რა არ უნდა ვუთხრათ ქალს

  • marinola
  • აგვისტო 17, 2012

ცნობისმოყვარე ქალი

  • არ მოატყუოთ, ჯობია გაჩუმდეთ ვიდრე მოატყუოთ. თუ ამას გააკეთებთ იცოდეთ დაკარგავთ მას.
  • არ უთხრათ დეტალურად ინფორმაცია თქვენს ბიზნესზე, თუ მაინც ჩაგაცივდათ ზოგადად აუხსენით.
  • თქვენი ოჯახური საიდუმლოება. ამაში შედის პირადი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, მათი საქმიანობა.
  • არ უთხრათ როგორი წარმოგიდგენიათ იდეალური ქალი, მას თავი იდეალური ჰგონია თქვენს თვალში, თუ მიხვდა რომ ეს ასე არ არის თამაშს დაიწყებს და თქვენ ვერ დაინახავთ მის ბუნებრიობას.
  • არ უთხრათ თქვენი შეცდომებისა და რომანების შესახებ.
  • თქვენი ახლობლების ტელეფონის ნომრები და მისამართი.
  • არ უთხრათ თვეში რამდენი გაქვთ შემოსავალი.
  • არ გაცეთ მასთან თქვენი მეგობრების საიდუმლოებები.
  • არ უთხრათ თქვენი გამოცდილების შესახებ ამა თუ იმ საქმეში. ეს თავად უნდა დაინახოს ან მიხვდეს. სჯობს დასკვნები თვითონ გამოიტანოს და დაინტერესდეს თქვენით.
  • არ მოუყვეთ თქვენი პირველი სიყვარულის შესახებ.

სჯობს ეს წესები შეასრულოთ სანამ ის თქვენი ცხოვრების თანამგზავრი არ გახდება, მაგრამ არც მერეა საჭირო დეტალურად ყველაფრის ახსნა, განსაკუთრებით კი ადრინდელი რომანების შესახებ.

წინა «
შემდეგი »