რა ვაჩუქოთ 23 თებერვალს საყვარელ მამაკაცს ?

  • ninimate
  • თებერვალი 18, 2014

sachqari მოახლოვდა 23 თებერვალი, ჯარისკაცთა დღე. წინასწარ ვულოცავ ყველა ჯარისკაცს. ასევე ამ დღეს ყველა ვულოცავთ ჩვენი ოჯახისწევრ და ახლობელ მამაკაცებს. ყველაზე ძალიან კი გვინდა ეს დღე ჩვენს საყვარელ მამაკაცს დავამახსოვროთ და გავუკეთოთ საჩუქარი.

თუკი კარგად იცნობთ თქვენს საყვარელ მამაკაცს, მისი სუვილები და გატაცებებიც გეცოდინებათ. ამიტომ 23 თებერვალს გაუკეთეთ ის საჩუქარი, რაც მას ძალიან გაახარებს.

დაფიქრდით იქნებ თევზაობა უყვარს, ან აგროვებს რაიმე კოლექციას, მოკლედ მის გატაცებას გადახედეთ და საჩუქრის იდეაც მოვა. ვერ იხსენებთ რა უყვარს ? ისე ყველაზე ხშირი გატაცება მამაკაცებისთვის მანქანაა, თუ ვერ ჩუქნით მას შეგიძლიათ აჩუქოთ MP3 player, მასაჟის ბალიში და ა.შ. მეორე გატაცება კომპიუტერია, ამისთვის აურჩიეთ ფლეშ დრაივი, მყარი დისკი, უკაბელო ყურთსასმენი.

ბევრია სასაჩუქრე ნივთი: კალამი,საფულე,ჰალსტუხი,მათარა, კათხა,სამკაულები: სამაჯური,ბეჭედი, ყელსაკიდი,ჩანთა ისეთი, როგორსაც იყენებს, მამაკაცის კოსმეტიკის ნაკრები… შეგიძლიათ მოუწყოთ სიურპრიზი და დაპატიჟოთ რესტურანში ან კაფეში. ასევე სუნამო, რომელიც მას მოსწონს ან თუნდაც საათი, რომელიც ბევრ მამაკაცს უყვარს.

დაგეგმეთ ამ დღეს რაიმე სათავგადასავლო მაგალითად: ცხენებით გასეირნება, კარტრინგი, სკუტერებით გასვლა და ყველაფერი ისეთი, რაც დასამახსოვრებელი იქნება.
გაუკეთეთ ორიგინალური და მოულოდნელი საჩუქარი, მაისურზე დააწერინეთ მისი სახელი. ყველა მამაკაცი თავმოყვარეა რა ეს მის ემოციებს აამაღლებს.

23 tebervali
არჩევანი დიდია მთავარია მოარგოთ მის გემოვნებას და ეს დღე დაამახსოვროთ. მიუძღვენით ლამაზი საღამო, რომანტიული ვახშამით სანთლის შუქზე და იყავით გამორჩეულად ლამაზი მხოლოდ მისთვის. ამ დღეს მთავარია თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა იგრძნოს, რომ გამორჩეული დღეა და თქვენ ზრუნავთ, რომ ასე იყოს. რაც არ უნდა აჩუქოთ ან გაუკეთოთ თუ დიდი სიყვარულს ჩადებთ, მაშინ ყველაფერი დაუვიწყარი და ლამაზი იქნება.

მამაკაცები არანაკლებ ემოციურები არიან და ელიან ჩვენგან სითბოს და ყურადღებას. თუ ის იგრძნობს, რომ გამორჩეულია, უყვართ, ზრუნავენ მასზე და სურთ მისი გახარება, აუცილებლად გაიხარებს და მოიწონებს ყველაფერს. ასე, რომ ყველაზე მთავარია აჩუქეთ მას სიყვარული და ამ სიყვარულით გაუკეთეთ თუნდაც სულ უბრალო საჩუქარი. ის მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნება.

tebervlis sachuqari

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.