რატომ ინგრევა ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ქორწინება?

  • landa
  • აპრილი 26, 2015

ახალგაზრდა წყვილინაადრევი ქორწინება სამყაროს ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ადრეული ქორწინების ცნება არც თუ ისე დიდი წინ გაჩნდა საქორწინო ასაკზე წარმოდგენა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა იყო, თუმცა ყველა შემთხვევაში, ოჯახის შექმნა მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ადამიანი ფიზიკურად მომზადებულია. მხოლოდ ბიოლოგიური ასაკი საკმარისია ოჯახის შესაქმნელად? რა თქმა უნდა არა ადრეული ქორწინება დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და მრავალ სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემასთან ასოცირდება.

მსოფლიოში ყოველწლიურად მოზარდები 15 მილიონამდე ბავშვს აჩენენ. არსებობოს სამწუხარო სტატისტიკა, რომლის მიხედვით 15–19 ასაკის გოგოებში ფეხმძიმობა და მშობიარობის გართულებით გამოწვეული სიკვდილიანობა 2–ჯერ, ხოლო 15 წლამდე ასაკში 5–ჯერ უფრო მაღალია. მოზარდ გოგოებში საკმაოდ ხშირია სამშობიარო ტრანვები და იმფიცირება მშობიარობის დროს, რაც შემდომში ძალიან ცუდად მთავრდება.

ადრეულ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა მთელი ჯაჭვი, რომელიც ცვლის როგორც თავად მოზარდებს, ასევე მათი ახლობლების ცხოვრებას. მოზარდების უმრავლესობა, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინდება, ვეღარ ახერხებს სწავლის გაგრძელებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას. უკეთეს შემთხვევაში, უწევთ სწავლის გადადება რამდენიმე წლით, რაც უარყოფითად აისახება მათ სამომავლო პროფესიასასა და კარიერაზე.

ახალგაზრდა მშობლებს, რომლებსაც განათლება და მუშაობის უნარ–ჩვევბი არ გაჩნიათ არა აქვთ მუდმივი სამსახური და სტაბილური შემოსავალი. შესაბამისად, უჭირთ როგორც საკუთარი თავის, ასევე ოჯახის რჩენა. ადრეულ ასაკში დაქორწინებული მოზარდების უმრავლესობაოჯახს ქმნის მშობლების ფინანსური მხარდაჭერის იმდედით, იმედის გაცრუებას კი მოჰყვება სერიოზული პრობლემები ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაში.

ადამიანი ზრდისა და გამოცდილების შეძენის პროცესში ყალიბდება. მას ეცვლება გემოვნება, ღირებულებები, ფასეულობები, შეხედულებები. ის რაც ადრე მოსაწონი და მისაღები იყო, მიუღებელი ხდება. ხშირად ამას მოჰყვება ახალგაზრდა წყვილს შორის ხასიათის შეუთავსებლობა და განქორწინება.

2006 წლის მონაწემების მიხედვით, საქართველოში 21 845 ქორწინებიდან 2 060 სამწუხაროდ განქორწინებით დასრულდა. განქორწინებათა დასრულებით 20% 16–დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებზე მოდის. მართალია ისინი ვერ ხვდებიან თუ რა ნაბიჯს დგამენ მის ცხოვრებაში და რა პასუხისმგებლობაა ოჯახი, ისინი რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში ხვდეებიან ამ ყველაფერს, მაგრამ მათი ამ პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზაა განქორწინება. ჩვენს ქვეყანაში ოჯახის შექმნისთვის ასაკის დადგენილი ნორმები არ არის. თუმცა ოფიციალურად ქორწინების ნებადართული ასაკი ქალისთვის, ისევე როგორც ვაჟისთვის 20–25 წელია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.