რატომ გვიყვარდება ერთი ნახვით?

  • Annat
  • ნოემბერი 11, 2015

ერთი ნახვით შეყვარებაფილმებსა თუ წიგნებში ხშირია ფრაზა:”შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ მას შემდეგ რაც პირველად დაგინახე, შენზე ფიქრი და ოცნება არ მტოვებს… ” მაგრამ საინტერესოა, ასეთი რამ მხოლოდ ლამაზ ზღაპრებში ხდება, თუ შეიძლება ყოველ  ჩვენგანს ერთ მშვენიერ დღეს რეალობად ექცეს? ნეტავ,  მართლაც არსებობს ერთი ნახვით შეყვარება, თუ ეს უბრალოდ მითია?!

ფსიქოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ერთი ნახვით შეყვარება სავსებით რეალური მოვლენაა. მით უმეტეს ადამიანთათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში რაღაც აკლიათ და სიახლე სწყურიათ. არსებობს მოსაზრებაც, რომ ამ გრძნობის გასაცნობიერებლად ადამიანს მხოლოდ 5 წუთი ესაჭიროება… საოცარია არა? მაგრამ, კიდევ უფრო საინტერესო ამ ემოციის სიმძლავრეა! ფსიქოლოგები თვლიან, რომ სიყვარული და კოკაინის მიღება დაახლოებით ერთსა და იმავე რეაქციას იწვევს ადამიანში. ორივე მათგანი, ტვინის 12 სხვადასხვა ნაწილს, ერთდროულად ეხება და აცნობებს, ბედნიერების შესახებ.

ერთი ნახვით შეყვარება კი იმით აიხსნება, რომ უცნობი, ერთი შეხედვით, იდეალურად აკმაყოფილებს ჩვენს კრიტერიუმებს და გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს “ის ერთადერთია”. დამტკიცებულია, რომ ეს გრძნობა ძირითადად თვალების კონტაქტითაა გამოწვეული, რომელიც მამაკაცებში 8,2 წამსაც კი აღემატება…

ბოლოს კი, იმას გეტყოდით, რომ ვინც ეძებს, ის ყოველთის პოულობს და გისურვებთ, რომ ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარულის განცდა მოახერხოთ!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.