• მთავარი
  • >
  • Android
  • >
  • რა არის და როგორ მოვიხმაროთ NFC ანდროიდ სმარტფონებსა და პლანშეტებზე?

რა არის და როგორ მოვიხმაროთ NFC ანდროიდ სმარტფონებსა და პლანშეტებზე?

  • zviadii
  • დეკემბერი 1, 2014

nfcთავდაპირველად ტექნოლოგიამ NFC (Near Field Communication) გავრცელება ჰპოვა უკონტაქტო გადახდებში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სმარტ-ბარათი ჩაშენებული NFC ჩიპით როგორც გადახდის ბარათი სხვადასხვა მაღაზიასა თუ დაწესებულებაში, ტრანსპორტში ან როგორც უკონტაქტო გასაღებად. ბოლო პერიოდში აღნიშნული ტექნოლოგია უფრო ხშირად გამოიყენება სმარტფონებსა და პლანშეტებში. თითქმის ყველა მსხვილი მწარმოებელი ამატებს თავის მოწყობილობაში NFC ადაპტერს.

რა არის NFC?

სიტყვა-სიტყვით ინლისურიდან ითარგმნება როგორც “ახლო ველის კომუნიკაცია” რაც უბრალო ენით შეიძლება გაიშიფროს როგორც უკონტაქტო კავშირი ახლო მანძილებზე. ამგვარად ვხედავთ რომ ორ NFC ურთიერთ დაკავშირებულ მოწყობილობას შეუძლიათ დაამყარონ კავშირი როცა ერთმანეთთან ახლოს არიან და მართლაც მისი მოქმედების რადიუსი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრია.

მობილურ მოწყობილობებში NFC შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ მაგალითად თქვენი მობილური ტელეფონი გადააქციოთ ვირტუალურ საბანკო ბარათად, გამოიყენოთ როგორც საშვი სხვადასხვა დაწესებულებაში.

ოპერაციულ სისტემა ანდროიდში NFC ტექნოლოგია თავდაპირველად გამოჩნდა ვერსიაში 4.0 Ice Cream Sandwich. მისი ფუნქცია Beam საშუალებას იძლევა აგრეთვე ფაილების ურთიერთ გაცვლისა მოწყობილობებს შორის.

რა საჭიროა NFC თუ გვაქვს Bluetooth?

NFC უფრო ხშირად როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების გადასახდელად. ამ შემთხვევაში ბლუთუსი ნაკლებად გამოდგება, რადგან მისი დიდი მოქმედების რადიუსის გამო არის საშიშროება თქვენი საგადასახადო მონაცემების ქურდობისა და მეორეც ბლუთუსისგან განსხვავებით ორი NFC მოწყობილობას შორის დაკავშირება ხდება მომენტალურად.

ენეფეს

 არის თუ არა თქვენს მოწყობილობაზე NFC მხარდაჭერა?

ყველა სმარტფონსა და პლანშეტს არ აქვს აღნიშნული მოდულის მხარდაჭერა. როგორ გავიგოთ მისი არსებობის შესახებ?

ზოგიერთი მწარმოებელი როგორიცაა Samsung პირდაპირ ელემენტზე ანთავსებენ წარწერას Near Field Communication, ხოლო Sony პირდაპირ აპარატზე ანთავსებს ლოგოტიპს NFC.

უფრო ადვილია NFC მოდულის არსებობის ნახვა ანდროიდ მოწყობილობის პარამეტრბიდან: შევდივართ პარამეტრების მენიუში, განყოფილებაში უსადენო კავშირი ვაწვებით “კიდევ” და მოდულის არსებობის შემთხვევაში უნდა გამოჩნდეს პუნქტი NFC.

NFC-ის აქტივაცია

მოვნიშნოთ პუნქტი “ვადასტურებ მონაცემთა გაცვლს სხვა მოწყობილობებთან”. ამავე დროს ავტომატურად ჩაირთვება ფუნქცია Android Beam. თუ ეს ფუნქცია არ ჩაირთო უბრალოდ დააჭირეთ მას და აღნიშნეთ “კი”, რათა ჩართოთ ის. როდესაც Android Beam გამორთულია ეს ზღუდავს NFC-ის შესაძლებლობებს მონაცემთა გაცვლაში.

nfc-ის აქტივაცია

მონაცემთა გაცვლა NFC-ის დახმარებით

მას შემდეგ რაც გავააქტიურებთ NFC-ს, შეგვიძლია გამოვიყენოთ მონაცემთა გასაცვლელად. უკეთესი შედეგის მისაღწევად ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ პირობებს: ორივე მოწყობილობაზე მიმღებზეც და გამგზავნზეც უნდა გააქტიურებული იყოს NFC და Android Beam, არცერთი მოწყობილობა არ უნდა იყოს ძილის რეჟიმში ან დაბლოკილი ეკრანით, როდესაც ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიიტანთ მწყობილობებს გაისმება ხმოვანი სიგნალი რაც იმის მაუწყებელია, რომ მოწყობილობები დაკავშირდნენ, არ დააშოროთ ისინი ერთმანეთს სანამ არ იქნება მონაცემთა გადაცემის დასრულების სიგნალი.

NFC ჩიპი ზალიან პატარაა და მისი ჩამონტაჟება ყველგანაა შესაძლებელი: სავიზიტო ბარათებში, სავაჭრო ნიშნებში, სამაჯურებში და სხვა საგნებში. ისინი შეიცავენ ინფორმაციას ადამიანზე, URL-მისამართს, ინფორმაციას საქონელზე და ბრძანებებსაც კი რაც უნდა შეასრულოს თქვენმა ტელეფონმა თუ პლანშეტმა გარკვეულ ზედაპირთან კავშირის დროს. NFC-დან მონაცემთა წასაკითხად ან ჩასაწერად საჭიროა სპეციალური პროგრამა.

დასკვნა

უმეტესობა თანამედროვე ანდროიდ მოწყობილობებისა უკვე აღჭურვილია NFC მოდულით, მაგრამ მისი ფუნქცია ჯერ კიდევ ნაკლებადაა მოთხოვნადი და გამოიყენება მხოლოდ მონაცმთა გაცვლისათვის და მომსახურების გადახდისათვის. თუმცა მომავალში NFC შესაძლოა შეაღწიოს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, მოულოდნელშიც კი.

წინა «
შემდეგი »