს ადრესატამდე. მეორე მხრივ კი, გადაცემის ამ მეთოდს აქვს ნაკლები დატვირთვა და ამიტომ უმეტესად გამოიყენება იმ სერვისებისათვის, რომლებიც არაა აუცილებელი, რომ ამუშავდნენ პირველი ცდისთანავე. ეს მეთოდი შეგვიძლია შევადაროთ, ძველ საფოსტო სერვისს. როდესაც თქვენ მიდიოდით ფოსტის შენობაში, ფუთავდით თქვენს გზავნილს და შემდეგ იმედოვნებდით, რომ ის მიაღწევდა ადრესატამდე, საფოსტო სერვისის მეშვეობით. ძირითად შემთხვევებში ეს ასეც ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ გზავნილი გზაში იკარგებოდა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.