რა ვაჩუქოთ საყვარელ ქალს ახალ 2012 წელს?

  • guli-kizi
  • დეკემბერი 29, 2011

ახალი წლის შეხვედრა საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. ნათესავებისა და მეგობრებისათვის საჩუქრის მირთმევა რიტუალის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ბავშვობიდან შევეჩვიეთ.

ორმაგად სასასიამოვნოა მჩუქებელისათვის, თუ საჩუქარი ადრესატს მოეწონება, მითუმეტეს – თუ გაირკვევა, რომ ის საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდა. გამოდის, რომ საჩუქრის ჩუქებაც ერთგვარი ხელოვნებაა. აარჩიო საახალწლო საჩუქრი ქალისთვის, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ საჭიროა დიდი მონდომება, რომ იპოვო ზუსტად ის რაც მას ნამდვილად მოეწონება.

დამდეგი ახალი 2012 წელი – არის შავი დრაკონის წელი, ხოლო ის განიცდის სისუსტეს არაორდინალურობისადმი, მიხარულობის და სიმდიდრისადმი, ტყუილად არ არის, რომ ძველ მითებში ეს არსება იცავდა სიმდიდრით სავსე გამოქვაბულებს და ციხეებს. აქედან გამომდინარე, პირველი რაც შეიძლება აჩუქოთ ქალს არის ძვირფასი სამკაულები.

რა თქმა უნდა, დრაკონსაც და ქალსაც ურჩევნიათ, რომ სამკაული იყოს ძვირფასი მეტალისგან და ქვისგან დამზადებული და თუ თქვენც ასე ფიქრობთ და მათ ამ საჩუქარს აჩუქებთ, ეს მაინც არ გაცილებთ თავიდან ისეთ კითხვებს, როგორიცა რა ზომისაა ქვა, რს ფერისაა მეტალი?

როდესაც, უპირატესობას რომელიმე მეტალს ანიჭებთ (ვერცხლს, ოქროს ან პლატინას ან სხვა), გაიხსენეთ რომელ მეტალს ატარებს ჩვეულებრივ თქვენი საყვარელი ქალბატონი.

არსებობს კარგი ტონი, რომ ფერები რომელებსაც ქალი ატარებს ერთმანეთთან შეხამებული უნდა იყოს. ამიტომ, როდესაც უპირატესობას ანიჭებთ ყვითელ ოქროს, გაიხსენეთ ხომ არ ატარებს ის ვერცხლის ბეჭედს ან საათს. ბეჭდებზე გამახსენდა, უფრო სწორად მათ ზომებზე, კარგი იქნება, თუ ქალის თითის ზომას წინასწარ გაიგებთ და თუ ამ ინფორმაციის გაგება თქვენთვის რთულია, მაშინ აჩუქეთ მას საყურეები.

რაც შეეხემება მორიდებულ საჩუქრებს, ისეთს როგორსაც ჩუქნით არა საყვარელ ქალს, არამედ უბრალოდ მეგობარს ან ნათესავ ქალს, შეგიძლიათ შეიძინოთ: ზარდახშა სამკაულებისთვის, სურათის ჩარჩო, ან უბრალოდ ერთთვიანი აბონიმენტი იოგის ცენტრში.

ეცადეთ გაარკვიოთ, რითი ერთობა ხოლმე თქვენი შეყვარებული და ეს იქნება პასუხი თქვენს შეკითხვაზე თუ რა უყიდოთ მას. თუ მისი ჰობია მაგალითად, ფაიფურის ჭურჭლის შეგროვება, მაშინ შეავსეთ მისი კოლექცია.

შესაძლებელია ის ერთობა სამზარეულოში კერძების მომზადებით და თავს თვლის კარგ დიასახლისად, მაშინ აჩუქეთ მას წიგნი თანამედროვე კულინარიის და რეცეპტების შესახებ ან უბრალოდ კულინარების სკოლის აბონიმენტი. ნებისმიერი ქალი იქნება სიხარულისგან მეცხრე ცაზე, თუ თქვენ მათ აჩუქებთ მასაჟის ან სპა-სალონის აბონიმენტს. თან მოფერებითი მზრუნველობა არის ის რაც ქალის ორგანიზმს აკლია ამ ცივ ზამთარში, ასე რომ სავსებით შესაძლებელია ეს საჩუქარი იყოს საუკეთესო ახალი წლისთვის.

ხდება ისეც, რომ ქალს უკვე ყველაფერი აქვს და მას არაფერი არ სჭირდება, ამ შემთხვევაში თქვენი მაშველი თქვენივე მრავალფეროვნება იქნება, თუმცა საჩუქარი მაინც აუცილებელია, რაც არ უნდა იყოს ბანალური საჩუქრების რიგებშია: მოდური ჩანთა ლეპტოპისთვის, ქალის ხელჩანთა, ბროლის ნაკეთობები, ჭურჭელი, პლანშეტი, ლეპტოპი, კაშნე, ხელთათმანი.

აჩუქეთ თქვენს საყვარელ ქალს საცვალი ან საღამური, ხოლო თქვენს მეგობარს პლედი ან წიგნი.


მნიშვნელოვანია, რომ ქალმა, რომელსაც თქვენ აჩუქეთ საჩუქარი, იგრძნოს, რომ თქვენს მისთვის იდექით რიგში და არჩევდით საჩუქარს, რომ ის განუმეორებელი და ერთადერთია  ქალებში, არ აქვს მნიშვნელობა ეს დედაა, დაა, კოლეგა, მეგობარი თუ ცოლი.

თუ თქვენ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ არც თქვენ დარჩებით საჩუქრების გარეშე!

წინა «
შემდეგი »