რა და როგორ ვაჭამოთ კატას

  • Маня
  • ივნისი 12, 2013

Cat_food_bowl(1)

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად პლანეტის მოსახლეობის 56 %-ს ოჯახში ჰყავს კატა. იმისთვის რომ თქვენს ოთხფეხა მეგობარს გაუხანგრძლივოთ ცხოვრება დიდი ყურადღება მიაქციეთ მის სწორ კვებას.

ვეტერინარები არ გვირჩევენ ცხოველებისთვის ადამიანის საკვების მიცემას. კატის ორგანიზმი ცუდად ითვისებს მარილიან, შემწვარ, ტკბილ ასევე სანელებლებითა და გემოს გამაძლიერებლებით გამდიდრებულ საკვებს. ამ რჩვების უგულებელყოფის შემთხვევაში კატას თანდათან დაუსუსტდება კუჭ-ნაწლავის სისტემა, თირკმელი და ღვიძლი. ცხოველის მკურნალობა კი ხანგრძლივ მკურნალობასა და დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ცუდ შემთხვევაში კი კატის სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

რა უფრო უკეთესია : მზა კატის ქარხნული საჭმელი, თუ მზრუნველი პატრონის მიერ მომზადებული სადილი?- ამ კითხვაზე ვეტერინარები ჯერ კიდევ კამათობენ. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, კატის სპეცილური ქარხნული საკვები შეიცავს ყველა მინერალს ვიტამინსა თუ დანამატს, რაც ცხოველის სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო. მათი გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მშრალი ქარხნული საკვები ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ვეტერინარების თქმით კატებისთვის შესაძლებელია ნატურალური საკვების მიცემა, ოღონდ რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ის აკრძალვები რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. საკვების მრავალსახეობა ცუდად მოქმედებს საკვების ათვისებაზე. ასევე არ არის სასურველი ქარხნული და ნატურალური საკვების ერთად არევა. ამით თქვენ დაარღვევთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ბალანს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კატის საკვების ყიდვისას

ვეტერინარები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ საკვების ფასზე. ხარისხიანი საკვები იაფი ნამდვილად არ ეღირება. ეკონომ -კლასის საკვები შეიცავს სუბ-პროდუქტებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უზიანდებათ კუჭნაწლავის სისტემა. თუ თქვენ კატას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები შეეცაცეთ შეუძინოთ საკვები სამკურნალო cat-food-fishეფექტით. თუ თქვენს შინაურ ცხოველს საკვების მიღების შემდეგ გაუჩნდება დიარეა, ცრემლდენა ან გულისრევა აუცილებლად გამოუცვალეთ საკვები რაციონი და მიმართეთ ვეტერინარს. ჯანმრთელი ცხოველი დღეში სულ ცოტა 2 ჯერ მაინც უნდა მიირთმევდეს.

ნატურალური პროდუქტებიდან კატებს შეგვიძლია ვაჭამოთ : ქათმის და საქონლის ხორცი. სასურველია უმი ხორცის მიცემაზე თავი შევიკავოთ, უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმე წუთი მაინც გავაჩეროთ ადუღებულ წყალში.  ძვლების კატის რაციონში ჩართვა მიზანშეწონილი არ არის, რადგან მის კუჭს ძვლევის დამუშავება უჭირს და შეუძლია შეკრულობაც გამოიწვიოს. კატებისთვის საუკეთესო საკვები თევზის პროდუქტია. არ უნდა დაგვავიწყდეს რძის ნაწარმიც : ხაჭო, არაჟანი, კეფირი, იოგურტი. ბურღულეულიდან შესძლებელია მივცეთ ბრინჯი და წიწიბურა. ბურღულს გავურიოთ ცოტაოდენი ხორცი და კატებისთვის სასურველი სადილიც მზად იქნება. ბოსტნეულიდან სპეციალისტები გვირჩევენ კიტრს, კომბოსტოსა და ყაბაყს.

ადამიანის ორგანიზმის მსგავსად კატის ორგანიზმსაც ჭირდება ვიტამინები და მინერალები, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზაფხულით, როცა იმუნიტეტი დაბალია. მიეცით მას სპეციალური ვიტამინები, ტაურინი. ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ როგორ ჭამენ კატები ბალახს, ამით ისინი გარკვეული ვიტამინების მიღებას ცდილობენ. ამიტომ თუ გაქვთ შესაძლებლობა ეზოში დათესეთ В ვიტამინის შემცველი მცენარეები.

კატა, რომელი იკვებება ნატურალური პროდუქტებით შესაძლებელია საერთოდ არ სვმადეს წყალს. ხოლო კატა, რომელიც იკვებება ქარხნული მზა საკვებით დიდი რაოდენობით სვამდეს სითხეს. კატისთვის განკუთვნილი წყალი უნდა იყოს სუფთა და გაფილტრული.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.