რა სარგებლობა მოაქვს ცრემლს

  • marinola
  • სექტემბერი 2, 2012

 

ცრემლიხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი გარანტი თურმე ცრემლი და ქავილი ყოფილა. საქმე ის გახლავთ, რომ ცრემლთან ერთად  ორგანიზმიდან უამრავი ტოქსიკური ნივთიერება გამოდის, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შედეგად ილექება.

ისიც აღმოჩნდა, რომ მოქავება, რომელიც საზოგადოებაში მიუღებელია, სასარგებლოა გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად. ამ დროს გამოიყოფა სიხარულის ჰორმონი ენდორფინი.

მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ცოლ-ქმრისთვის სასარგებლოა ცალ-ცალკე ძილი. ადამიანი ძილში დაახლოებით 60-ჯერ იცვლის მხარს და უმეტესად აწუხებს თავის მეორე ნახევარს. შედეგად ერთიც და მეორეც გამოუძინებელია, რაც გუნებაზე ნეგატიურად მოქმედებს.

მეცნიერების გარკვეული ნაწილი კი ირწმუნებიან, რომ ცოლ-ქმარს თუ ცალ-ცალკე ძინავთ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული სწრაფად უქრებათ. ასე რომ არჩევანი თქვენზეა – ან მშვიდი ძილი ან სიყვარული.

წინა «
შემდეგი »