რა არის და რატომ უნდა ვიკითხოთ კომიქსები?

  • irakli2002
  • May 3, 2014
  • 0

კომიქსიალბათ ყველამ ვიცით სუპერგმირების შესახებ. ეს გვაქვს გაგონილი ფილმებიდან თუ მულტფილმებიდან, მაგრამ ყველაფერი კომიქსებით დაიწყო. ალბათ იცით რა არის კომიქსი, კომიქსი არის გრაფიკული ნოველა, (ანუ ნახატებიანი წიგნი), სადაც არის ნახატები და აწერია შესაბამისი წარწერები. ძალიან ბევრი ფილმი არის კომიქსზე აგებული მაგალითად: სპაიდერმენი, ბეტმენი და თვით ისტორიული ფილმიც “300”.

კომიქსები მსოფლიოში ორი გიგანტი კომპანიის მარველისა (Marvel) და დისის (DC) მეშვეობით გახდა ცნობილი.

მარველის პერსონაჟებია:

“ადამიანი-ობობა”

ადამიანი ობობა

“რკინის კაცი”

რკინის კაცი

 

“ჰალკი”

ჰალკი

ალბათ ყველას გვაქვს ამ პერსონაჟებზე ფილმი ნანახი. ამ ფილმების ისტორია კომიქსებიდან არის, მაგრამ საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ კომიქსი ბავშვური მაიმუნობაა, მაგრამ ეს ასე არ არის. თავიდან როცა კომიქსი გამოვიდა თვლიდნენ, რომ ის იყო ძალიან ცუდი რადგან ბავშვებს წიგნის კითხვას გადააჩვევდა, მაგრამ შემდეგ ამის საწინააღმდეგო დამტკიცდა და დაიწყო უამრავმა კომპანიამ კომიქსების გამოშვება. დღეს-დღეობით კომიქსები ძალიან გავრცელებულია ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში კი კომიქსებს “„DIN-STUDIO” თარგმნის.

ასევე კომპანია: DC COMICS ის პერსონაჟებია:

ბეტმენი, სუპერმენი, აქვამანი, ფლეში, ვონდერ ვუმენი და ა.შ

კომიქსი ადრე უბრალოდ იბეჭდებოდა ჟურნალებში და ეს იყო კომედიური რაღაცა, მაგრამ შემდეგ აიტაცეს ეს ლიტერატურის და ხელოვნების ჟანრად. კომიქსი არის ძალიან საინტერესო ჟანრი, მას არამარტო ბავშვი კითხულობს არამედ მოზარდიც და იშვიათ შემთხვევაში ასაკოვნებიც კი.

საქართველოში კომიქსის კულტურა ნელ-ნელა ვითარდება. ახლა შემოგთავაზებთ კომიქსის გვერდებს:

დოქტორი ჰუ

ბეტმენი

აირონ მენი

აი ესეთია კომიქსი. თითქმის ყველა კომიქსს ყავს თავისი “ფანი” კომიქსები იბეჭდება ჟურნალებად და კიდევ გამოდის სქელ წიგნებადაც. კომიქსი ძირითადად არის ამერიკული. მოკლე ინფორმაციები სხვადასხვა კომიქსის პერსონაჟებზე:

ადამიანი ობობა: ადამიან-ობობას ნამდვილი სახელი პიტერ პარკერია. ის იყო ჩვეულებრივი თინეიჯერი სანამ მას რადიოაქტიური ობობა უკბენდა. ობობას კბენამ მას მისცა ობობის შესაძლებლობები: გაუუმჯობესა რეფლექსები, მოუმატა ძალა და შეეძლო კედლებზე ძრომიალი. შემდეგ კი მან გააკეთა ქსელის გამოსაშვები აპარატი და ქალაქში ქსელებით დაფრინავდა. მან გადაწყვიტა სუპერგმირობა, რადგან ბიძამისმა უთხრა: “დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს”.

რკინის კაცი: რკინის კაცის ნამდვილი სახელი და გვარია “ტონი სტარკი”, ის ერთხელ ომის დროს გაიტაცეს და უთხრეს გაეკეთებინათ მისტის ბომბი თორემ მოკლავდნენ. მან კი თავის გადასარჩენად შექმნა კოსტუმი რომლის მეშვეობითაც თავს დაიძვრენდა არსებული სიტუაციიდან. კოსტუმს შეეძლო ტყვიების სროლა და მისი მფლობელის ტყვიებისაგან დაცვა. შემდეგ კი მან უფრო დახვეწა კოსუმი და ამით გახდა სუპერგმირი.

კაპიტანი ამერიკა: კაპიტანი ამერიკა იყო სუსტი ადამიანი, რომელსაც ჯარში არ იღებდნენ. ერთხელ ის ერთმა მეცნიერმა მიიღო ჯარში და ჩაუტარა ექსპერიმენტი, რის შედეგადაც ის ძალიან ძლიერი გახდა. ამის შემდეგ მან დაამზადა ფარი. ეს ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, ამის შემდეგ ის გაიყინა და 70 წლის გამნავლობაში გაყინული იყო. შემდეგ კი ის გაალღვეს და ცოცხალი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი მან დაიწყო სუპერგმირობა.

კომიქსი არის აუცილებელი და ძალიან საჭირო ბავშვისთვის. ასევე მოზარდისთვის, მაგრამ შედარებით დიდებისთვის ეს უბრალოდ გასართობია. ეს ბავშვს წარმოსახვით უნარს უვითარებს, ბავშვი ხვდება, რომ არ უნდა მოიქცეს ცუდად და უნდა დაეხმაროს სამყაროს, რათა დადებით და მისაბაძ პერსონად ჩამოყალიბდეს.

წინა «
შემდეგი »