იმ ადამიანებს ვისაც ვებ-ის განხრით რაიმე გამოცდილება აქვს ალბათ ეცოდინებათ, რომ ნებისმიერ ვებ-გვერდს სჭირდება ჰოსტინგი. არსებობს რამდენიმე უფასო ჰოსტინგიც, მაგრამ გაცილებით მოსახერხებელია საკუთარი საიტის localhost-ზე “გატესტვა”.
ზუსტად ამიტომ, გადავწყვიტე ამ თემის გარშემო სტატია დამეწერა. Vertrigo server დაგეხმარებათ თქვენსავე კომპიუტერში გქონდეთ საკუთარი ჰოსტინგი. ამისათვის პირველ რიგში უნდა გადმოწეროთ პროგრამა ოფიციალური საიტიდან (Vertrigo server-ის გადმოსაწერი ლინკი), რის შემდეგაც დეტალურად გასწავლით თუ როგორ უნდა გამართოთ და გამოიყენოთ ის.
როდესაც პროგრამას წარმატების დააინსტალირებთ, ამის შემდეგ მის გამართვაზე მიდგება საქმე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ იყენებთ -skype-ს შესაძლებელია პროგრამამ წარმატებით არ იმუშაოს, ამიტომ ჯერ გამორთეთ სკაიპი, შემდეგ ჩართეთ vertrigo server და მერე სურვილისამებრ შეგიძლიათ ისევ ჩართოთ Skype.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ პროგრამის გართულ მუშაობაში, მარჯვენა ქვედა ნავიგაციაში, vertrigo server-ს უნდა ჰქონდეს მწვანე + . თუ ყველაფერი რიგზეა, შემდგომ შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ პროგრამის გამოყენებაზე.
იმ შემთხვევაში თუ თქვენს რომელიმე ბრაუზერში ჩაწერთ ლინკს: http://localhost/ თქვენთან უნდა გამოჩნდეს შემდეგი გვერდი, ასევე გეტყვით რომ PHP admin ის მონაცემები არის user:root password:vertrigo, PHP admin გჭირდებათ database-ის შესაქმნელად.

იმ შემთხვევაში თუ database შექმენით, ახლა უკვე სკრიპტის ატვირთვაზე უნდა ვიფიქროთ, ამისათვის შევდივართ იმ folder-ში, სადაც vertrigo server-ი გაქვთ დაინსტალირებული. (default-ად C:\Program Files\VertrigoServ), როდესაც შეხვალთ folder-ში, იქ უნდა დაგხვდეთ www განყოფილება, ზუსტად ამ განყოფილებაში უნდა აიტვირთოს თქვენთვის სასურველი სკრიპტი.
შეგიძლიათ რამდენიმე სკრიპტი ატვირთოთ folder-ში და ყველას სხვადასხვა სახელი დაარქვათ. მაგალითისთვის განვიხილოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი wordpress და Datalife Engine, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვაინსტალირებთ wordpress, www განყოფილებაში შევქმნით folder-ს wp და შიგნით “ჩავყრით” საინსტალაციო ფაილებს. ამის შემდეგ http://localhost/wp-ზე იქნება ჩვენთვის სასურველი wordpress , ანალოგიურად http://localhost/DLE თუ wp folder – ის მაგივრად შევქმნით DLE folder-ს. შეგიძლიათ ორივე folder გქონდეთ და ეს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის თქვენს localhost-ს.
