რატომ უნდა გვქონდეს უფროსებისადმი პატივისცემა?

  • landa
  • თებერვალი 27, 2014

პატივისცემაზოგიერთმა ახალგაზრდამ დაკარგა უფროსებისადმი პატივისცემა არ ითვალისწინებენ მათ აზრს, რჩევას, არ აინტერესებთ ისინი რას ამბობენ, ასევე შეურაცყოფბას აყენებენ საკუთარ დედას, და ოჯახის წევრებს ისინი ვერ აცნობიერებენ თუ რა ტკივილს აყენებენ ამ შეურაცყოფითა და სიტყვებით.

განსკუთრებით ხანდაზმულებს არ სცემს ზოგიერთი ახალგაზრდა პატივს, და ეს ძალიან ცუდად აისახება მათზე, მათ სჭირდება გასაკუთრებული თბილი მოპყრობა, რადგან სიცოცხლის ხალისს ვმატებთ მათ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგ შემთხვევაში შვილებს, მოხუცი მშობლები მიჰყავთ მოხუცთა თავშესაფარიში იმაზე არ ფიქრობენ რამხელა შეცდომას უშვებენ, ვერ აცნობირებენ რომ ისინიც გახდებიან ხანდაზმულები.

არა ერთხელ გვინახავს ტრანსპორტში მოხუცები ფეხზე, რომ დგანან და ახალგაზრდები სხედან. ვერც კი ხვდებიან რომ ეს უპატივცემლობაა. ვერ ხვდებიან რომ მათაც ექნებათ ეს გზა გასავლელი, ისინიც იქნებიან ხანშიშესულები და აი მაშინ მიხვდებიან რომ ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ მათ. მაგრამ მაშინ უკვე ძალიან გვიანი იქნება, რაც შეეხება უფროსებისა და უმცროსებისადმი პატივისცემას ნუ ატკენთ საკუთარ დედას გულს და ასევე გაითვალისწინეთ მათი რჩევა და დარიგება გახსოვდეთ რომ თქვენ მშობლებს თქვენთვის კარგი უნდა.

მოხუცი

მე მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს ვინც ხანდაზმულებისა და უფროსებისადმი უპატივცემლობას გამოხატავს არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენც იქნებით მშობელი დედა ან მამა. მერე კი ხანდაზმულები გაიაზრებთ თუ რა ტკივილს აყენებთ მათ თქვენი გულგრილობითა და ცუდად მობყრობით, ნუთუ ამით სიამოვნებას ანიჭებთ საკუთარ თავს საყვარელი ადამიანების ცრემლებით.

ძალიან გთხოვთ გამოასწორეთ თქვენი დამოკიდებულება მშობლების მიმართ, ხანდაზმულების მიმართ.

პატივი უნდა ვცეთ სიბერეს ის ჩვენი მომავსლია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.