რა არის ტრანსფერინგი?

  • Creed
  • მაისი 19, 2014

სულიერი-სიმშვიდე-ihow.geროგორც უკვე ნათქვამია, “შენი რწმენითა, მოგეცემა შენ”. ეს მართლაც ასეა. მაგრამ როგორ დავიჯეროთ? აზრი არა აქვს საკუთარი თავის დარწმუნებასა და დათანხმებას. უმჯობესია დაკავდით კონკრეტული საქმის კეთებით: შეგიძლიათ შეისწავლოთ წიგნი “რეალობის ტრანსფერნიგი” ვადიმ ზელანდის მიერ, რომელშიც განხილული ცხოვრება განსხვავებული კუთხით.

გამოიყენეთ სხვადასხვა პრინციპები პრაქტიკაზე და გაანალიზეთ მისი შედეგი. “გარეშე განგება” გაგიხსნით კარებს იმ სამყაროში, სადაც შეუძლებელიც შესაძლებელია. როდესაც გონება დგება ფაქტის წინაშე, მაშინ იგი იღებს შეუძლებელს საკთარი სამყაროს შაბლონში და სასწაულს აძლევს საშუალებას განხორციელდეს. როდესაც ნახავთ რომ ტრანსფერინგი მუშაობს, მაშინ თქვენ უკვე აღარ გამოგადგებათ რწმენა (რაიმეს მიმართ, არა რელიგია) – რადაგან თქვენ უკვე გექნებათ ცოდნა.

ტრანსფერინგი გაძლევთ შემოგარენის რუკასა და თამაშის წესებს. თქვენი გადასაწყვეტია თუ როგორ მოეპყორთ მათ. თქვენ თვითონ ხართ საკუთარი სამყაროს მეფე ან დედოფალი. არ მოჰყვეთ სხვის ზეგავლენის ქვეშ, იქონიეთ საკუთარი აზრი და დაუჯერეთ საკუთარ თავს. არ დაუჯეროთ სხვის გადაწყვეტილებებს. თქვენ ხომ ყველაფერი იცით და შეგიძლიათ.

მაგრამ ახლა როდესაც თქვენ უკვე გაქვთ ცოდნა, მაინც ვერ იქნებით შეცდომებისგან დაზღვეული. ჭეშმარიტი წარმატება ყალიბდება წარუმატებლობების ნანგრევებზე. ყველა განთქმულმა პიროვნებამ გაიარა ბევრი უსიამოვნება, რის აფიშირებაც მათ არ სურთ. ამიტომ თუ თქვენ დაგატყდათ წარუმატებლობა – არ მოიწყინოთ, პირიქით გაიხარეთ, თქვენ ხომ დაადქით თეხი გზას წარმატებისაკენ. ზოგჯერ თქვენ მოგეჩვენებათ, რომ გარემოებები თქვენს საწინააღდეგოდაა, მაგრამ თქვენ საიდან იცით, თუ როგორია გზა წარმატებისაკენ?

ამ უძველესი ცოდნის მცველებმა იმიტომ კი არ გაგვიხსნეს ტრანსფერინგი, რათა დავიჯეროთ მხოლოდ მეტაფიზიკის რეალობა, არამედ რომ დაგვანახონ იმედი. სადაც არსებობს რწმენა, იქვე შეხვდებით ეჭვს. ხოლო იმედი გვჭირდება, რომ დავიწყოთ მოქმედება. დაიწყეთ მოქმედება და თქვენ დაინახავთ, რომ რაც გეგონათ შეუძლებელი გადაიქცევა რეალობად. როდესაც იმედი გამოიმუშავებს საკუთარ საქმეს, მაშინ თქვენთან მოვა ცნობიერება. აი ზუსტად მაშინ თქვენ საკუთარ თავს ეტყვით : მე არ მსურს, არ მრწამს და არ ვიმედოვნებ – არამედ, მე განზრახული მაქვს და მე ვიცი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.