რა ვაჩუქოთ ბავშვს დაბადების დღეზე?

  • marinola
  • აგვისტო 5, 2012

ვაჩუქოთ საჩუქარიეს არც ისე მარტივია. ვთქვათ ვაჩუქეთ ბავშვს რაიმე მოხმარებადი საგნები, სათამაშო, საბავშვო კოსმეტიკა, ტანსაცმელი. ეს  ძალიან გაახარებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი დარჩება. სათამაშო მალე გატყდება ან მოსწყინდება, კოსმეტიკა დაიცლება და დავიწყებას მიეცემა, ტანსაცმელი კი მალე დაპატარავდება, ბავშვი ხომ სწრაფად იზრდება.

სხვა გამოსავალიც არსებობს ეს არის ფული. მაგრამ ბევრი უნდა აჩუქო, ისე რომ სამახსოვროდ რაიმე შეუძინოთ, მაგრამ ის ხომ ბავშვია? მოდი ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ.

მგონი ასე უნდა მოვიქცეთ: ვაჩუქოთ მას სურათის ჩარჩოები და ალბომები. შემდეგ წავიყვანოთ გასართობ ცენტრში, ბუნებაში ან სადმე, სადაც მას მოსწონს და შეუძლია ხალისიანი დროის გატარება, უმჯობესია თუ თავის მეგობრებსაც წავიყვანთ.  გადავუღოთ სურათები და ჩავაკრათ ჩვენს ნაჩუქარ ალბომში და ჩარჩოებში. ამით ცხოვრებასაც გავულამაზებთ, თავის ოთახსაც და ხშირად მოიგონებს თუ რა ბედნიერი დაბადების დღე გაატარა.

წინა «
შემდეგი »