Google

რა არის ანდროიდი?

დაწერილია:February 9, 2013

android-logo-ანდროიდი-ihow.geვებ-გვერდზე როგორც ხედავთ დაემატა, კატეგორია Android-ი, შესაბამისად მარტივი და ლოგიკური მისახვედრია, რომ აღნიშნულ კატეგორიაში განთავსდება სტატიები, რომელიც დაკავშირებულია ანდროიდთან.
ბევრს ალბათ გაეხარდება ეს სიახლე მაგრამ, უფრო მეტს წარმოდგენა არ აქვს, რა არის ანდროიდი, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ეს ტერმინი ძალიან ხშირად ესმის, ტექნიკაზე საუბრისას ან ტექნიკის რეალიზატორ მაღაზიებში.

ეს ტერმინი ძირითადად შეგხვდებათ მობილურ ტელეფონებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზე (ტაბლეტებზე) საუბრისას. და მაინც რა არის ეს ანდროიდი? ერთი შეხედვით ძალიან მარტივი კითხვაა, მაგრამ დამწყებთათვის ამის ახსნა საკმაოდ რთულია და სიღმისეულ ახსნას მოითხოვს, მომიტევეთ ძალიან სიღრმეშიც ვერ წავალ და მარტივად ვიტყვი ანდროიდი არის ოპერაციული სისტემა, ისეთივე როგორიც არის კომპიუტერებზე Windows (ვინდოუსი), კომპიუტერისთვის არის კიდევ სხვა ოპერაციული სისტემები, მაგრამ იმედია ვინდოუსი ყველამ იცით და დაახლოებით ისიც იცით რას წარმოადგენს კომპიუტერისთვის (ნუ Apple-ის მოყვარულთათვის ვინდოუსის ნაცვლად ალბათ Mac OS-ის , მოყვანა ჯობდა მაგალითად მაგრამ არამგონია, ვაშლომანებმა Android-ზე სტატია წაიკითხონ).

თუ თქვენ დაახლოებით მაინც იცით რა არის ვინდოუსი კომპიუტერისათვის ადვილად მიხვდებით ანდროიდის მნიშვნელობას მობილურისათვის და ტაბლეტისათვის.

Android-based-Tablet-Smartphone-ihow.ge

 

Android-ის ესეთი დიდი წარმატება აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ “ინტერნეტ ღმერთს”-Google-ს, რადგან სწორედ მას შემდეგ გახდა პოპულარული ანდროიდი რაც იგი გუგლმა შეიძინა.

Android-ი დაფუძნებულია Linux-ის ბაზაზე (Linux-იც ისევე როგორც ვინდოუსი ოპერაციული სისტემაა), და გვთავაზობს ძალიან ბევრ ვიჯეტს და მილიონობით აპლიკაციას, რომელიც ძალიან მარტივატ ყენდება და ხელმისაწვდომია უფასოდ (არის ასევე ფასიანი აპლიკაციებიც, მაგრამ ძალიან იშვიათად ფასიანი დაგჭირდეთ, რადგან უფასო აპლიკაციების ძალიან დიდი არჩევანია) Google Play store-ის დახმარებით, რომელიც ყველა ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობას აქვს.

Android-ს იყენებენ ისეთი კომპანიები როგორებიც არიან: Samsung, LG, Sony, HTC, და ა.შ. ანდროიდი ყველაზე ფართოდ გამოიყენება სამსუნგის ტელეფონებსა და ტაბლეტებში. Android-ის სხვადასხვა ვერსიები არსებობს მისი თავდაპირველი ვერსია იყო 1.0, ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ Google ანდროიდის სხვადასხვა ვერსიებს სხვადასხვა საჭმელის/ტკბილეულის სახელებს არქმევს (გამონაკლისი იყო 1.0 ვერსია):

  • Android 1.0 Beta
  • Android 1.5 Cupcake
  • Android 1.6 Donut
  • Android 2.0/2.1 Eclair
  • Android 2.2.X Froyo
  • Android 2.3.X Gingerbread
  • Android 3.X Honeycomd (ძირითადად გამოიყენებოდა ტაბლეტებში)
  • Android 4.0.X Ice Cream Sandwich (გამოიყენებოდა როგორც მობილურებში ასევე ტაბლეტებში)
  • Android 4.1/4.2 Jelly Bean (გამოიყენება როგორც მობილურებში ასევე ტაბლეტებში)

ანდროიდზე მომუშავე პირველი ტელეფონი გაიყიდა 2008 წლის ოქტომბერში.

android_logo-ihow.ge

2009 წლის მონაცემებით ადროიდს სმარტფონების ბაზრის წილის მხოლოდ 2,8% ეჭირა, 2010 წელს მან ბაზარზე წილი 33%-მდე გაზარდა (და გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონ პლატფორმა), 2011 წელს კი ბაზრის ნახევარზე მეტი 52.5% დაიპყრო, ხოლო 2012 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით ანდროიდს ბაზრის წილის 75% ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია რომ 2012 წლის ივლისის თვის მონაცემებით ანდროიდს ამერიკაში ბაზრის წილის 52%, ხოლო ჩინეთის ბაზრის 90% ეკუთვნოდა.

ასევე წაიკითხეთ . . .

Translate »