რა მოხდება თუ ხორცის ჭამას შევწყვეტთ?

  • ihow.ge
  • მარტი 24, 2016

წითელი ხორციხორცის ჭამა ან მისგან თავის შეკავება, არის სრულიად ინდივიდუალური და პირადი არჩევანი. ზოგიერთ ადამიანს წარმოუდგენლად მიაჩნია ხორცის არსებობა და საერთოდ ვერ ხედავ ვერანაირ აზრს უხორცობაში, მაშინ როდესაც არსებობენ ვეგეტარიანელები რომელთა ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღი და მედგარია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization (WHO)), კიბოს კვლევის სააგენტომ (Agency for Research on Cancer) 2015 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ყურადსაღები ანგარიში, სადაც 20 წლიანი კვლევის შედეგად ნაჩვენები იყო, რომ კიბოს პოტენციური გამომწვევთა რიცხვში ხორცის ყველაზე ცნობილი ორი ვარიაცია იყო – წითელი ხორცი და დამუშავებული ხორცი.

წითელი ხორცი მოიცავს ყველა სახის კუნთოვან ხორცს, როგორიცაა: საქონლი, ხბოს, თხის, ცხვრის, ღორის და ცხენის ხორციც კი.

დამუშავებული ხორცის კატეგორიას მიეკუთვნება ხორცის ისეთი სახეობა, რომელმაც განიცადა შემდეგი პროცესები: დამარილება, დაშაშხვა, ფერმენტაცია და შებოლვა.

დამუშავებულ ხორცს მიეკუთვნება და ასევე განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის – სოსისები, ძეხვი, ლორი, სალიამი, დაკონსერვებული ხორცი (ე.წ ტუშონკა), ბურგერის ხორცი და ა.შ

ანგარიშის თანახმად ის ადამიანები, რომლებიც რეგულალურად მოიხმარენ დამუშავებულ ხორცს დაკავშირებული არიან კოლორექტალურ (მსხვილი ან სწორი ნაწლავის) კიბოსთან. ექსპერტები წერენ რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ 50 გრამზე მეტ გადამუშავებულ ხორცს ზრდიან ამ ტიპის კიბოს განვითარების შანსს.

რა თქმა უნდა ხორცს გააჩნია დადებითი კვებითი ღირებულებები, თუმცა ჯამრთელობასთან დაკავშირებული რისკები ყოველთვის გადაწონის მის დადებით მხარეებს, მაშინ როდესაც არსებობს ისეთი ვეგეტარიანული შემცვლელები, რომლებიც იგივე კვებითი ღირებულების მატარებლები არიან.

როდესაც საქმე ეხება თქვენს ჯანმრთელობას ან დიეტას, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სწორ და ღირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. თუ გადაწყვეტთ ხორცის ამოღებას (ან მის უკან დაბრუნებას) თქვენი რაციონიდან, უნდა იცოდეთ როგორ იმოქმედებს ეს თქვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე

ხორცის ჭამა

სურათზე ნაჩვენებია ის შედეგები რასაც ხორცის ჭამის შეწყვეტა გამოიწვევს

1. გული გახდება უფრო ჯანმრთელი

ანთება არის ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი იმ ვირუსებისა და მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, მაგრამ მუდმივი ანთებითი პროცესი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს მათ შორის გულის დაავადებებს, ალბათ მიხვდით, რომ სწორედ ხორცი არის ის პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ანთებით პროცესებს მუდმივად იარსებონ ჩვენს ორგანიზმში.

სწორედ წითელი ხორცი შეიცავს Neu5Gc მოლეკულას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არ იწარმოება და შესაბამისად ორგანიზმს არ შეუძლია მისი სინთეზირება, შესაბამისად როდესაც თქვენ მიირთმევთ წითელ ხორცს სხეული რეაგირებს ამ უცხო მოლეკულაზე და იწყება ანთებითი პროცესი, როგორც იმუნური სისტემის პასუხი.

ასევე წითელი ხორცი შეიცავ რთულ შენაერთს L-კარნიტინს, რომელიც იწვევს არტერიების დაბინძურებას როდესაც ის ურთიერთქმედებს ნაწლავის ბაქტერიასთან. არტერიების დაბინძურება კი ნომერ პირველი პრობლემაა გულის ისეთი დაავადებების, რომელიც გარდაცვალებასთან ასოცირდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ალტერნატივა არის ვეგეტარიანულ საჭმელზე გადასვლა, რომელიც პირიქით ებრძვის ანთებით პროცესებს და იცავს თქვენს გულს დაავადებებისაგან.

