რატომ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით?

  • landa
  • მარტი 11, 2014

კვების რაციონიჯანსაღი საკვები აუცილებლელია ორგანიზმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, აქტიურები და ლამაზები. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხომ ადამიანისათვის ყველაზე მთავარია.

საკვები აუცილებელია მივიღოთ ნატურალური მაგალითად ბოსტნეული, ხილი, რძე, ხილის წვენები და ა.შ არა სასარგებლო საკვები აჩენს სხვადასხვა დავაავადებებს მაგალითად, როგორიცაა კონსერვი, ძეხვი და ა.შ.

განსაკუთრებით ბავშვებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვება ნატურალური პროდუქტით, რადგან ისინი საჭიროებენ ყველაზე დიდ მოფრთხილებას და ზრუნვას. პატარები საჭირო ვიტამინებს სწორედ საკვებით ღებულობენ და მათი განვითარება, ორგანიზმის სიჯანსაღე სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ბავშვების საყვარელი საკვებია, ჩხირები, ჰამბურგერი, ჩიფსები და ა.შ. უფროსებიც ხშირად ,,ანებივრებენ” პატარებს ასეთი საკვებით და ეს ნამდვილად არ უწყობს მათ ჯამრთელობას ხელს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია ასეთი საკვების მიცემა არასრულწლოვნებისთვის.
არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ამ საკვებებით მოწამლულან ადამიანები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იკვებება ასეთი მეთოდით. ისინი ვერ ხვდებიან თუ რა ზიანს აყენებენ საკუთარ თავს.

არაერთხელ გვინახავს ქუჩაში ამ საკვებით ხელში ახალგაზრდობა. უმჯობესია ესეთი საკვები და ასევე სასუსნავები მიიღოთ მცირე ზომით ან საერთოდ არ მიიღოთ, რაც უფრო სწორად და კარგად იკვებება ადამიანი მით უფრო ხანგძლივია მისი ცხოვრება და ასევე ჯანსაღი. უმჯობესია მცირე ულუფებად მივირთვად და იყოს ნატურალური, ვიდრე არასასარგებლო და ბევრი.

საკვებიყურადღება მიაქვიეთ ჯანმრთელ კვებას. მიიღეთ სასარგებლო პროდუქტები, ასევე კვებასთან ერთად აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა და ვარჯიში. სასურველია არ მიირთვათ ღამით, რადგან არ შეგვაწუხოს სიმძიმემ.

თქვენი ორგანიზმისთვის კარგია: ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ხორცეული მოხარშული სახით, ნატურალური წვენები, წვნიანი კერძები და რძის პროდუქტები…

მე ვურჩევდი ადამიანებს, ძირითადად კი მშობლბლებს კვებონ შვილები სწორად, თუ უნდათ ჯამრთელები გაიზარდონ. მერწმუნეთ ეს აუცილებელია დღევანდელ დროში, რადგან საკმაოდ ბევრი და არასასარგებლო საკვებითაა დღევენდელი ბაზარი სავსე.

იყავით ჯანმრთელები, ლამაზები, სიცოცხლით სავსეები და გაზარდეთ ლამაზი ჯანმრთელი თაობა. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებით კვება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.