რატომ უნდა გამოვიყურებოდეთ ელეგანტურად ?

  • landa
  • მარტი 13, 2014

აუთფითიაუცილებელია ქალი გამოიყურებოდეს ლამაზად, რადგან ის სილამაზის და დახვეწილობის ეტალონია. ჩაცმას და მაკიაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არის რაიმე მიზეზი საჭირო იგი სახლშიც ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ასე მგონია, რომ ყველა ქალი ლამაზია. ამ სილამაზეს კი მოვლა და მოწესრიგება სჭირდება.

დიდი მნიშვნელობა და ყურადღება ექცევა ჩაცმის სტილს და ეს სტილი განისაზღვრება იმით თუ სად მიდის, როგორ ადგილას. თუ რაიმე საღამოა ან წვეულებაა უნდა ჩაიცვათ კლასიკურად, ხოლო სხვა დანარჩენ ადგილას პრაქტიკულად მთავარია გეცვათ გემოვნებით.

მოდა ის არის თქვენთვის რაც თქვენ გიხდებათ. შეიძლება ტანისამოსი უბრალო იყოს მაგრამ ძალიან გიხდებოდეთ. ასევე მივმართავ თინეიჯერ მოზარდ გოგონებს, რადგან მათ ხშირად აცვიათ გახეული ჯინსები და ეს უფროსებს არ მოსწონთ. თინეიჯერები არიან თავისუფლები და მათ არ უყვართ კლასიკურად ჩაცმა უფრო სპორტული ჩაცმულობით გამოირჩევიან და ასევე გამოირჩევიან განსხვავებული ვარცხნილობით. უყვართ ტატუ, უყვართ თმის შეღებვა სხვადასხვა ფერებით.

მოდა

რაც შეეხება ელეგანტურად ჩაცმას ზოგიერთ ქალს არ აქვს საშუალება რომ ჩაიცვას მდიდრულად, მაგრამ ეს არ წყვეტს იმას, რომ იყვნენ გემოვნებიანი, ლმაზი და დახვეწილები.

ჩაცმულობასა და მაკიაჟთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს თმის ვარცხნილობას, რადგან კარგად დავარცხნილი და მოვლილი თმა სწორედ, რომ განსაზღვრავს ქალის ელეგანტურობას. წვეულებებზე თმის ვარცხნილობა უნდა ჰქონდეთ განსხვავებული და სადა. მაღლა აწული თმები ეფექტური და დახვეწილია.

ელეგანტური

ძალიან ბევრ ქალს აწუხებს კითხვა, როგორ შევარჩიოთ სასურველი ტანისამოსი? ეს დამოკიდებულია გემოვნებასთან ერთად თქვენ ხასიათზე. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად და ამასთან ერთად იყოთ ლამაზი და ელეგანტური.

საყვარელი

გაზაფხულზე აქტუალურია წითელი, მწვანე და ნათელი ფერები. მხიარული ფერებით უნდა გამოირჩეოდეს გაზაფხულისა და ზაფხულის ტანისამოსი რათა ვიყოთ ეფექტურები. ასევე ჩაცმულობასთან ერთად აუცილებელია სამკაულის გემოვნებით შერჩევა და აუცილებელია ტანისამოსი იყოს სამკაულთან შესაფერისი. მიაქციეთ ყურადღება ფეხსაცმელს და ჩანთას. თუ ეს ორი დეტალი გემოვნებით შეარჩიეთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა.

მე მოუწოდებ ყველა ქალს იყვნენ ელეგანტურები, მოწესრიგებულები, და ლამაზები.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.