2. დაიცავთ თავს კიბოსგან

ანთება არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სხვადასხვა ფატალური დაავადებებისა, მათ შორის კიბოსიც. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე სხვა ასოციაციის კვლევებში ნაჩვენებია, რომ ხორცის რეგულარული მოხმარება ზრდის კიბოს წარმოშობის ალბათობას.

თუნდაც ხორცი იყოს მოხარშული, ან შებოლილი მაღალ ტემპერატურაზე, ის მაინც შეიცავს გარკვეულ ქიმიკატებს, რომლებიც ზემოქმედებენ დნმ-ზე, ამის შედეგად ის უფრო მგრძნობიარეა კიბოს მიმართ, ამის საწინააღმდეგოდ ვეგეტარიანული დიეტა არ შეიცავს ასეთ რისკებს.

ღორის ხორცი

ვეგეტარიანელები მიეკუთვნებიან დაბალ რისკ ჯგუფებს ისეთი კიბოს მიმართ როგორიცაა კუჭის, საკვერცხის, შარდის ბუშტის და ა.შ ვიდრე ის ადამიანები რომლებიც მიირთმევენ ხორცს, აღნიშნული დაიწერა “British Journal of Medicine”-ის 2009 წლის გამოცემაში.

არავეგეტარიანული დიეტიდან ვეგეტარიანულ დიეტაზე გადართვა იწვევს ნაღვლის მჟავების და ნეიტრალური სტერონების შემცირებას, რაც თავის მხრივ ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს მოხდენის ალბათობას. ნაღვლის მჟავები და ნეიტრალური სტერონები არიან ის ცხიმები რომელთა დიდი რაოდენობით მოხვედრა განავალში ერთი ორად უწყობს ხელს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.

3. იზრდება შანსი იმისა რომ დიდხანს იცოცხლებთ

ხორცის ჭამა ამცირებს თქვენს სასიცოცხლო ციკლს, აღნიშნულის შესახებ გამოკვლევა ჩაატარა ამერიკულმა სამედიცინო ჟურნალმა “The American Journal of Clinical Nutrition” 2003 წელს, კვლევების შედეგად დამტკიცდა რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ჭამენ ხორცს, ან მიირთმევენ მას მცირე რაოდენობით უფრო დიდიხანს ცხოვრობენ ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც ხორცი შეყვანილი ჰყავთ კვების ყოველდღიურ რაიონში (უმეტესად გარდაცვალების მიზეზი გული ან კიბო გახლდათ).

ამიტომ თუ გსურთ სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება შეცვალეთ ხორცი ისეთი პროდუქტებით როგორიცაა თხილეული, პარკოსანი და რძის პროდუქტები.

4. დაიკლებთ წონაში

როდესაც ხორცის “კარგი” მჭამელი ადამიანი ამცირებს/ან საერთოდ იღებს ხორცს და ცხოველური წარმოების პროდუქტებს (მაგალითად რძის პროდუქტებს) კვებითი რაციონიდან ის იწყებს წონაში კლებას, რადგან გადადის უფრო დაბალ კალორიულ პროდუქტებზე-ბოსტნეულზე. ასეთ დროს წონის კლების ხანგრძლივობა 1-2 წელსაც კი გრძელდება.

ხორცის ჭამა

ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტები მოიცავს მარცვლეულს, ბოსტნეულს და ხილს, რომლებიც არიან ბოჭკოების წყარო. ბოჭკოები კი ძალიან დადებითად მოქმედებენ სხეულის მასის ინდექსზე (BMI) და წონაზე. რაც უფრო მეტ მცენარეულ პროდუქციას მიირთმევთ მით უფრო მეტია მისი კვებითი ღირებულება და ნაკლებია კალორიები.

5. გაიუმჯობესებთ აკნეს

ხორცი არის მდიდარი ვიტამინი B12-ით, სწორედ B12-ს შეუძლია დააზიანოს თქვენი აკნე. სწორედ ამით აიხნება ის ფაქტი რომ ადამიანები რომლებიც ხშირად ჭამენ ხორცს აქვთ უფრო მეტი ფერიმჭამელები და შავი წერტილები ვიდრე მათ ვინც იშვიათად ან საერთოდ არ ჭამს ხორცს.

შემდგომი კვლევების შედეგად დადგინდა რომ ადამიანებს რომელთაც ხელოვნურად დაუნიშნეს ვიტამინი B12 რამოდენიმე დღის შემდეგ განუვითარდათ აკნე და მათი კანის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო მას შემდეგ რაც შეუწყვიტეს B12 და გადაიყვანეს ვეგეტარიანულ დიეტაზე (საიდანაც საჭირო ოდენობის B12-ს ისედაც იღებდნენ) მათ შეძლეს აკნეს კონტროლი უფრო მარტივად.

წინა «
შემდეგი »