რატომ უნდა გვიხაროდეს ახალი წლის მოსვლა?

  • SANTACLAUS
  • დეკემბერი 23, 2015

ახალი წელიძალიან ცოტა დრო დარჩა ახალ წლამდე, სულ რამდენიმე დღე და დადგება 31 დეკემბერი. ვერავის მოსთხოვ, რომ მაინდამაინც უხაროდეს ახალი წლის მოსვლა და მითუმეტეს აღნიშვნა, მიუხედავად მძიმე ფინანსური მდგომარეობისა საქართველოში ადამიანებს მაინც უხარიათ ამ ლამაზი დღის აღნიშვნა. პირადად მე ვაპირებ მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე, ბინა ვიქირავო დავლიო და გავერთო, მართლაც ამოვიდა ყელში უაზრო საახალწლო კონცერტები და ფილმების ყურება. მოკლედ და მარტივად დგება ახალი წელი.

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს,
ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და
შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და
მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი
არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი,
წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით
და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული
გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ,
დღეო სიხარულისაო!“

ახალ წლის კარგად შეხვედრა აუცილებლად აჟიტიტირებულ განწყობას და წვიმებმოხვეულ სირბილს ნიშნავს “ოლ აი ვონთ ფორ ქრისთმას იზ იუს” ფონზე, არადა შესაძლებელია მშვიდ გარემოშიც აღნიშნო ეს დღე.

ახლა კი გავცეთ შეკითხვაზე პასუხი თუ რატომ უნდა გვიხაროდეს ახალი წელი?

ახალი წელი სიდნეიში

ბუნებრივია თვითონ ერთი კალენდარული დღე ვერ შეცვლის ვერაფერს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ დღეს ჩვენ კარგ განწყობაზე ვართ, ვერთობით და ვართ კარგ ადამიანებთან ერთად. ვაანალიზებთ შეცდომებს, ვუსურვებთ ერთმანეთს ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მთავარია როგორ შევხვდებით ახალ წელს, რა განწყობით, იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ ყველაფერი გამოვა, მხოლოდ პოზიტივით და მხიარულებით თუ ვუშველით ჩვენს თავს და სხვებსაც.

ამდენი გაუბედურებული ადამიანის ნახვა, რაც მოგვიწია ამ 2015 წელს იშვიათად თუ ვნახავთ. დღე არ გავა, ვინმე არ მოეკლათ, ვინმეს თავი არ მოეკლა. მოდით ქართველებო გვიყვარდეს ერთმანეთი 2016 წელი ყოფილიყოს სიყვარულის და ბედნიერების მომტანი

იხარეთ და იბედნიერეთ!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.